"მანჩესტერ იუნაიტედი" მიმდინარე კვირაში "ბენფიკას" ცენტრალური მცველის, ვიქტორ ლინდელეფის შეძენის შესახებ გამოაცხადებს.
იანვარში "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრებთან აქტიურად დაკავშირებული ფეხბურთელი საბოლოოდ მაინც გადავა პრემიერ ლიგის კლუბში.
22 წლის შეძენის სურვილი ჟოზე მოურინიოს კიდევ უფრო გაუძლიერდა, რადგანაც ახალი სეზონის დაწყების წინ დაცვის ხაზის გაძლიერებას აპირებს.
Correio da Manha-ს ცნობით, ლინდელეფის ტრანსფერი "იუნაიტედში" 9 ივნისს შვედეთისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის გასამართი მატჩის შემდეგ გამოცხადდება.
მიუხედავად ამ ჭორებისა, ვიქტორი ყველაფერს უარყოფს.
"არსებობს ჭორები, რომელიც ყოველთვის იარსებებს, ნებისმიერ შემთხვევაში. მე კი ვიტყვი იმას, რასაც ყოველთვის ვამბობ, მე "ბენფიკასთან" კონტრაქტი მაკავშირებს.
აქ ხუთი წელია ვთამაშობ და მართლაც მსიამოვნებს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და მუდმივად ვვითარდები, აქაური ფეხბურთი ბევრ რამეს მაძლევს.
ასე რომ, ჩემი პასუხი მდგომარეობს იმაში, რომ მე მხოლოდ "ბენფიკაზე" ვფიქრობ", - განაცხადა შვედმა.