თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2017, 12:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2669,
კომენტარები: 7
"იუნაიტედს" ლინდელეფის შეძენის იმედი აქვს
"წითლები" დაცვის ხაზის გაძლიერებას იმედოვნებენ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ "ბენფიკას" ცენტრალურ მცველს, ვიქტორ ლინდელეფს შეიძენს.

ამჟამად ვიქტორი შვედეთის ნაკრებში იმყოფება, თუმცა მისით დაინტერესებული გუნდებისთვის დიდი ხანია ცნობილია, რომ ლინდელეფი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ხელმისაწვდომი იქნება.

The Independent-ი კი ირწმუნება, რომ 22 წლის ფეხბურთელი "წითელი ეშმაკების" პრიორიტეტული სამიზნეა, ხოლო "ბარნლის" მცველი მაიკლ კინი სათადარიგო ვარიანტად განიხილება.

თუმცა, ლინდელეფის ტრანსფერთან დაკავშირებით გამართულ მოლაპარაკებებში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. საწყისმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ვიქტორის მოლოდინი ხელფასთან დაკავშირებით ძალიან განსხვავდება იმასთან, რასაც "იუნაიტედი" სთავაზობს.

მიუხედავად ამისა, "იუნაიტედს" მაინც აქვს მისი შეძენის იმედი და ახლა ყველაფერი აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდზეა დამოკიდებული.
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: abrama
8 ივნისი 2017 12:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1000
ხელფასის გამო კაცი მანჩესტერში თამაშზე უარს რომ იტყვის მიდი და მერე არ აგინოო
0
№2
ავტორი: Phil Jones
8 ივნისი 2017 13:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
მოუნდა ამასაც კვირაში 300 000?? )))
0
№3
ავტორი: gache1991
8 ივნისი 2017 13:06
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაანაც კაი ეს გუნდი ფულის საკეთებელი მანქანა არ არი.ძაან მაგარია მოურინიო.წაყვანა უნდათ ვინმესი?გადაიხადონ და წაიყვანონ.მოსვლა უნდა ვინმეს ?ითამაშოს და გაუზრდიან მერე ხელფასს.არანორმალური სიტუაციაა რატო აქ რუნის კვირაში 250 000.მე არ ვამბობ რო უნდა წავიდეს ან რამე უბრალოდ ყველა იგროკი იმას უნდა იღებდეს რამდენისასაც აკეთებს გუნდისთვის.ველოდები ერერას უკეთესი ხელფასი და კონტრაქტი მიცენ და გამოსასყიდად დიდი თანხა თორე დაადგავს მაგას ბარსა ან ვინმე თვალს..იყო უკვე ერთი ორი სიახლე ეგეთი.ბასკია,პასი აქ ჭკუა მოედანზე და ყველაფერი..დაბერდა ინიესტა ბუსკეცი,თურანი არ გამოადგათ და ანდრე გომეში საერთოდ რად უნდოდათ თავიდანვე და ვინ დარჩა აარავინ..ძაან მაგარია მოუ,დღემდე არასწორად ვთვლი ჩიჩარიტოს 9 ლიმონად გაყიდვას მაგის გაჭირვება არ გვქონდა ეგ კაცი ზამენაზე არ დაგვეტოვებინა თუნდაც..ლინგარდის ყოლას..
0
№4
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2017 14:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Aba Es yofila raa
0
№5
ავტორი: giorgi_mg
8 ივნისი 2017 14:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რა მცველი ჟოზე გვეღადავები?! შემტევი იყიდე რა...
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
8 ივნისი 2017 15:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვნახოთ ვნახოთ, მოუს ნაყიდი მცველები სულ ამართლებენ და იმედია არც ლინდელოფი იქნება გამონაკლისი
0
№7
ავტორი: GeorgeBest
8 ივნისი 2017 17:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კაი ბიჭია, მაგრამ ბენფიკა თავისთავად ეცდება რაც შეიძლება ძვირად შეტენოს ვინმეს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top