რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" მადრიდის "რეალს" მორატას შეძენის თაობაზე ოფიციალურად მიმართა. ესპანელებმა ინგლისელები უარით გაისტუმრეს რადგან მათ მორატაში 78 მილიონი ფუნტი სურდათ. გუშინ ესპანეთისა და კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კი მორატამ თვითონვე ისაუბრა საკუთარ მომავალზე და განაცხადა, რომ მისთვის რთული იქნება "რეალის" დატოვება.
"მე მსურს რეგულარულად ვითამაშო. მომავალ წელს მსოფლიო ჩემპიონატია და მსურს მუნდიალს კარგ ფორმაში შევხვდე. ამისთვის კი სათამაშო დრო მჭირდება. "რეალში" დარჩენა და ჩემი ადგილისთვის ბრძოლა მსურს. ამ გუნდიდან წასვლა ჩემთვის რთულია. გიჟი ვიქნებოდი "რეალი" ახლა რომ დამეტოვებინა."
მორატას ასევე ხამეს როდრიგეზსეც ჰკითხეს რაზეც ესპანელმა შემდეგი პასუხი გასცა:
"დარწმუნებული ვარ მომავალ სეზონშიც ერთ გუნდში ვიასპარეზებთ."