ჟოზე მოურინიო და მისი პირველი სეზონი "იუნაიტედის" მწვრთნელის რანგში.
უკვე 1 წელი გავიდა მას შემდეგ რაც პორტუგალიელმა სუპერ სპეციალისტმა "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიბარა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კი გუნდის ოფიციალური გვერდი გვთავაზობს იმ ციტატებს რომლებიც მოურინიოს სეზონის მიმოიხილავს.
2016 წლის მაისი. მწვრთნელად დანიშვნის დღე. "მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. ამაში არის მისტიკა და რომანტიკა რომელსაც ვერცერთ სხვა გუნდში ვერ ნახავ."
ივნისი. Soccer Aid-ის საქველმოქმედო მატჩი "ოლდ ტრაფორდზე". "ჩემთვის უდიდესი პატივია პელე ახლა უკვე საკუთარ სახლში მივიღო."
ივლისი. ამხანაგური მატჩი. "უიგანი" - "იუნაიტედი" 0-2. "ვხედავ ნიშნებს რომ ფეხბურთელები იწყებენ ჩემი დავალებების შესრულებას რაც ძალზედ მახარებს."
აგვისტო. კომუნიტი შილდი. "იუნაიტედი" - "ლესტერი" 2-1. "მნიშვნელოვანია სეზონის ტიტულით დაწყება, მაგრამ წინ რა თქმა უნდა ბევრი სამუშაო გველის."
სექტემბერი. ლიგის თასი. "ნორთჰემპტონი" - "იუნაიტედი" 1-3. "რამდენიმე აინშტაინი ცდილობს გააქროს ჩემი 16 წლიანი კარიერა და მხოლოდ ბოლო სამ ცუდ შედეგზე გაამახვილოს ყურადღება. რას ვიზამთ, დღევანდელი ფეხბურთი სავსეა აინშტაინებით."
ოქტომბერი. პრემიერ ლიგა. "იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" 1-1. "იღბალი მათ მხარეს იყო. ასეთია ფეხბურთი."
ნოემბერი. პრემიერ ლიგა. "სუონსი" - "იუნაიტედი" 1-3. "ქერიქი სტაბილურობაა, ფელაინი ბალანსი, პოგბა კი თავისუფლება. ერთად მათ განსაკუთრებული თამაში აჩვენეს."
დეკემბერი. პრემიერ ლიგა. "იუნაიტედი" - "მიდლსბრო" 2-1. " ყველა ბედნიერია. ბედნიერ შობას გისურვებთ."
იანვარი. ლიგის თასი. "იუნაიტედი" - "ჰალ სიტი" 2-0. "აქ სწორედ ამისთვის ვარ, რომ დავეხმარო იმ ფეხბურთელებს ვისაც ეს სჭირდება. მარუანს ძლიერი ხასიათი აქვს, ის კარგი პიროვნებაა."
თებერვალი. ლიგის თასის ფინალი. "იუნაიტედი" - "საუთჰემპტონი" 3-2. "გუნდში იმისთვის მოვედი რომ ტიტულები მოვიგო, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი გვინდა."
მარტი. ევროპა ლიგა. "იუნაიტედი" - "როსტოვი" 1-0. "ხალხი იძახის რომ ჩვენ უკეთ თამაში შეგვიძლია. ეს მართლაც ასეა მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ბევრი ფაქტორია. ამის მიუხედავად ფეხბურთელები დღეს შესანიშნავად გამოიყურებოდნენ და მძიმე ბრძოლაში მაინც მოახერხეს გამარჯვება."
აპრილი. პრემიერ ლიგა. "იუნაიტედი" - "სუონსი" 1-1. "ეს იყო მე-9 თამაში აპრილის თვეში იმ გუნდის რომელსაც 22 ფეხბურთელი ჰყავს. ფეხბურთელები დაიღალნენ მაგრამ ხუთშაბათს "სელტასთან" ისინი ბოლომდე იბრძოლებენ."
მაისი. ევროპა ლიგის ფინალი. "იუნაიტედი" - "აიაქსი" 2-0. "3 ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. შემიძლია ვთქვა რომ კმაყოფილი ვარ ყველაზე მძიმე სეზონით ჩემს კარიერაში."
წყარო:
Manutd.com