თბილისი:
მანჩესტერი:
8-06-2017, 09:09
ავტორი: Dato Sirabidze,
ნანახია: 2745,
კომენტარები: 7
რაშფორდი: "მივესალმები თავდამსხმელის მოყვანას"
მარკუს რაშფორდი შესაძლო მომსვლელ ფეხბურთელებზე საუბრობს.
რაშფორდი:
"იუნაიტედის" სატრანსფერო ზაფხული ანტუან გრიზმანით დაიწყო. ფიფას გადაწყვეტილებამ გრიზმანის ტრანსფერი სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენა და უდიდესი ალბათობით ფრანგი მომავალ სეზონშიც "ატლეტიკოს" რიგებში იასპარეზებს. დიეგო კოშტამ კი განაცხადა რომ ის "ჩელსიდან" მიდის, რაც პირდაპირ ადასტურებს რომელო ლუკაკუს "ჩელსიში" ტრანსფერს. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს რომ სატრანსფერო ბაზარზე ორი დიდი "ცხრიანი" დარჩა, ესპანელი ალვარო მორატა და იტალიელი ანდრეა ბელოტი. სწორედ მათ შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა რაშფორდმა და განაცხადა რომ მიესალმება ნებისმიერი ფეხბურთელის მოყვანას, რომელიც გუნდს ტიტულების მოგებაში დაეხმარება.

"ყველა დიდი გუნდი ცდილობს მაღალი დონის ფეხბურთელების მოყვანას და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ."

"ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვიქნებით თუ ისეთი ფეხბურთელი შემოგვიერთდება რომელიც ტიტულების მოგებაში დაგვეხმარება. ჩვენი მთავარი მიზანი ხომ ტიტულების მოგებაა."

"გუნდში აუცილებელია იყოს ჯანსაღი კონკურენცია. ეს თითოეულ ჩვენგანს უკეთესად თამაშში გვეხმარება. ამიტომ კარგია თუ ასეთი დონის ფეხბურთელებს გუნდი მართლაც შეიძენს."


წყარო:The Telegraph
ახალი ამბები
7 კომენტარი
№1
ავტორი: lefty
8 ივნისი 2017 09:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 512
კაი ბოვში ხარ მარკუსა,გოუფუჭებელი love
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 ივნისი 2017 09:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეჭვი მაქ მოურინიოს სიაში შედის თავდამსხმელი, ამიტო ფორვარდის შეძენას უნდა ველოდოთ
0
№3
ავტორი: ikeoni
8 ივნისი 2017 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Imedia viyidit markus vinme seriozuls
0
№4
ავტორი: ßeckham
8 ივნისი 2017 12:11
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 34
დიბალაა ან ბელოტი ძაან კარგი პერსპექტივაა, მაგრამ მარკუსი არ უნდა დაიკარგოს wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "რასიზმის ვერანაირ გამოვლინებას ვერ მივიღებ, თუ ვინმე ქუჩაში ბანანს მესვრის, მას უბრალოდ მოვკლავ, დაე დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან"-მარიო ბალოტელი
№5
ავტორი: Phil Jones
8 ივნისი 2017 12:49
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
რათქმაუნდა!
0
№6
ავტორი: gaga1987
8 ივნისი 2017 13:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მარკუსა კაი ტიპია იმენა პატარა ბავშვია და თან ჯიგარი.
0
№7
ავტორი: MU1810
8 ივნისი 2017 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
ისე ამას ეტყობა კოჭებში მაკედასავით არ დაიკარგება :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top