როგორც ვიცით სეზონის დასრულებისთანავე ბელგიელმა "ევერტონის" დატოვების სურვილი გამოთქვა. ამ განცხადების შემდეგ ბევრი დაიწერა იმის შესახებ თუ სად გააგრძელებდა ლუკაკუ კარიერას. მის სახელს ძირითადად ორ გუნდს, ლონდონის "ჩელსის" და "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ. გუშინ ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდგომ კი ლუკაკუმ მედიასთან განაცხადა, რომ მან უკვე იცის თუ სად ითამაშებს მომავალ სეზონში.
"განვითარება მსურს. არ მინდა ერთ დონეზე დავრჩე. უკვე ვიცი ჩემი მომავლისათვის საუკეთესო ადგილი. მოლაპარაკებებს აგენტი აწარმოებს. ამიტომ მე ვერაფერს გეტყვით. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია რომ ვითამაშებ გუნდში რომელსაც ჩემპიონთა ლიგისა და პრემიერ ლიგის მოგება შეეძლება."