დღეს "მანჩესტერ იუნაიტედი" მაიკლ კერიკის საპატივცემულოდ მატჩს გამართავს, რათა კლუბში გატარებული 11 წელი სიმბოლურად აღნიშნოს.
"იუნაიტედის" ვიცე-კაპიტნის მოთხოვნისამებრ, მატჩზე შემოსული თანხა მთლიანად მის მიერ ახლაგად შექმნილ "მაიკლ კერიკის ფონდს" გადაერიცხება, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა.
"ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედის 2008 წლის თერთმეტულისა" და "მაიკლ კერიკის ოლ-სტარის" დაპირისპირება შედგება, რომელიც თბილისის დროით 17:30 წუთზე აიღებს სტარტს.
"მანჩესტერ იუნაიტედის 2008 წლის თერთმეულის" მწვრთნელი ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი იქნება, ხოლო "მაიკლ კერიკის ოლ-სტარს" ჰარი რედნაპპი ჩაიბარებს.
მანჩესტერ იუნაიტედის 2008 წლის თერთმეული: ედვინ ვან დერ სარი, გარი ნერვილი, უეს ბრაუნი, რიო ფერდინანდი, ნემანია ვიდიჩი, მაიკლ სილვესტრი, პატრის ევრა, მაიკლ კერიკი, პოლ სქოულზი, რაიან გიგზი, ჯი-სუნ პარკი, ოუენ ჰარგრივზი, დარენ ფლეტჩერი, უეინ რუნი, ლუის საა, დიმიტარ ბერბატოვი.
ახალი ამბები
4 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.