ბელგიელმა შემტევმა უკვე დაამტკიცა, რომ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. უკანასკნელი 5 სეზონის მანძილზე ლუკაკუმ 104 გოლის გატანა მოახერხა, რის გამოც არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო.
"კანფეტები" ლუკაკუს სანაცვლოდ მინიმუმ 70 მილიონი ევროს მიღებას გეგმავენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოურინიო მზადაა "ევერტონს“ უეინ რუნი და სოლიდური თანხა შესთავაზოს რომელუ ლუკაკუს სანაცვლოდ.
მიუხედავად იმისა, რომ რუნიმ "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი უკვე მოიპოვა - ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირობის შემდეგ - ჟოზე მოურინიოს გუნდში მას კვლავ შეზღუდული სათამაშო დრო აქვს, რაც კლუბებისგან მის მიმართ გამოჩენილი ინტერესის თაობაზე ჭორების გავრცელებას უწყობს ხელს.
აღსანიშნავია, რომ "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა მიანიშნა, რომ სეზონის ბოლოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" უეინ რუნის შეძენას ეცდება.
ასევე მერსეისაიდული კლუბის სპორტული დირექტორი, სტივ უოლში "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს ერთ-ერთ უდიდეს ფეხბურთელად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შეცდომა იქნებოდა, მის კლუბს ინგლისელის დაბრუნება რომ არ ეცადა.
ჭორები
7 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.