თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2017, 13:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2852,
კომენტარები: 29
გრიზმანმა შესაძლო ტრანსფერი 10-დან 6 ქულით შეაფასა
გრიზმანის კომენტარი შესაძლო ტრანსფერზე.
გრიზმანმა შესაძლო ტრანსფერი 10-დან 6 ქულით შეაფასა
მადრიდის "ატლეტიკოს" თავდამსხმელმა, ანტუან გრიზმანმა განაცხადა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" მისი გადასვლის შანსი უფრო მეტია, ვიდრე არ გადასვლის.

უკვე რამდენიმე თვეა აქტიურად ირხევა ხმები იმის შესახებ, რომ "წითელ ეშმაკებს" 26 წლის ფორვარდის შეძენა სურთ და არსებობს მოსაზრება, რომ ანტუანი ელოდება ევროპა ლიგის ფინალის შედეგს, რომელმაც უნდა გაარკვიოს, ითამაშებს თუ არა "მანჩესტერ იუნაიტედი" მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე.

ასეა თუ ისე, თავად გრიზმანმა არ გამორიცხა "ოლდ ტრაფორდზე" თავისი გადასვლა. სატელევიზიო გადაცემა Quotidien-ში მან თავისი ტრანსფერი 10-ბალიანი სისტემით 6 ქულით შეაფასა და დაამატა: "უახლოეს რამდენიმე კვირაში უფრო მეტი მეცოდინება".

ახალი ამბები
29 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
23 მაი 2017 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს ფინალს ელოდება როგორც ჩანს. ლიგაზე გასვლა და ამის გადმოსვლა ერთი იქნება.
0
№2
ავტორი: irakli87
23 მაი 2017 13:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 167
ოლდ ტრაფორდი არ აუფეთქებიათ, საკონცერტო არენა ააფეთქეს. სულ სხვა მოედანია.
1
№3
ავტორი: Lady in red
23 მაი 2017 13:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: jamiroquai
სტადიონი აგვიფეთქეს და დაწერეთ მაგაზე რამე

ოლდ ტრაფორდზე არ მომხდარა აფეთქება.
0
№4
ავტორი: ikeoni
23 მაი 2017 13:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11429
Imedia gadmova raa
0
№5
ავტორი: giorgi_mg
23 მაი 2017 14:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ძალიან მინდა ამის გადმოსვლა, წარმოიდგინეთ: სომეხი ჯეიმსა და ეს ერთად, ძალიან ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს მანუ თუ ესე მოხდა
1
№6
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2017 14:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რაღა დე ხეას რეალში გადასვლის საგა და რაღა გრიზმანის აქ გადმოსვლის wink
0
№7
ავტორი: DRJBECKHAM
23 მაი 2017 14:21
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 487
ვის გინდათ ამის გადმოსვლა? ერთი კითხვა მაქვს
0
№8
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2017 14:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: DRJBECKHAM
ვის გინდათ ამის გადმოსვლა? ერთი კითხვა მაქვს

მე მინდა მარა დაახლოვებით ვიცი რაც უნდა იკითხო wink

არ ვიცი ვინ რას ფიქრობს მარა ჩემთვის ალექსის სანჩესი არის ყველაზე მაგარი ვარიანტი ამ გუნდისთვის, აი ყველაზე მაგრად რომ ეგეთი ტიპი გვჭირდება
1
№9
ავტორი: kobinio
23 მაი 2017 14:30
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ციტატა: jamiroquai
სტადიონი აგვიფეთქეს და დაწერეთ მაგაზე რამე

Stadioni ar afetqebula rogorc gavige.erterti sakoncerto arenaze moxda afetqeba magati araadamiani dedas.******i gorischvilebi

ციტატა: DRJBECKHAM
ვის გინდათ ამის გადმოსვლა? ერთი კითხვა მაქვს

Me piradad ar vgijdebi am pirovnebaze... me piradad sancgesi.mirchevnia mara sanchesi uechveli Münchenshi tsava. Rodrigesic kai stilisaa mshromeli eg gamiscordeba da agueroze midis bazari mara eg ar ikadrebs sitidan manchestershi gadmosvlas tore dzaan magari iqneboda chemi azrit
0
№10
ავტორი: tedore
23 მაი 2017 14:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
მე მგონი ამის გადმოსვლა ჩემპიონთა ლიგაზე გასვლასთანაა დაკავშირებული თუ გავედით გადმოვა დიდი ალბათობით. რაც შეეხება მანჩესტერში მომხდარ ფაქტს, ძაან სამწუხარო და საზარელი ფაქტია ახალგაზრდა გოგო-ბიჭები დახოცეს ცხოველებმა ტერორიზმს გამართლება არ აქვს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top