თბილისი:
მანჩესტერი:
23-05-2017, 13:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1793,
კომენტარები: 9
ჯონსი: "ფინალი აუცილებლად მოსაგები მატჩია"
ფილ ჯონსი ფინალში გამარჯვებას ვალდებულებად თვლის.
ჯონსი:
ფილ ჯონსი აღიარებს, რომ ჟოზე მოურინიოს რამდენიმე რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს ევროპა ლიგის ფინალისთვის "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობის შერჩევისას.

ცენტრალური მცველი, რომელიც "კრისტალ პალასთან" 2-0 მოგებულ მატჩში თამაშობდა, აღიარებს, რომ მწვრთნელი დიდი ხანია შვედეთში გასამართ მატჩზე და არა მარტო სეზონის მესამე ტიტულზე, არამედ ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაზეც ფიქრობს.

"აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ან ყველაფერი ან არაფერი. ჩვენი სეზონის უმთავრესი მომენტია და უნდა დავრწმუნდეთ, რომ ამ შეხვედრას მოვიგებთ. ჩემპიონთა ლიგის ფეხბურთი გვინდა; სწორედ ამიტომაც უნდა მოვიგოთ ეს მატცი.

ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა ბოლო მიზანია, მაგრამ იქ მოსახვედრად უფლება უნდა მოვიპოვოთ და ამის გაკეთება ოთხშაბათის მატჩის მოგებით შეიძლება. ღმერთს ნამდვილად არ მოუცია ჩვენთვის ევროპა ლიგის მოგების გარანტია. იქ ყოფნას ვიმსახურებთ. ფინალში ყოფნას ვიმსახურებთ, მაგრამ უნდა დავამტკიცოთ და ვაჩვენოთ, რომ საკმარისად კარგები ვართ და სწორედ ამას ვიზამთ.

მე მზად ვარ, მწვრთნელის ნებისმიერი გადაწყვეტილება მივიღო. მას 11 რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ვინც არ უნდა ითამაშოს, ყველა თავის მაქსიმუმს გააკეთებს.

მან გუნდში როტაციას იმიტომ მიმართა, რომ ხალხი დაესვენებინა, სათამაშო წუთები მიეცა. ვფიქრობ, ოთხშაბათის გუნდისთვის საოცარი ბალანსი აქვს. ისინი, ვინც ფორმაში არიან, მოუთმენლად ელიან შემადგენლობაში მოხვედრას.

ბევრი მატჩი გვქონდა. "მანჩესტერ იუნაიტედს" ყველა ტურნირზე სურს თამაში, ამიტომ ბევრი მატჩის ჩატარება უწევს. იმედგაცრუებულები ვიქნებოდით, ყველა ტურნირზე რომ არ ვთამაშობდეთ. ეს ნიშნავს, რომ წარუმატებლები ვიყავით. მესმის ბიჭების გადაღლილობის. ბევრი მატჩი ჩავატარეთ. მაგრამ ოთხშაბათს ერთი დიდი ბიძგი კიდევ გვჭირდება".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
23 მაი 2017 13:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martla yvelaferi unda gavaketon bichebma am tamashi da aucileblad moigon
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
23 მაი 2017 14:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველა აცნობიერებს ფინალში მარცხს რაც მოყვება ამიტო მთელი სული და გული უნდა ჩადონ ამ თამაშში
0
№3
ავტორი: kobinio
23 მაი 2017 14:24
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Mtavaria ar chavisvarot da gamoucdeli mocinaagmdwgis shecdomebze vikot kargad chasafrebuki romelic darcmunwbuki var be ri iqneba da imedia chvenc ar mivbadzavt mat amashi.liontan matchshi kargad chanda mati problemebi da imeds vitoveb didi maurinio am yvelafers kargad gadaxarshavda da sheubanbalcikebs golebs
0
№4
ავტორი: GeorgeBest
23 მაი 2017 14:33
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ყველაფერი უნდა დადონ მოედანზე, გვკიდია სანახაობა, ლიგაზე უნდა გავიდეს გუნდი, ამ თამაშის წაგება არ ეპატიებათ უბრალოდ
0
№5
ავტორი: Phil Jones
23 მაი 2017 16:03
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ეს ოფიციალურ გვერდზე წავიკითხე და დადება მინდოდა, მაგრამ რაღაცნაირი კომპლექსი მაქვს 2ჯერ ვცადე და წავშალე მერე რასაც ვაპირებდი და რატომ არ ვიცი ))))
0
№6
ავტორი: mufc1878
23 მაი 2017 16:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
აუცილებელია მოგება უბრალოდ სხვა პონტი არშეიძლება

თან ეს თასი არგვაქ მოგებული და მომენატრა ჩვენი დიდი გამარჯვებების ყურება
0
№7
ავტორი: dzia_David
23 მაი 2017 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
მანამდე არც იაროო სამდე პატკატში არ გაქანდე არ აიტეხო რამე :D იჯექი მარტო ფილ, ოღონდ ფეხი ფეხზეც არ გადაიდო ფილ :D
0
№8
ავტორი: stepno
23 მაი 2017 19:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
საოცარი თამაში უნდა აჩვენოონ ძალიან ბევრი უნდა ირბინოონ არ უნდ აგაჩერდენ მთელი სული და გული უნდა ჩადოონ არ ვიციი რაა ამ თამაშიდან უნდა დაიწყოოს მანჩესტერის აღმასვლაა. ეს უბრალო ფინალი არ არიის ეს ის ფინალია რომელმაც უნდა დაამთავროოს ჩენი ამდენი წლის წარუმატებლობა რომელივც არ შეგვშვენის ამიტომაც გაათმაგებული მონდემება უნდა ჩადოს თითოეულმა Fეხბურთელმა და ეს თამაში უნდა მოიგოონ. feel
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
23 მაი 2017 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რაშფორდმა უნდა ირბინოს ისე ვითო დედა მოუკლეს და დედის მკლელს მისდევს ეგრე გამწარებული უნდა ირბინოს და ნახე მის მასე თამაშს რა შეუძლია ავტომატიურათ პლანგებიც გაიშლება არაა გამორიცხული ჟოზემ სირბილი მოთხოვოთ რაშფორდს და ერთი ორჯერ რო გაძრეს მოწინააგმდეგედან მერე ამტომატიურათ 2 - 3 ფებურთელი მიუვარდეს და მერე ჭეშმარიტი პასები უნდა აკეთოს რო მომენტები გამოიყენოს ნუ მოკლეთ რაშფორდის იმედი მაქ მე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top