პრემიერ ლიგის სეზონის უკანასკნელ მატჩში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასი" 2-0 დაამარცხა და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. მოურინიოს გუნდმა 69 ქულა დააგროვა და მხოლოდ მე-6 ადგილს დასჯერდა.
შეხვედრაში რამდენიმე ფეხბურთელის დებიუტი შედგა, რომელთაგან ერთ-ერთმა თავის გამოჩენაც მოახერხა. 21 წლის ჯოშ ჰაროპმა ანგარიშის გახსნა მატჩის მე-15 წუთზე მოახერხა და "მანჩესტერ იუნაიტედის" მე-100 ფეხბურთელი გახდა, ვინც პრემიერ ლიგაში გოლი გაიტანა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგად ახალგაზრდა ფეხბურთელი მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
ახალი ამბები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.