პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში "მანჩესტერ იუნაიტედმა" "კრისტალ პალასს" უმასპინძლა. ჟოზე მოურინიო მეტოქეს ახალგაზრდული შემადგენლობით დაუპირისპირდა.
პორტუგალიელმა გუნდის რამდენიმე ლიდერი დაასვენა. მოედანზე პოლ პოგბასა და უეინ რუნისთან ერთად, რომლებსაც ფორმის აღდგენა სჭირდებათ, აკადემიის რამდენიმე წევრი გამოჩნდა, რომელთაც სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს კლუბის შემადგენლობაში.
აღსანიშნავია, რომ პრემიერ ლიგის ისტორიაში "მანჩესტერ იუნაიტედმა" ყველაზე ახალგაზრდა სასტარტო თერთმეტეული გამოიყვანა, მათი საშუალო ასაკი 22 წელი და 284 დღე იყო.