თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 17:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2472,
კომენტარები: 8
მოურინიო: "აიაქსი" ევროპა ლიგაზე არ უნდა თამაშობდეს"
პორტუგალიელი ფიქრობს, რომ ჰოლანდიური გრანდი ამჟამად ფინალში არ უნდა იყოს.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ ევროპა ლიგის ფინალში მისი გუნდის მეტოქე "აიაქსი" ტურნირზე საერთოდ არ უნდა ასპარეზობდეს.

ეს ორი გუნდი მომდევნო ოთხშაბათს სტოქჰოლმში UEFA-ს რიგით მეორე ტურნირის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.

მაგრამ მოურინიო არ აღიარებს სისტემას, რომელიც ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნილ გუნდებს - როგორც "აიაქსის" შემთხვევაში - ევროპა ლიგაზე თამაშის უფლებას აძლევს.

"ეს ჩემპიონთა ლიგის გუნდია, ჩემპიონთა ლიგიდან გადმოვიდა. ამას არასდროს ვეთანხმებოდი, რადგან ერთმა გუნდმა ერთ სეზონში ორ სხვადასხვა ევროპულ ტურნირზე არ უნდა ითამაშოს.

ჩემი აზრით, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გადის და საკვალიფიკაციო ეტაპს ვერ ლახავს, სახლში უნდა წავიდეს.

ევროპა ლიგა არის იმ გუნდებისთვის, რომლებმაც თავიდანვე აქ დაიწყეს, როგორც ჩვენ. ჩვენ მეხუთეზე გავედით და ევროპა ლიგაზე მოვხვდით",
-განაცხადა მოურინიომ.

მიუხედავად იმისა, რომ ამ სისტემას არ ეთანხმება, მოურინიო აფასებს "აიაქსის" შესაძლებლობებს და არ უკვირს, რომ ისინი ფინალში გავიდნენ.

"არ გამკვირვებია და ვერ ვხვდები, თქვენ რატომ გიკვირთ, რომ ფინალში გავიდნენ.

მოთამაშეთა ასაკი არ არის მნიშვნელოვანი, მთავარი მათი შესაძლებლობებია. ჩემი აზრით, "აიაქსმა" შესაფერის დროს შესაფერისი ინვესტირება განახორციელა.

"აიაქსს" ძალიან კარგი სასკაუტო და სასწავლო სისტემა აქვს. ეს ნიჭიერი ფეხბურთელები ამ კლუბში შემთხვევით არ ჩნდებიან.

"აიაქსის" მწვრთნელ პიტერ ბოშს კარგად არ ვიცნობ, მაგრამ "აიაქსის" თამაშს რომ ვუყურებ, ვხვდები, რომ ფანტასტიკური სამუშაო გასწია",
- დაასრულა მოურინიომ.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 18:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Saxe unda gavazrot jozee
0
№2
ავტორი: Dato kutaisi
20 მაი 2017 20:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3193
ისე სიმართლე მოითხოვს ითქვას რო ლიგიდან გავარდნილი მართლა არ უნდა გადადიოდეს ევროპაზე.ეს ზრდის თამაშების რაოდენობას და ფული გამოა ეს ყველაფერი
1
№3
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2017 22:11
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ლიგიდან გადასული გუნდები უმეტესად იკიდებენ ხოლმე მერე ამ ტურნირს მარა იასნა აიაქსი ამ რიცხში არაა. არაა ცუდი წესი, ლიგა ბევრად მაღლა დგას და მოტივაციაა მესამეადგილოსნისთვის
0
№4
ავტორი: ROI
20 მაი 2017 23:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
აქეზეს მურიაოო სჰეაცჰამეს მგელსო მასეა ჯოზე აჯახსის საქმე:D:D
0
№5
ავტორი: PaLoMo
21 მაი 2017 01:08
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
კიდე ნიჩია არითამაშონ.ძირითადში უნდა მოვრჩეთ ყველაფერს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№6
ავტორი: SANDROGRIGA
21 მაი 2017 01:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მთლად ვერ დავეთანხმები, მეორე შანსია ასეთ დროს ევროპა ლიგა
0
№7
ავტორი: dunkan
21 მაი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
Mase arc ligaze unda gadiodes gamarjvebuli.ragacas ***obs da tvitonac ver gaugia ra unda.zogi ro daetanxma kidec?
0
№8
ავტორი: LASHQARA
22 მაი 2017 11:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
აიაქსს" ძალიან კარგი სასკაუტო და სასწავლო სისტემა აქვს. ეს ნიჭიერი ფეხბურთელები ამ კლუბში შემთხვევით არ ჩნდებიან.
აი ყველაზე მართალი აქ თქვა, მაგრამ მაინც ჩაუდებთ აიაქსს, ჩვენ უკეთესი მომზადება გვაქ ბოლომდე გადართული ევროპალიგაზე, ან ყველაფერი ან არაფერი love am
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top