"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელგიის ნაკრებისა და "რომას" ნახევარმცველის, რაჯა ნაინგონალისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
Sky Sports News HQ იტყობინება, რომ "იუნაიტედი" "ჩელსის" 29-წლის ფეხბურთელისთვის ბრძოლაში კონკურენციას გაუწევს.
თუმცა, "იუნაიტედი" ჯერ მხოლოდ ინტერესს იჩენს და არავითარი შეთანხმება არ აქვს ფეხბურთელთან.
გასულ წელს "ჩელსიმ" რამდენიმეჯერ სცადა "სტემფორდ ბრიჯზე" ნაინგოლანის გადაბირება და ბოლო შეთავაზება 34 მლნ. ფუნტს უდრიდა.
ეს ამბავი ანტონიო კონტემ და რაჯამაც დაადასტურეს. კონტემ საჯაროდ განაცხადა, რომ ფეხბურთელს მართლაც ესაუბრა ტრანსფერის თაობაზე, რაჯამ კი განაცხადა, რომ "ჩელსი" მისით მართლაც იყო დაინტერესებული.
თუმცა, ბელგიელი "რომაში" დარჩა, სადაც 2014 წლიდან თამაშობს.