თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 10:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2143,
კომენტარები: 9
FA-მ წესებში მორიგი ცვლილება შეიტანა
საფეხბურთო ფედერაციამ წესებში ცვლილებები შეიტანა.
FA-მ წესებში მორიგი ცვლილება შეიტანა
ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მომდევნო სეზონიდან სიმულიანტი ფეხბურთელები ვიდეოგამეორების შესწავლის საფუძველზე ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯებიან.

მოცემულ დარღვევას ახლა ოფიციალურად "მსაჯის ჩიხში შეყვანის წარმატებული მცდელობა" ჰქვია. სიტყვაში "წარმატებული" მოიაზრებს: გამომუშავებული პენალტი ან მეტოქე ფეხბურთელისთვის მეორე ყვითელი ან პირდაპირი წითელი ბარათის ჩვენების მიზეზი.

როგორც უხეშად თამაშის შემთხვევაში, სიმულაციაზე ეჭვმიტანილს ასოციაცია ბრალს წაუყენებს და შემდეგ დამოუკიდებელ კომისიას შექმნის, რომელშიც ერთი ყოფილი ფეხბურთელი, ერთი ყოფილი მწვრთნელი და ერთი ყოფილი მსაჯი იქნებიან შესული, რათა ვიდეოგამეორების ინციდენტი შეისწავლონ.

თუკი კომისია ერთხმად გამოაცხადებს ბრალს დამტკიცებულად, სიმულიანტი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისჯება, ხოლო მისი მოქმედებით დაზარალებული ფეხბურთელი (თუკი საქმე პენალტში არ არის) გათავისუფლდება დისკვალიფიკაციისგან, თუკი მსაჯმა იგი მოედნიდან გააძევა.

მოცემული წესი ძალაში მომდევნო სეზონიდან შევა და ინგლისის ყველა პროფესიონალურ ლიგაზე გავრცელდება.

წყარო: telegraph
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: დავითი
20 მაი 2017 11:28
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ჩემი აზრით ვიდეო-რეფერი უნდა შემოიღონ... ყველა სპორტში არის ვიდეო-რეფერი: რაგბში, კალათბურთში, ჩონგბურთში, გოლფშიც კი.... ფეხბურთში არა და არ ნერგავენ ამას.... ყველა კითხვას და უსამართლოდ ჩათვლილ ბურთებს თუ გაძევებულ ფეხბურთელს ბოლო მოეღება...
1
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2017 11:50
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
რეშფორდი ცოტა ფრთხილად უნდა იყოს wink
0
№3
ავტორი: ROI
20 მაი 2017 12:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
რავი ცუდი არიქნება მე ასე ვფიქრობ:*
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2017 13:06
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარაგერმა ამაზე იუნაიტედს რო უკბინა ეგაა ღადაობა. ლივერპულის ცენზურა ფეხბურთელი მანჩესტერ სიმულაციაზე რატო უნდა ესაუბროს
0
№5
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 13:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Mshvenieria da exla xvdebi is nabozari koshta rato garbis chinetshii)))
0
№6
ავტორი: kobinio
20 მაი 2017 14:07
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
დზალიან კაი,ცჰვენ მაგის პრობლემა არ გვაქ და უკეთესიცაა
ბევრჯერ დავზარალდით
0
№7
ავტორი: GRIEZMANN 7
20 მაი 2017 14:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
ვიდეორეფერი კარგი იქნება მართლაც
0
№8
ავტორი: K1llsw1tch
20 მაი 2017 16:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 428
ციტატა: დავითი
ჩემი აზრით ვიდეო-რეფერი უნდა შემოიღონ... ყველა სპორტში არის ვიდეო-რეფერი: რაგბში, კალათბურთში, ჩონგბურთში, გოლფშიც კი.... ფეხბურთში არა და არ ნერგავენ ამას.... ყველა კითხვას და უსამართლოდ ჩათვლილ ბურთებს თუ გაძევებულ ფეხბურთელს ბოლო მოეღება...

+1
0
№9
ავტორი: ficxela2
20 მაი 2017 16:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
ოო ცენზურაობა იქნება ფეხბურთში ჩარევა დაამახინჯებს სპორტს ამას აქ მუღამი რო იტყუებიან და არაფრისგანს საქმეს რო აკეთებენ ისე სიმულაციას ნიჭი უნდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top