თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 10:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1498,
კომენტარები: 5
ჟოელ პერეირა: "თამაშისთვის მზად ვარ"
პორტუგალიელი მეკარე პრემიერ ლიგაში დებიუტისთვის ემზადება.
ჟოელ პერეირა:
ჟოელ პერეირა კვირას თავის სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს "მანჩესტერ იუნაიტედის" სასტარტო შემადგენლობაში და სურს, რომ მწვრთნელის მოლოდინი გაამართლოს.

ჟოზე მოურინიო 20 წლის პორტუგალიელი მეკარის სასტარტო შემადგენლობაში გამწესებას აპირებს, როცა "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის ბოლო ტურში "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასს" დაუპირისპირდება.

პერეირას პირველ გუნდში დებიუტი უკვე ჰქონდა იანვარში, როცა ინგლისის თასზე "უიგან ატლეტიკთან" მატჩში შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო, მოურინიო კი მას მომდევნო თაობის საუკეთესო პორტუგალიელ მეკარეს უწოდებს.

პერეირამ კლუბის საიტს განუცხადა: "კარგი სიტყვებია და ახლა უნდა დავამტკიცო, რომ არ ცდება. როცა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ასეთ თავდაჯერებულობას დებს შენში, მხოლოდ კარგად გრძნობ თავს.

მინდა, რომ ვარჯიშითა და თამაშით გადავუხადო ამაგი. ყოველდღე ბევრს ვშრომობ და კვირას მომდევნო ნაბიჯია, ასე რომ, ამაზე მოვახდინოთ ყურადღება და ვნახოთ, რა მოხდება.

ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი დღეა. როგორც მწვრთნელმა თქვა, ზოგიერთი ჩვენგანი შანსს მიიღებს და მოუთმენლად ველოდებით ამას. იმედი მაქვს, კარგ შედეგს მივიღებთ, ყველა ისიმოავნებს და კარგად ვითამაშებთ".


პერეირამ, რომელიც "იუნაიტედს" 2012 წელს "ნიუჩატელ ქსამაქსიდან" შეუერთდა, წარმატებული ნახევარი სეზონი გაატარა გასულ წელს "ბელენენსესში" განათხოვრების შედეგად, სანამ იანვარში "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნდებოდა "ასტონ ვილაში" იჯარის წესით გადასული სემ ჯონსტონის შესაცვლელად.

"ეს სეზონი ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, განსაკუთრებით ექვსთვიანი განათხოვრების პერიოდი, რომელმაც კარგად ჩაიარა. უმაღლეს დივიზიონში პირველი გუნდის რიგებში ვითამაშე და ჩემს განვითარებას ეს ძალიან დაეხმარა - კარგი გამოცდილება იყო. მაგრამ აქ დაბრუნებულმა პირველ გუნდში ვივარჯიშე და ეს უფრო კარგი იყო, რადგან მსოფლიო კლასის ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობდი ყოველდღე".

ამ ფეხბურთელებს შორის ორი დავიდ დე ხეა და სერხიო რომერო არიან, ესპანეთისა და არგენტინის ნომერ პირველი მეკარეები შესაბამისად.

"ერთად შრომა ძალიან მოგვწონს - ორი საოცარი მეკარეა და ასევე კარგი ადამიანები; ისინი მეგობრობენ. ყოველდღე რაღაც ახალს ვსწავლობ მათგან.

რაც არ უნდა დამჭირდეს, ვიცი, რომ მათი იმედი უნდა მქონდეს და ყოველთვის ეცდებიან ჩემს დახმარებას და მეტყვიან ისეთ რამეს, რაც განვითარებაში დამეხმარება. ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს და შესაბამის დროს ვერთობით კიდეც."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2017 10:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ახალგაზრდებისთვის ესეთი შანსი ყოველთვის მნიშვნელოვანია და იმედია თავს გამოიჩენენ. ყველაზე მეტად მე მაინც ანხელ გომესის თამაში მაინტერესებს winked
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგი მეკარე ჩანს ჟოელი, ამ მატჩში კიდე უფრო დავინახავთ მის შესაძლებლობებს
0
№3
ავტორი: ROI
20 მაი 2017 12:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 502
ვნახოტ აბა იმედია კარგი იქნება:*
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2017 13:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მაგარი ბიჭია ესეც მარა რომეროსთან და დე ხეასთან ძაან უშანსოდაა
0
№5
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 13:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Saintereso iqneba fereiras tamashis naxvac
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top