თბილისი:
მანჩესტერი:
20-05-2017, 10:20
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2212,
კომენტარები: 8
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩის წინ თავისი ფეხბურთელების მდგომარეობაზე ისაუბრა.

პოლ პოგბა "კრისტალ პალასთან" მატჩში ნამდვილად ითამაშებს, მაგრამ მარუან ფელაინის ტრავმის სერიოზულო ჯერ კიდევ დასადგენია. კრის სმოლინგსაც აქვს მცირე ტრავმა, მაგრამ ოთხშაბათის ფინალისთვის მზად იქნება.

კვირას განაცხადში იქნება ტიმოთი ფოსუ-მენსაც, რომელიც მანჩესტერულ დერბიში დაშავების შემდეგ მხრის ტრავმის გამო უქმობს.

"პოლ პოგბა კარგად არის. ძლიერი ბიჭია, მენტალურად ძლიერი. მამის გარდაცვალების შემდეგ ცხოვრებას სწავლობს, მაგრამ ძლიერია. იცის, რომ კვირას უნდა ითამაშოს, რადგან დიდი ხანია რ უვარჯიშია და არც უთამაშია, ამიტომ მოედანზე წუთები სჭირდება, ასე რომ, "პალასთან" ითამაშებს.

კრის სმოლინგს პრობლემა აქვს, მაგრამ პატარა პრობლემა, რომელიც, ჩემი აზრით, მომდევნო კვირაში სულაც ვერ იჩენს თავს. ეს არის კვირისთვის პრობლემა, მაგრამ არა ფინალისთვის. მარუან ფელაინის მდგომარეობა საეჭვოა; კვირის სკანირების შედეგებს დაველოდებით, გადავწყვიტეთ, რომ გუშინ არაფერი გაგვეკეთებიან. მისი აზრით, არ არის მძიმე ტრავმა, მაგრამ მოვიცადოთ. ტიმ ფოსუ-მენსა კვირას ითამაშებს და თუ შესაბამის მატჩს ჩაატარებს, უპრობლემოდ თუ ითამაშებს, ფინალში ერთ-ერთი არჩევანი იქნება."


პარასკევს დილას რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა ივარჯიშა, რომელთა შორის 16 წლის ანხელ გომესიც იმყოფებოდა.

"ორი მეკარე გვეყოლება, ჟოელ პერეირა და კირენ ო'ჰარა. გვეყოლება დემი მიტჩელი, სკოტ მაკტომინეი, ჯოშ ჰაროპი, მეთი უილოკი, ანხელ გომესი და ზაქარი დირნლი. ვფიქრობ, სულ ეს არის. პლუს ტიმ ფოსუ-მენსა და აქსელ ტუანზებე, ასე რომ, ბევრია."


მწვრთნელმა ასევე დაადასტურა, რომ პირველი გუნდის სასტარტო შემადგენლობის რეგულარული წევრიც ითამაშებს, რათა გუნდს გამოცდილება შემატოს, მაგრამ უეინ რუნი დაისვენებს.

"ვფიქრობ, ერთი ახალგაზრდა კარგი, დინამიური და გამოცდილი სტრუქტურის შუაში ითამაშებს. მაგრამ ბევრი მათგანის შემთხვევაში ვფიქრობ, რომ მზად არ არიან.

პირველი გუნდის სამ-ოთხ ფეხბურთელს ვათამაშებ. გუნდს მცირე გამოცდილებას შევმატებ, მაგრამ ამავდროულად ოთხშაბათისთვის გავუფრთხილდები. არ ვიცი, უეინი ითამაშებს თუ არა, მან 90 წუთი გაატარა ბოლო მატჩში, ასე რომ, ალბათ, არ იქნება".


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: ვახო ( G G M U)
20 მაი 2017 10:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
იმედია ტრავმებს არ მიიღებენ ძირითადის ფეხბურთელები და ეხლა ანგარიშს ამ შემთხვევაში ყველაზე ნაკლები მნიშვნელობა აქვს, უბრალოდ ბოლო მატჩია და კარგი იქნება თუ მოიგებენ, თუმცა მოსაგები თამაში სულ სხვაა და ის აუცილებლად უნდა მოვიგოთ!!!
0
№2
ავტორი: PaLoMo
20 მაი 2017 10:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4060
კარგა ახალგაზდები როგორ ითმაშებენ მაინტერესებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№3
ავტორი: SANDROGRIGA
20 მაი 2017 10:39
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ანხელ გომესი ათამაშოს 10-15 წუთი მაინც
0
№4
ავტორი: GeorgeBest
20 მაი 2017 13:04
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
გამოიყვანოს ახალგაზრდები, სათამაშო პრაქტიკა ვისაც სჭირდება ის დააყენოს მარტო და ეგაა. ვაბშე არ აქვს მაგ მატჩს მნიშვვნელობა
0
№5
ავტორი: GRIEZMANN 7
20 მაი 2017 13:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
გომეში მაგრად მაიტერესებს
0
№6
ავტორი: ikeoni
20 მაი 2017 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11428
Vnaxot Vnaxot saintereso tamashi gvelodeba
0
№7
ავტორი: K1llsw1tch
20 მაი 2017 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 423
ნეტა ფელაინიმ ვერ მოასწროს ფინალამდე გამოჯანმრთელება და უეჭველად პოგბამ და ერერამ/კერიკმა დაიწყონ აიაქსთან...
0
№8
ავტორი: ikamanu
20 მაი 2017 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ახალგაზრდულ პრემიერლიგასჰი არცტუისე კარგად გამოიყურებიან..ვნახოტ ვნახოტ...საინტერესო კი არის
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top