თბილისი:
მანჩესტერი:
19-05-2017, 16:42
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 1919,
კომენტარები: 9
ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნომინაციის გამარჯვებულები ცნობილია.
ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
მოთამაშეთა საუკეთესო მოთამაშე

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებმა ანტონიო ვალენსია თავისი გუნდის წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ეკვადორელი მიმდიინარე სეზონში კლუბის შეუცვლელი ფიგურა გახლდათ, ვალენსიამ "იუნაიტედის" მაისურით 2016-17 წლების სეზონში 45 შეხვდრის ჩატარება მოახერხა.

ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზი

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა ანდერ ერერა დაასახელა სერ მეტ ბასბის სახელობის პრიზის მფლობელად. ესპანელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და ანტოონიო ვალენსიას აჯობა და დამსახურებულ ჯილდოეს დაეუფლა. აქამდე ეს პრიზი დავიდ დე ხეას ეკუთვნოდა, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოახერხა წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების მოპოვება.

მიმდინარე სეზონში ესპანელმა 49 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

წლის საუკეთესო გოლი

"მანჩესტერ იუნაიტედის" წლის საუკეთესო გოლად ჰენრიხ მხითარიანის "სანდერლენდის" კარში გატანილი გოლი დაასახელეს. სომეხი ფეხბურთელის გოლმა ხმათა 57%-ის დაგროვება მოახერხა და წლის საუკეთესო გოლის ავტორის ჯილდოც დაიმსახურა.

ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი (U21)

"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარმა აქსელ ტუანნზებე წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა. ტუანზებეს დებიუტი პირველ გუნდში მიმდინარე სეზონში შედგა და ჟოზე მოურინიოს ქებაც დაიმსახურა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" პირველი გუნდის რიგებში 4 შეხვედრის ჩატარება მოახერხა. აღსანიშნავია, რომ გასულ სეზონში ის "მანჩესტერ იუნაიტედის" 2014/15 წლების სეზონის საუკეთესო 18-წლამდელთა ფეხბურთელად დასახელდა სამწვრთნელო შტაბის მიერ.

ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საუკეთესო U18 ფეხბურთელი

"მანჩესტერ იუნაიტედის" 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო 18-წლამდელთა ფეხბურთელად გულშემატკივარმა კლუბის ამომავალი ვარსკვლავი, ანხელ გომესი დაასახელა, რომელმაც შთამბეჭდავი სეზონი შემოგვთავაზა. აღსანიშნავია, რომ გომესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ამ პრიზის მფლობელი გახდა.

ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები
9 კომენტარი
№1
ავტორი: makaveli
19 მაი 2017 16:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ვიდეო თუ მოგეპოვებათ ვინმეს დაჯილდოვების იქნებ დამილინკოთ რა ბიჭებო :*
0
№2
ავტორი: GeorgeBest
19 მაი 2017 16:49
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ვიცი რომ დაგვიანდა ძაან მარა მაინც. მანამდე ფიზიკურად ვერ შევძელი დამატება

რაც შეეხება გამარჯვებულებს ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანი იყო, ზოგადად როცა ხმებს ეხება საქმე მთელი სომხეტი მგონი მხითარიანისკენაა და არც უნდა გვიკვირდეს, თუმცა სამართლიანად მოიგო wink

ციტატა: makaveli
ვიდეო თუ მოგეპოვებათ ვინმეს დაჯილდოვების იქნებ დამილინკოთ რა ბიჭებო :*

სრული ჩანაწერი არ არის მარა გამოდგება
2
№3
ავტორი: ikeoni
19 მაი 2017 17:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Damsaxurebulad moigo martla magari sezoni aqvs da gulshematkivrebsac magrad uyvart❤️
1
№4
ავტორი: gache1991
19 მაი 2017 17:03
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
sjobs gvian vidre arasdros:)) dasafasebelia is rasac aketebt da madloba didi amistvis..24shi zeimis suratebi dagedos ;))))
0
№5
ავტორი: kobinio
19 მაი 2017 17:06
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
Vote mxito erevan . Ge :)))
0
№6
ავტორი: GRIEZMANN 7
19 მაი 2017 17:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
კარგიაა მომეწონაა ასეც უნდა ყოგილიყოო
0
№7
ავტორი: SANDROGRIGA
19 მაი 2017 17:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
იმედია ანხელ გომესს მომავალში პირველ გუნდში ვიხილავთ
0
№8
ავტორი: makaveli
19 მაი 2017 18:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 962
ციტატა: GeorgeBest
ვიცი რომ დაგვიანდა ძაან მარა მაინც. მანამდე ფიზიკურად ვერ შევძელი დამატება

რაც შეეხება გამარჯვებულებს ვფიქრობ ყველაფერი სამართლიანი იყო, ზოგადად როცა ხმებს ეხება საქმე მთელი სომხეტი მგონი მხითარიანისკენაა და არც უნდა გვიკვირდეს, თუმცა სამართლიანად მოიგო wink

ციტატა: makaveli
ვიდეო თუ მოგეპოვებათ ვინმეს დაჯილდოვების იქნებ დამილინკოთ რა ბიჭებო :*

სრული ჩანაწერი არ არის მარა გამოდგება

გაიხარე love
1
№9
ავტორი: Dato kutaisi
19 მაი 2017 18:51
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
სამართლიანი იყო ყველაფერი.დეხეას აგრძნობინეს გულშემატკივრებმა შენი ცენზურას თამაში ასე ფასდებაო wink მხითოს გოლზე ლამაზი მართლა არც გატანილა ამ სეზონში ჩვენგან
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top