"იუნაიტედმა" მიმდიანარე სეზონში კიდევ ერთი ანტირეკორდი დაამაყარა.
"მანჩესტერ იუნაიტედი" 2016/17 წლების სეზონში პრემიერ ლიგაში მოპოვებული გამარჯვებების ყველაზე მცირე რაოდენობას დააფიქსირებს თავის ისტორიაში.
"წითელმა ეშმაკებმა" ოთხშაბათს "საუთჰემპტონთან" ფრედ დაასრულეს შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდს კვლავ რჩება მხოლოდ 17 გამარჯვება მიმდინარე სეზონში.
და მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა "იუნაიტედი" კვირას "კრისტალ პალასთან" მატჩს და ერთ სეზონში მოპოვებულ გამარჯვებათა რაოდენობას 18-ს გაუტოლებს, გუნდი მაინც ვერ გაუთანაბრდება 2013/14 წლების სეზონში დევიდ მოიესის მიერ მოპოვებულ 19 გამარჯვებას, რომელიც თავის მხრივ გასულ სეზონში ლუი ვან გაალმა გაიმეორა.
გამარჯვებებში ვერა, მაგრამ ფრეების მოპოვებაში ნამდვილად დახელოვნებულია ჟოზე მოურინიოს გუნდი. "სენტ მერიზე" მორიგი ფრე მე-15 გაყოფილი ქულა გამოდგა მეტოქესთან, რაც კლუბის თითქმის ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერ ლიგაში.
ეს სეზონი ასევე იმითაც გამოირჩევა, რომ გუნდი უგოლო ფრეებსაც ხშირად თამაშობს. მაგალითისთვის, 2004/05 წლებში "იუნაიტედმა" პრემიერ ლიგაში 6 უგოლო ფრედ დასრულებული მატჩი ჩაატარა, რაც მიმდინარე სეზონში გუნდმა უკვე გაიმეორა და შედეგის გაუარესების შანსიც აქვს დარჩენილი.