თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 14:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1969,
კომენტარები: 5
რომერო: "გუნდი თავდაჯერებულობას მმატებს"
მატჩის გმირის ინტერვიუ.
რომერო:
სერხიო რომერო აცხადებს, რომ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედელი" თანაგუნდელები თავდაჯერებულობას მატებენ.

მეკარემ რამდენიმე საოცარი სეივი განახორციელა ოთხშაბათს საღამოს "საუთჰემპტონთან" მატჩში და მათ შორისაა მანოლო გაბიადინისთვის აღებული პენალტიც.

არგენტინელის საამაყო თამაში იდეალური მოსამზადებელი პროცესი იყო ევროპა ლიგის ფინალისთვის, სადაც მოურინიოს თქმით, რომერო სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

კლუბის ოფიციალურ ტელევიზიასთან ინგლისურ ენაზე მიცემულ პირველ ინტერვიუში სერხიომ განაცხადა: "დიახ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადმოვედი, არავინ მიცნობდა და ახლა ჟოზე და ფეხბურთელები დიდ თავდაჯერებულობას მაძლევენ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გუნდისთვის ჩემი მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ. ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელთა ჯგუფი და ფანები არიან, სტოქჰოლმში კი მოსაგებად მივდივართ."


"წმინდანების" წინააღმდეგ მატჩში რომერომ თითქმის მარტო შეუნარჩუნა გუნდს ფრე და დუშან ტადიჩსა და ჯეიმს უორდ-ფრაუზს არანაკლებ რთული ბურთი აუღო, ვიდრე გაბიადინის პენალტია. მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ შინაგანად გრძნობდა, თუ სად დაარტყამდა მანოლო.

"გაბიადინისთან ერთად იტალიაში "სამპდორიას" რიგებში ერთი წელი ვითამაშე. მასთან ერთად ბევრს ვვარჯიშობდი, როცა პენალტის დასატყმელად მივიდა, ჩემს თავს უკვე ვუთხარი, რომ მარჯვნივ დამირტყამდა და იქ უნდა გადავმხტარიყავი. ძალიან კარგია ჯგუფისა და ჩემთვის."


სანამ "იუნაიტედს" სეზონის გამარჯვებით დასრულების იმედი აქვს, რომერო ფიქრობს, რომ გუნდის კარგი დაცვითი შედეგები ამაში დაეხმარებათ, რამეთუ მან ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 17 მატჩში 11-ჯერ მოახერხა კარის "მშრალად" შენახვა.

"დღევანდელი მატჩი ჩვენთვის თავდაჯერებულობის მხრივ იყო მნიშვნელოვანი. გოლი ვერ გავიტანეთ,
მაგრამ არც გაგვიშვია - ეს კი კარგია.

ვფიქრობ, დაცვაში ძალიან, ძალიან კარგად ვითამაშეთ - არა მარტო სმოლინგმა, ჯონსმა, ერიკმა და მატეომ, ჩვენ დიდ დახმარებას გვიწევდნენ ნახევარმცველებიც - აქსელი პირველ ტაიმში და მაიკლი მეორეში.

მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი კარის "მშრალად" შენახვა თავდაჯერებულობა სა ფინალისთვის."

ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
18 მაი 2017 14:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Martla saimedoo mekarea da imedi maqvs finalshic ushecdomo iqneba
0
№2
ავტორი: dzia_David
18 მაი 2017 14:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
ეს ისე პროგრესირებს დე ხეა თუ წავიდა სასტარტოში რო დამკვიდრდეს არ იქნება ცუდი მგონი.
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2017 16:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
რომერო კარგი მეკარეა, სათადარიგოზე რთულად თუ მოიძებნება ასეთი მეკარე
1
№4
ავტორი: giorgi_mg
18 მაი 2017 18:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რამოდენიმე დღის წინაც ვწერდი და დაამტკიცა კიდეც ამ ბიჭმა რო უმაღლესი დონის მეკარეა, წარმატებები რომეროს და კიდევ იტყვის თავის სათქმელს დარწმნებული ვარ
0
№5
ავტორი: GRIEZMANN 7
18 მაი 2017 19:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მაგარი გაციაა ცოდვაა ზამენაზეე
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top