თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 12:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2450,
კომენტარები: 12
გუნდის მდგომარეობა "პალასთან" მატჩის წინ
მოურინიომ შესაძლო შემადგენლობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიო გარანტია მოგვცა, რომ "კრისტალ პალასთან" პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში რამდენიმე ახალწვეული მიიღებს მონაწილეობას და შემადგენლობას პოლ პოგბაც დაუბრუნდება.

მწვრთნელმა რამდენიმე კონკრეტული სახელიც დაასახელა და თქვა, რომ ჟოეულ კაშტრუ პერეირა პრემიერ ლიგაში თავის სადებიუტო შეხვედრას სემ ელერდაისის "არწივების" წინააღმდეგ ჩაატარებს. დემი მიტჩელი, მეთი უილოკი, ჯოშ ჰაროპი და ზეკ დირნლი ასევე მზად არიან უმაღლეს დონეზე პირველად სათამაშოდ, რამეთუ ისინი არასდროს გაუნათხოვრებია კლუბს.

"კვირა დიდი დღე იქნება რამდენიმე ბავშვისთვის, რადგან უმეტესობა მათგანი ითამაშებს. იმედი მაქვს, გულშემატკივარი ამით ისიამოვნებს მიუხედავად იმისა, რომ დიდი, ძლიერი "მანჩესტერ იუნაიტედი" არ იქნება.

იმედი მაქვს, ჟოელს ვათამაშებ. ძალიან კარგი მეკარეა, ასე რომ, საიმედო ხელში ვართ",
- განაცხადა მოურინიომ.

როცა ჰკითხეს, როდის ჩაატარებს დავიდ დე ხეა მომდევნო მატჩს, უპასუხა: "ვფიქრობ, "ლოს-ანჯელეს გელექსის" წინააღმდეგ ლოს-ანჯელესში ითამაშებს. დავიდი მსოფლიო კლასის მეკარეა და ჩვენ ნამდვილად გვსურს მისი შენარჩუნება.

ისე არ ვუდგები, "მიდის თუ არა" საკითხი რომ დავაყენო, იმედი მაქვს, რომ დარჩება. ჩვენ ორი უმაღლესი დონის მეკარე და ერთი კარგი ახალგაზრდა მეკარე გვჭირდება, ისინი კი ახლა გვყავს. დავიდი დავიდია და სერხიო სერხიოა. ესპანეთისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების მეკარეები.

ჩემთვის საოცარია, რომ ისინი გვყავს. სეზონის განმავლობაში ყველაფერი შეხმატკბილებულად მიმდინარეობდა. ყველა ეთანხმებოდა ჩემს გადაწყვეტილებას და ორივე მათგანით ბედნიერი ვარ. ბედნიერი ვარ იმითაც, რომ მომდევნო შეხვედრა პრემიერ ლიგაში ჟოელის სადებიუტო მატჩი იქნება. ამ ბავშვმა თამაში დაიმსახურა."


მოურინიომ თითქმის მთლიანი განაცხადი ჩამოთვალა, რომელიც კვირის ბოლო დღეს "ოლდ ტრაფორდზე" იქნება.

"არ გეტყვით",
მაგრამ შემდეგ დაამატა: "განაცხადში შევიყვან მიტჩელს, ის სათადარიგოთა სკამზე იყო. მაკტომინეის, ისიც იყო. რა თქმა უნდა, აქსელს. რა თქმა უნდა, ერიკ ბაიი და უილოკიც იქნებიან. ჯოშ ჰაროპიც იქნება. ზაქარი დირნლი იქნება.

პოგბაც იქნება, რადგან პოლს მამის გარდაცვალების შემდეგ არც უვარჯიშია და არც უთამაშია. ორ ან სამ ცვლილებას განვახორციელებ ჩემი ბიჭების დასაცავად, მაგრამ მცირე სტრუქტურა უნდა მივცე ოთხ ან ხუთ ჩემს ბიჭს, რათა ბავშვებმა სტაბილურად იგრძნონ თავი. არა მგონია, რომ ამ მატჩის ჩასატარებლად შესაფერის მდგომარეობაში იყვნენ."


წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ინტერვიუები
12 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
18 მაი 2017 12:40
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
კარგია ბოლო თამაში საინტერესო იქნება იმთვალსაზრისით რო ახალტაობას ვნახავთ. ძაან მაინტერესებს ეს ბავშვები რას წარმოადგენენ.
0
№2
ავტორი: dunkan
18 მაი 2017 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ბოლო ყოფილიყოს ასეთი სეზონი(სანახაობის მხრივ)
0
№3
ავტორი: gaga1987
18 მაი 2017 13:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
დეხეაზე მომეწონა რაც თქვა და იმედია არქავა ლოს ანჯელესში ითამაშებსო
0
№4
ავტორი: gache1991
18 მაი 2017 13:18
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
vnaxot aba periera rogoria dzaan aqebs da tyuilad amis naqebi ar maxsendeba..dexea uechveli wasulia amis xasiati rovici egreve ityoda rchebao.tuanzebe dzaaalian magari bichia.fosumensaze metad mjera magis.dzaaan zedmeti modis mensas selfebi da narcisizmi depais gzazea damdgari.mitumetes iwereboda mourinios ar mowons varjishis da tamashis win suratebi da tingicio da..
0
№5
ავტორი: nugo-nugo
18 მაი 2017 13:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
პოგბა არაფერი დაგემართს თორე გამოვანგაალდები.საინტერესო იქნება ახლაგზრდები როგორ ითამაშებენ
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2017 13:55
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
კარგია, გულით მაინც ითამაშებენ და მოინდოემებენ
0
№7
ავტორი: ikeoni
18 მაი 2017 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Saintereso iqneba rogor itamasheben
0
№8
ავტორი: deqstera
18 მაი 2017 14:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 418
პოგბამ უეჭველი უნდა ითამაშოს, რადგან მაურინიოს თქვის არიყოს დიდი ხნის უთამაშებლობა ცუდად მოქმედებს ხოლმე ფეხბურთელების ფორმაზე რადგან ტონუსიდან ვარდები...

მაგრამ ჩემი აზრით ჯობდა საუთჰემფტონთან 60 წუთამდე ეთამაშა და პალასთან სადღაც 20 წუთი რო 24სთვის მზად ყოფილიყო...
0
№9
ავტორი: Phil Jones
18 მაი 2017 17:31
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ციტატა: deqstera
პოგბამ უეჭველი უნდა ითამაშოს, რადგან მაურინიოს თქვის არიყოს დიდი ხნის უთამაშებლობა ცუდად მოქმედებს ხოლმე ფეხბურთელების ფორმაზე რადგან ტონუსიდან ვარდები...

მაგრამ ჩემი აზრით ჯობდა საუთჰემფტონთან 60 წუთამდე ეთამაშა და პალასთან სადღაც 20 წუთი რო 24სთვის მზად ყოფილიყო...

ეგრე ჯობდა, მაგრამ არ იყო მამის სიკვდილის გამო საერთოდ გუნდთან და ალბათ 1 ტაიმს ითამაშებს.
0
№10
ავტორი: Vincent Vega
18 მაი 2017 18:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
კარგია,ვნახოთ აბა რისი მაქნისები არიან ჩვენი ბალღები, ისე საუთჰემტონთანაც შეიძლებოდა რო თავის გამოჩენის საშუალება მიეცა მოუს ზოგიერთი ახალგაზრდისთვის, მაინც უმოტივაციოდ გვიწევდა გასვლა და.
რაც შეეხება დეხეას,ვფიქრობ რო წავა, სახლსაც ყიდისო სადღაც წავიკითხე,თან მოურინიოც ძაან დაეჭვებული ტონით ლაპარაკობს, რო იცოდეს არ წავა იტყოდა არ მიდისო და ვსიო. მე ლიჩნად დიდად არც მწყდება გული დეხეაზე, თუ არუნდა ჩვენთან ყოფნა წავიდეს, ძალით ვერავინ გააჩერებს, ძალიან მაღალი დონისაა რომეროც,ძაან მესიმპატიურება მე ლიჩნად, და მაგის კარში ყოფნითაც კმაყოფილი ვიქნები. დეხეას კიდე მშვიდობას ვუსურვებ ატლეტიკოს მოედანზე smile

პ.ს კეთილი იყოს ამ საიტზე ჩემი პირველი კომენტარი
2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top