თბილისი:
მანჩესტერი:
18-05-2017, 09:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1577,
კომენტარები: 7
მოურინიოს ვერდიქტი ფრეზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი ფრეზე
ჟოზე მოურინიო "საუთჰემპტონთან" ფრის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიასა და "სქაი სპორტს" ესაუბრა.

ფეხბურთელებმა ფინალის წყურვილი აჩვენეს

"ვფიქრობ, კარგი გუნდის წინააღმდეგ კარგი მატჩი ჩავატარეთ. ეს გუნდი მოგებას ცდილობდა, რადგან სეზონის კარგად დასრულება სურდა და ალბათ, მერვე ადგილზე გავლენ, ამიტომ მგონია, რომ კარგად თამაშზე უკეთ ვითამაშეთ. თითოეულმა ფეხბურთელმა პოზიტიური გრძნობები დამიტოვა. რა თქმა უნდა, სერხიომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა, რამდენიმე დიდებული სეივი განახორციელა. გუნდი იდეალურად არ თამაშობდა, მაგრამ ფეხბურთელებმა ინდივიდუალურად კარგი გრძნობები დამიტოვეს, დიდებულ მიდგომას ავლენდნენ და აჩვენეს, რომ ფინალში თამაში სურთ. მათ დამიმტკიცეს, რომ ფინალში ჩემი ერთ-ერთი არჩევანი უნდა იყვნენ და ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ, მაგრამ წინ კვირის მატჩია."

"წითლები" საიმედო ხელში არიან

"სამი საოცარი მეკარე გვყავს. ორი მათგანი მსოფლიო კლასის მეკარეა, ერთი კი იქნება. ჩვენს შემადგენლობაში არიან არგენტინისა და ესპანეთის ნაკრების მეკარეები, მსოფლიოს ორი საუკეთესო ქვეყნისა მეკარეთა აღზრდის ტრადიციებში. ეს ორი ბიჭი გვყავს და ფენომენალურად თამაშობენ, მაგრამ კვლავ ვიტყვი, რომ პორტუგალიელი ბავშვი ასევე ძალიან კარგი მეკარეა და ამ მხრივ უსაფრთხო ხელთათმანების ქვეშ ვართ. ამით და მათ შორის არსებული ურთიერთობით ძალიან მოხარული ვარ. ერთმანეთს მოტივაციას მატებენ, რაც მართლაც ფანტასტიკურ სულისკვეთებას ავლენს."

ქმნის ევროპა ლიგა მთელ სეზონს?

"თქვენი პოზიციისა და პერსპექტივისა მესმის, რადგან ეს მყვირალა სათაური იქნება. მესმის, რომ ფინალში ვართ და ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნება მთელ სხვაობას ქმნის თქვენთვის და ამის საფუძველზე შეაფასებთ სეზონს, მაგრამ მე კარგად ვიცი, რაც გავეცი და რაც ფეხბურთელებმა გასცეს, ამიტომ ჩვენი თვალთახედვით არ ვაპირებთ, რომ ერთმა გოლმა, ერთმა სეივმა, ერთმა ძელმა ან რაიმე ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტოს ფინალის ბედი და ამის საფუძველზე შევაფასოთ, კარგად ვიშრომეთ თუ ციდად. ჩვენ ყველაფერი გავეცით, რაც შეგვეძლო, ძალიან ბევრი რთული პირობის წინააღმდეგ ვიბრძოლეთ და ვამაყობ ჩემი ბიჭებით, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, რა მოხდება."

ინტერვიუები
7 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
18 მაი 2017 10:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
ძალიან დიდი ნიშვნელობა აქვს ოუ.ლიგაზე უნდა დავბრუნდეთ.მჯერა რო დავბრუნდებით.
0
№2
ავტორი: gache1991
18 მაი 2017 10:56
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
carieli sityvebia yvelaze kargad icis ro zustad mag bevri shromis aqet iqit prenis mere gundi bolomde movida da exla bolo nabijis ver gadadgma psiqologiurad materialurad samomavlod yvelanairad yvelaperze uaryopitad imoqmedebs..
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
18 მაი 2017 11:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ბოლოს მაგრად დაიძღვია თავი wink
0
№4
ავტორი: nika_nikusha
18 მაი 2017 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
მაგრად გარისკა მოუმ, ევროპა ლიგა თუ ვერ მოიგო შეილება არ გაუშვან მაგრამ ძაან დაეცემა ამის პრესტიჟი როგორც მწვრთნელის, ასე რომ ბევრი რამე წყდება 24 ში !!!
0
№5
ავტორი: Tavdgiridze97
18 მაი 2017 13:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
შეეძლო ჩემი აზრით არსენალისთვის რო არ მიეცა თამაში, და ორივე ფრონზე ებრძოლა სელტა არ იყო გადაულახავი ბარიერი განმეორებითი თამაში ასე ცუდად რო არ ჩაეტარებინა...

ამიტომ 24-ში უკან მოხედვის საშუალება არ გაქვს მოუ... უნდა დაგვაბრუნო იქ სადაც ჩვენი ადგილია.
0
№6
ავტორი: ikeoni
18 მაი 2017 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11424
Ro vfiqrob rogor motivaciit da shemartebit gamova joze da gamoiyvans bichebs principshi mecodeba is *** bavshvebi))
0
№7
ავტორი: Phil Jones
18 მაი 2017 17:37
  • სიახლეები: 9
  • კომენტარები: 1894
ისე ეს რომ რაიმე გადამწყვეტი თამაში ყოფილიყო, მაიკ დინი საგინებელი არ იყო?? რა პენლებს გვიდებენ წელს, ასეთები პირიქითაც რომ დაედოთ მინიმუმმ მესამეზე ვიქნებოდით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top