თბილისი:
მანჩესტერი:
15-05-2017, 10:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2647,
კომენტარები: 16
მოურინიოს ვერდიქტი "დეზებთან" მარცხზე
მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
"ტოტენჰემ ჰოთსპურთან" დამარცხების შემდეგ ჟოზე მოურინიო "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ ტელევიზიას, "სქაისპორტსა" და სხვა ტელევიზიებს გაესაუბრა.

ფეხბურთელების მოფრთხილება

"მოედანზე იყო გუნდი თავისი მაქსიმალური პოტენციალით და ყველა ფეხბურთელს სურდა თავიანთ ბოლო საშინაო მატჩში გამარჯვება, მეორე მხარეს კი იყო გუნდი, რომელიც ბალანსის ჩვენებას ცდილობდა იმ ფეხბურთელებითაც კი, რომლებიც თავიანთ მაქსიმალურ დონეს ვერ აჩვენებდნენ. მაგრამ ჩვენ დრო მივეცით იმ მოთამაშეებს, რომელთაც ეს დრო სჭირდებოდათ და გავუფრთხილდით მათ, ვისაც გაფრთხილება სჭირდებოდა. 2-0 ანგარიშის შემდეგ უფრო მეტი ბალანსი შევიტანეთ გუნდში, რადგანაც ფეხბურთელები მათთვის შესაფერის პოზიციებზე დადგნენ და ნახევარმცველი ნახევარდაცვაში თამაშობდა, რამაც გუნდი გაცილებით უკეთესი გახადა. ანგარიში 2-1 გახდა, შეიძლებოდა 2-2 ყოფილიყო და ბედნიერი ვარ იმით, რაც ინდივიდუალურ თამაშში გვქონდა. ორივე გაშვებული გოლი უკონცენტრაციობისა და უყურადღებობის გამო გავიდა, მაგრამ გუნდი ერთიანად ვერ თამაშობდა."

შემადგენლობის შერჩევისას ხელფეხშეკრული

"დიახ, დღეს ასე ვიყავით და "სიტის", "სუონსისა" და "არსენალის" წინააღმდეგაც, ასევე ვიქნებით "საუთჰემპტონთან" მომდევნო მატჩში და "კრისტალ პალასთან" ბოლო ტურის მატჩშიც. როცა ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ვრისკავდით მთლიანად ევროპა ლიგაზე გადართვით, ცდებიან, რადგან ჩვენ არ ვრისკავდით, უბრალოდ ვერავინ ითამაშებს ორ დიდ ტურნირს 15 ფეხბურთელით და ჩვენ ახლა სწორედ ამ სიტუაციაში ვართ. არ გაგვირისკავს, ეს სავალდებულო არჩევანი იყო. ამიტომაც ბედნიერი ვარ დღევანდელი ვითარებით. იმათ, ვისაც თამაში სჭირდებოდა, 90 წუთი მიეცა, დანარჩენებმა კი დაისვენეს. ტრავმები არ გვაქვს და ერთი მატჩი გამოგვაკლდა, რადგან ახლა პრემიერ ლიგა ის ტურნირია, რომელშიც მონაწილეობა არ გვსურს."

შეშფოთება ორივე ტაიმში გოლის ნაადრევად გაშვებით

"დიახ, შეშფოთებული ვარ და ორი ცუდი გოლი გავუშვით, ორი სტანდარტულიდან. არასდროს მომწონდა სტანდარტულებიდან გოლის გაშვება, მაგრამ კარგი ამბავი, როგორც ვთქვი, ის არის, რომ ვისაც თამაში სჭირდებოდა, ითამაშა. სმოლინგი, მატა, ჯონსი, მარსიალი და რუნი 90 წუთი მოედანზე იყვნენ. იმ ხალხმა კი, ვისაც დასვენება სჭირდებოდა, თითქმის ყველამ დაისვენა, ამიტომ ეს არის პოზიტივი."

ახალი ტრავმები არ არის

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის ის არის, რომ ახალი ტრავმირებულები არ გვყავს და ზოგიერთ ფეხბურთელს იძულებითი დასვენება გამოუვიდა. ბლინდს 90 წუთი უნდა ეთამაშა, მაგრამ მომდევნო მატჩში ისიც დაისვენებს და ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ხალხი უნდა დავასვენოთ."

ფეხბურთელებს ფინალური მატჩის შემადგენლობაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ

"მოთამაშეების ინდივიდუალურ თამაშებს ვაანალიზებ და ვცდილობ, გავიგო, ვის შეუძლია ჩემთვის უფრო მეტი რამის მოცემა ფინალში. რა თქმა უნდა, ჩემს გონებაში უკვე შედგენილი მაქვს გუნდი, მაგრამ ფეხბურთელებს პოზიტიური და ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ."

ოთხეულში შეუსვლელობაზე რეაქცია

"არ ვარ გაბრაზებული, რადგან ეს გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო. ხალხი ამბობს, რომ გავრისკეთ, მაგრამ ასე არ მოვქცეულვართ, ევროპა ლიგა არ აგვირჩევია - ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ასე მოვქცეულიყავით. რადგანაც ეშლი იანგი, ლუკ შოუ, მარკოს როხო, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და ტიმ ფოსუ-მენსა რომ მყოლოდა, როტაციას შევძლებდი, ყველა მატჩში მოსაგებად ვითამაშებდით. მაგრამ, როცა 14, 15 ფეხბურთელი გყავს, ამას ვერ იზამ. ძალიან მარტივია."

ინტერვიუები
16 კომენტარი
№1
ავტორი: tedore
15 მაი 2017 10:29
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
ნუ ბოლო თამაშებში ესეც იყო მოსალოდნელი გუნდისგან, მთავარია ევროპა დავდოთ თორემ მართლა კატასტროფულად შეიძლება შეფასდეს ეს სეზონი. უაზრო ფრეების მთელი კასკადი დავდეთ და მეტი არაფერი. სეზონის მატჩად მაინც ჩელსისთან გამარჯვება მიმაჩნია და დიდი იმედი მაქვს ფინალშიც ანალოგიურად ვითამაშებთ და აიაქსს უბრალოდ მოვკლავთ
0
№2
ავტორი: Lady in red
15 მაი 2017 10:47
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
შემდეგ სეზონში ეს აღარ უნდა განმეორდეს. ლიგაზე თუ გავალთ ბევრად მეტი მატჩი გვექნება ჩასატარებელი და ამას დავთმობ, და იქ ვიბრძოლებ აღარ მომეწონება. შექმნას ისეთი გუნდი, რომ ყველგან ბოლომდე იბრძოლოს. გასაგებია, რომ ტრავმებია, მაგრამ არც მაშინ დაფრინავდნენ ყველა მწყობრში რომ იყო. იუნაიტედი ყველგან ბრძოლობდა და მინდა ასე გაგრძელდეს. ისიც არ მომწონს პრემიერ ლიგაში რასაც აკეთებს, ამას ვერ გავამართლებ თუნდაც იმით, რომ ფინალი გვაქვს სათამაშო. გულშემატკივარი თამაშის საყურებლად არის მოსული და არა სიარულის. პროგრესი არის ვან გაალის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ ადგილას გავჩერდით. ვნახოთ ტრანსფერების მერე როგორ დალაგდება გუნდი.
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
15 მაი 2017 11:18
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: Lady in red

გეთანხმები 100%
0
№4
ავტორი: kaxeti
15 მაი 2017 11:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 407
აუ სმოლინგი ყალიბების მბრძანებელია სუფთა რა ! ფუ
0
№5
ავტორი: shotkin
15 მაი 2017 11:27
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Lady in red
შემდეგ სეზონში ეს აღარ უნდა განმეორდეს. ლიგაზე თუ გავალთ ბევრად მეტი მატჩი გვექნება ჩასატარებელი და ამას დავთმობ, და იქ ვიბრძოლებ აღარ მომეწონება. შექმნას ისეთი გუნდი, რომ ყველგან ბოლომდე იბრძოლოს. გასაგებია, რომ ტრავმებია, მაგრამ არც მაშინ დაფრინავდნენ ყველა მწყობრში რომ იყო. იუნაიტედი ყველგან ბრძოლობდა და მინდა ასე გაგრძელდეს. ისიც არ მომწონს პრემიერ ლიგაში რასაც აკეთებს, ამას ვერ გავამართლებ თუნდაც იმით, რომ ფინალი გვაქვს სათამაშო. გულშემატკივარი თამაშის საყურებლად არის მოსული და არა სიარულის. პროგრესი არის ვან გაალის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ ადგილას გავჩერდით. ვნახოთ ტრანსფერების მერე როგორ დალაგდება გუნდი.

ლიგაზე თუ გავედით არანაირად არ გვექნება ბევრად მეტი მატჩი ჩასატარებელი ვიდრე წელს, ანუ ევროპალიგა ჯამში უფრო მეტ მატჩიანია ვიდრე ჩემპიონთა ლიგა და დალშე ინგლისის მაშტაბით ყველაფერი ისევ ისე დარჩება და ჯამში უფრო ნაკლებს ჩავატარებთ თან უფრო კარგი ინტერვალებით და ხუთშაბათს ან პარასკევს თამაში არ მოუწევს გუნდს :)
0
№6
ავტორი: Lady in red
15 მაი 2017 11:37
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ციტატა: shotkin

ლიგაზე ძალებს იმდენად მაინც ვერ დაზოგავენ, როგორც ევროპაზე. ბევრად ძლიერი გუნდები იქნებიან. თამაშების რაოდენობა რომ იყოს მარტო ამ გუნდის პრობლემა აღარ ვიღელვებდი. ველოდები შემდეგ სეზონს, მსგავსი რამ წესით აღარ უნდა განმეორდეს.
0
№7
ავტორი: dachi_mu
15 მაი 2017 12:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
mou dadebs evropas :)
0
№8
ავტორი: bziki
15 მაი 2017 12:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჯონსი ან სმოლინგი, ლინგარდი ან მატა მან მოუწევს არჩევანი დალშე გადაწყვეტილია ძირითადი, ამ ეტაპზე ჯონსს და ლინგარდს უფრო მეტი შანსი აქვთ. მატა მომეწონა გუშინ ამ ორ თმაშშიც თუ მოუმატა შელილება დააყენოს კიდეც ფინალში, მოუს ევასება ლინგარდი იმხელა ხელფასი ჩაუწერეს:) მაგის გამშვები ნაღდათ არაა წელს და რა მოწონს ეგა გამოცანაა იმედია ტრანსფერებს რო გააკეთებს სკამზე ეყოლება და ძირითადში არ გამოჭიმავს მომავალ წელსაც
0
№9
ავტორი: shotkin
15 მაი 2017 12:09
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: Lady in red
ციტატა: shotkin
ციტატა: Lady in red
შემდეგ სეზონში ეს აღარ უნდა განმეორდეს. ლიგაზე თუ გავალთ ბევრად მეტი მატჩი გვექნება ჩასატარებელი და ამას დავთმობ, და იქ ვიბრძოლებ აღარ მომეწონება. შექმნას ისეთი გუნდი, რომ ყველგან ბოლომდე იბრძოლოს. გასაგებია, რომ ტრავმებია, მაგრამ არც მაშინ დაფრინავდნენ ყველა მწყობრში რომ იყო. იუნაიტედი ყველგან ბრძოლობდა და მინდა ასე გაგრძელდეს. ისიც არ მომწონს პრემიერ ლიგაში რასაც აკეთებს, ამას ვერ გავამართლებ თუნდაც იმით, რომ ფინალი გვაქვს სათამაშო. გულშემატკივარი თამაშის საყურებლად არის მოსული და არა სიარულის. პროგრესი არის ვან გაალის შემდეგ, რა თქმა უნდა, მაგრამ ერთ ადგილას გავჩერდით. ვნახოთ ტრანსფერების მერე როგორ დალაგდება გუნდი.

ლიგაზე თუ გავედით არანაირად არ გვექნება ბევრად მეტი მატჩი ჩასატარებელი ვიდრე წელს, ანუ ევროპალიგა ჯამში უფრო მეტ მატჩიანია ვიდრე ჩემპიონთა ლიგა და დალშე ინგლისის მაშტაბით ყველაფერი ისევ ისე დარჩება და ჯამში უფრო ნაკლებს ჩავატარებთ თან უფრო კარგი ინტერვალებით და ხუთშაბათს ან პარასკევს თამაში არ მოუწევს გუნდს :)

ლიგაზე ძალებს იმდენად მაინც ვერ დაზოგავენ, როგორც ევროპაზე. ბევრად ძლიერი გუნდები იქნებიან. თამაშების რაოდენობა რომ იყოს მარტო ამ გუნდის პრობლემა აღარ ვიღელვებდი. ველოდები შემდეგ სეზონს, მსგავსი რამ წესით აღარ უნდა განმეორდეს.

თამაშის რაოდენობა ერთ ერთი ყველაზე დიდი პრობლემა აღმოჩნდა საბოლოოდ))) ამიტო აილეწა ხალხის უმეტესობა( გადაღლილობის გამო) და ტურნირის ხასიატიდან გამომდინარე იმდენი მატჩი გადაგვედო რო ბოლო 2 თვე თუმეტი არა საშუალოდ ყოველ 3 დღეში თამაში აქვთ. და ვინცარუნდა იყოს მეტოქე გინდა როსტოვი და გინდა ბანგლადეში პარასკევობით როთამაშობ არაა ადვილი კვირას ითამაშო მერე.
0
№10
ავტორი: JuanMata
15 მაი 2017 12:23
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
არასტაბილური სეზონი იყო ძაან, დავიწყეთ არც ისე კარგად, ნუ თამაშები კი მოვიგეთ, მაგრამ დიდი ხარისხით არ გამოირჩეოდა, მერე თამაშს მოვუმატეთ აშკარად კარგი მატჩები გვქონდა, ვუტევდით და მომენტებს ვქმნიდით მაგრამ გოლი ვერ გაგვქონდა მერე თითქოს ზამთრის პერიოდში ყველაფერი დალაგდა და ახლა ისევ უკან წამოვიდა იგივე თანმიმდევრობით.

პრობლემები გუნდში რაცაა:
1. მომენტების გამოყენება, ხანდახან შექმნაც.

მწვრთნელის პრობლემა:
1. როტაციის არგამოყენება სეზონის შუა ნაწილში, სანამ ხალხი არ დაიხოცა.
2. მგონია რომ სწორად ვერ შეაფასა მანჩესტერის მდგომარეობა და პრობლემები.

სწრაფი შედეგისთვის გვჭირდება რამდენიმე კარგი ტრანსფერი, ისეთი ფეხბურთელები, რომლებიც შეძლებენ კონტრ-პრესინგზე კარგად თამაშს, გუნდებს არ ამოვუშვებთ დაცვიდან და კონტრშეტევებს გამოვიყენებთ მაქსიმალურად.

არის მეორე ვარიანტი, რაც ჩემი აზრით მაურინიოს არ გამოუვა.

ფერგის მსგავსად, დავიწყოთ გუნდის გენერალური რეკონსტრუქცია, აკადემიიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი, შეიქმნას ისეთი ბაზა, რომელიც მომავალში მოგვცემს შედეგს, კონცემტრირებული იქნება გუნდი საკუთარ ფეხბურთელებზე, ახალგაზრდული ბირთვი ჩამოყალიბდება და ნელ-ნელა აშენდება გუნდი, იდეაში ასეთი მიდგომა უფრო მყარ და გრძელვადიან შედეგს იძლევა, მაგრამ 5-6 წლის მერე, ჩემი აზრით ვან გაალი ამას აკეთებდა, მაგრამ იუნაიტედისგან ყველა სწრაფ შედეგს ელის და მეც არ მინდა 5 წელი ლოდინი.

ასე რომ ტრანსფერებში დიდი ფული უნდა ჩაიდოს ისევ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top