თბილისი:
მანჩესტერი:
14-05-2017, 11:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4876,
კომენტარები: 24
დე ხეა თავის სახლს ყიდის
"იუნაიტედის" მეკარემ თავისი მდიდრული სახლი გასაყიდად გაიტანა.
დე ხეა თავის სახლს ყიდის
დავიდ დე ხეა თავის მდიდრულ სახლს ყიდის, რითაც კიდევ უფრო ძლიერდება ჭორები იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" წასვლას აპირებს.

მისი 3.85 მლნ. ფუნტიანი უძრავი ქონება ბაზარზე გაიტანა, რადგანაც მადრიდის "რეალი" სულ უფრო აქტიურად ცდილობს 60 მლნ. ფუნტიანი სამიზნის გადაბირებას.

დე ხეა თავის სახლს ყიდის


მიმდინარე კვირაში დე ხეას ხუთსაძინებლიანი კერძო სახლი ბოუდონში, დიდ მანჩესტერში უძრავი ქონების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოჩნდა. სახლი ასევე მოიცავს საცურაო აუზრს, ჩოგბურთის კორტს და პირად სატიტულო კაბინეტს.

წყარო აცხადებს: "დე ხეა სერ ალექს ფერგიუსონის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედის" გული და სულია და მისი წასვლა ფანებისთვის დიდი დარტყმა იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე უარყოფს დე ხეასა და "რეალს" შორის რაიმე შეთანხმების არსებობას, მორიგ სატრანსფერო ბაზარზე ეს თემა კვლავ აქტუალური გახდება.

დე ხეამ გმირის სტატუსი დაიმკვირდა "ოლდ ტრაფორდზე" და სადაც არ უნდა წავიდეს, ყველგან ექნება სახლი".


დე ხეა თავის სახლს ყიდის


დე ხეა თავის სახლს ყიდის


დე ხეას საკუთრებაში ასევე არის უმაღლესი სტანდარტის აბაზანა, კინოთეატრის ოთახი ირგვლივ გავრცელებული ხმით, ცალკე მდებარე კოტეჯი, სამი ავტოფარეხი და 1.5 აკრის ფართობის ბაღი.

მასში ასევე შედის 100 ათასი ფუნტის ღირებულების პულტზე სამართავი სისტემის გათბობა, განათება და უსაფრთხოება.

დე ხეა თავის სახლს ყიდის


დე ხეა თავის სახლს ყიდის


დე ხეა თავის სახლს ყიდის


ესპანურ გრანდს ძალიან სურს დე ხეას გადაბირება და მზად არის, თითქმის გააორმაგოს მეკარის წინა ყველაზე მაღალი ხელფასი.

თუ შეთანხმება შედგება, ეს იქნება მეკარეში გადახდილი უდიდესი თანხაც ასევე, რომელიც 2001 წელს "იუვენტუსის" მიერ "პარმასთვის" ჯიჯი ბუფონის ტრანსფერში მიცემულ 32.7 მლნ. ფუნტს გადაფარავს.

წყარო: the sun
ახალი ამბები
24 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
14 მაი 2017 12:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს რეალი რა მოუშორებელია. როცა წავა მხოლოდ მაშინ დავიჯერებ.
1
№2
ავტორი: bziki
14 მაი 2017 12:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ხო ვერ ავირიდებთ თავიდან ძალიან ბევრ ჭორს თუ მართლა წავა აქედანვე დაიწყონ მზადება ობლაკისთვის და იქნებ გოდინიც გამოიყოლონ
0
№3
ავტორი: de gea1
14 მაი 2017 12:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 356
წავიდეს ეგეტები წასულამ არ შეჭამა ტვინი ამ რეალმა კიდე, ეხლა ან ობლაკი ან დონარუმა გვინდა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
14 მაი 2017 12:29
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ეს უკვე სერიოზულია, თუ მართალია სახლს ტყუილად არ გაყიდდა
0
№5
ავტორი: leluk
14 მაი 2017 13:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 75
ამ დე ხეას საგით დავიღალეთ რაა თუ წასვლა უნდა გაუშვან , ჩუმათ ჩალიჩობს რაღაცეებს მაშინდელივით და თუ გამოვა ბოლოს იტყვის მანამდე ლაჩარივით იმალებაა.. რომერო მშვენიერი შემცვლელია და მგონი არ ღირს ხვეწნა არიქა დარჩი .... ვერ ვიტან ესეთ ფეხბურთელებს.
0
№6
ავტორი: gaga1987
14 მაი 2017 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
imedia arwava.
0
№7
ავტორი: dybbuk
14 მაი 2017 13:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1594
უნდა დაბლოკონ ეს ტრანსფერი და დეხეას გადაუხადონ 250 კვირაში, თუ არადა დარჩნენ რეალის ინკუპატორად, ყველაფერს ხო აქვს საზღვარი როდემდე უნდა გაგრძელდეს ესე?!! აი ლიგაზე თუ ვერ გავედით მერე წავიდეს, ვერ გაამტყუნებ ამ დონის მეკარეს ლიგაზე თამაში რო საოცნებო ექნება ეს გუნდის რეალურდ მდგომარეობაზე მეტყველებს, წლები კიდე გადის და ფეხბურთელები ბერდებიან
0
№8
ავტორი: nugo-nugo
14 მაი 2017 13:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ძაან ინანებს იქ გადასვლას.რელაის და ბარსას ეპოქა ნელნელა სრულდება.აი ნახავთ თუ არა.დგება მანჩესტერიიი ფეხზე მოვლიან ვარსკვლავები დამერე ინანებს დე ხეა.ინანებს წასვლას.
0
№9
ავტორი: shotkin
14 მაი 2017 13:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: leluk
ამ დე ხეას საგით დავიღალეთ რაა თუ წასვლა უნდა გაუშვან , ჩუმათ ჩალიჩობს რაღაცეებს მაშინდელივით და თუ გამოვა ბოლოს იტყვის მანამდე ლაჩარივით იმალებაა.. რომერო მშვენიერი შემცვლელია და მგონი არ ღირს ხვეწნა არიქა დარჩი .... ვერ ვიტან ესეთ ფეხბურთელებს.

რომერო არის ნორმალური მეკარე და მანცესტერს კარში უნდა ყავდეს ერთ ერთი საუკეთესო და როგორც მინიმუმ ძლიერი მეკარე,დე ხეა რო წავა ობლაკზე კარგი ვარიანტი (რეალური ვარიანტი) არამგონია არსებობდეს.
0
№10
ავტორი: gache1991
14 მაი 2017 13:40
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
unda da wavides..es gundi yoveltvis idga calcalke pexburtelebze magla.beqhemma shemayvara pexburti da dgemde yvelaze sayvarel pexburtelis vtvli da ar mindoda wasuliyo mara pexburtels tu wasvla unda dzalit ar unda gaachero..mitumetes tu ert welshi upasod gashveba mogiwevs..imedia xamesshi ar gaucvlian.ar sheileba msoplios nomer 1 mekare satadarigo pexburtelshi gaicvalos...mous imedi maq tore chvengan kargad gayiduli igroki marto ronaldo maxsovs
1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top