თბილისი:
მანჩესტერი:
13-05-2017, 15:05
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3702,
კომენტარები: 11
მარკუს რეშფორდის ვრცელი ინტერვიუ - "მადლობა ზლატანს"
მარკუს რეშფორდის პირველი ვრცელი ინტერვიუ ეროვნულ გამოცემასთან.
მარკუს რეშფორდის ვრცელი ინტერვიუ -
მარკუს რეშფორდმა პირველი ინტერვიუ მისცა ეროვნული მასშტაბის გამოცემას და The Telegraph-ის ჟურნალისტს, ჯეიმს დაკერს გაესაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მის ცხოვრებაში ბოლო 13 თვეში ბევრი რამ მოხდა, რითაც შეუძლია იამაყოს, ამ ხნის განმავლობაში ძალიან არ შეცვლილა.

ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით სეზონის ჩატარებისას რეშფორდმა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი კაშკაშა ახალგაზრდა ფეხბურთელის სტატუსი გაიმყარა და მენტალურადაც გაიზარდა - უფრო მწვავედ, უფრო დაფიქრებულად, შემოქმედებითად და ფიზიკურადაც - კუნთები გაიმაგრა - თამაშობს.

ახლა, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩი ტრავმირებულია და თამაშს ვერ ახერხებს, "იუნაიტედის" იმედი შეტევაში სწორედ ახალგაზრდა ინგლისელია.

თუმცა, რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ გულის სიღრმეში იმ პატარა ბიჭად რჩება, რომელიც ოდესღაც ბურთს კენწლიდა.

"ადრე არავინ იცოდა მანქანის მართვა, ამიტომ რომელიმე მწვრთნელს ვთხოვდი ნორტენ მურის გაჩერებამდე მიყვანას. სიმართლე გითხრათ, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ვინმე დამაკვირდებოდა, უბრალოდ, მანქანის მოლოდინში სახურავზე ბურთს ავაგდებდი, მოვტრიალდებოდი და ველოდი, როდის ჩამოვარდებოდა. მაგრამ ამ გასართობს თავი დავანებე, რადგან ბურთთან ერთად სახურავიდან კრამიტიც ვარდებოდა."

რეშფორდი - და ალბათ, დელე ალიც "ტოტენჰემიდან" - სამართლიანად ჩაითვლებიან ყველაზე ნიჭიერ ინგლისელ ფეხბურთელებად, რომლებიც დიდ ფეხბურთში, ასე ვთქვათ, ქუჩიდან მოვიდნენ. მანამდე ასეთივე მიზანდასახული და წარმატებული ნახტომი დიდი ფეხბურთის სცენაზე 16 წლის უეინ რუნი გააკეთა "ევერტონის" შემადგენლობაში, როცა მატჩის მიწურულს 1:1 ანგარიშზე 23 მეტრიდან გაიტანა გოლი "არსენალის" კარის მაღალ კუთხეში.

მაშინ მატჩის შემდეგ რუნი მეგობრებთან ერთად შუაღამემდე აგორებდა ბურთს ავტოფარეხის წინ თავისი მეგობარი გოგოს, კოლინის სახლის სიახლოვეს. და რეშფორდს გულახდილად უკვირს, რომ ადამიანებს ეს ეუცნაურებათ.

"გაიგეთ - ეს ჩვენი ცხოვრებაა. სულ ამით ვართ დაკავებულნი. მინდა, რომ დღე-ღამეში 24 საათი ვითამაშო ფეხბურთი და მუდამ ასე იქნება. ბავშვობაში ბურთს შეუსვენებლად, ყველგან ვთამაშობდით, სადაც კი შეიძლებოდა. რამდენიმეჯერ სასკოლო მოედნიდანაც კი გამოვუგდივართ, რადგან სკოლა დაკეტილი იყო.

რომ შეგვეძლოს, ახლაც ასე მოვიქცეოდით, მაგრამ ახლა ყველაფერი გართულდა. სხვათაშორის, ხანდახან ახლაც დავდივართ ბურთის ასაკენწლად სადმე წყნარ ადგილას. ფეხბურთის თამაშის სურვილი სახლშიც კი არ მიქრება, მე და ჩემი ძმები ბაღში, სახლში, ყველგან ვთამაშობთ, სადაც შეიძლება. ზიანდება თუ არა ნივთები? რა თქმა უნდა! და დედა სულ გვეჩხუბება."


ცოტა ვინმეს თუ შეუძლია ისე მიხვდეს, რას განიცდის რეშფორდი, როგორც რუნის. 19 წლის ბიჭის ცხოვრება სრულიად შეიცვალა, როცა ლუი ვან გაალისთვის ევროპა ლიგის მატჩი მოიგო და მაშინვე მიამატა ორი გატანილი გოლი ჩემპიონატში. მაშ, რა მოხდა საბოლოოდ? ჰკითხა თუ არა უეინს იმის შესახებ, როგორ უნდა გამკლავებოდა ზეწოლას მის ასაკში?

"არა, მსგავსი არაფერი მიკითხავს რუნისთვის, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაფერს კარგად ვუმკლავდებოდი. მაგრამ დარწმუნებული ვარ, პრობლემები რომ შემქმნოდა, ის პირველი იქნებოდა, ვინც ამ საუბარს დაიწყებდა. საერთოდ, მარტივი პრინციპით მასწავლის - აკეთე, მაგრამ თუ რამე მოხდება, პროცესში ერთვება და მეუბნება: "ამ სიტუაციაში ასე უნდა მოიქცე და ისე".


ეს პირველი ინტერვიუა მარკუსისთვის, რომელიც ეროვნულ გამოცემას მისცა მას შემდეგ, რაც ეროვნულ ნაკრებში ითამაშა და მასში კარგად ჩანს დედის, მელანის მიერ ჩადებული ფასეულობები და აღზრდა.

"ოლდ ტრაფორდზე" რეშფორდი ხვდება ადამიანებს, რომლებიც ბევრისთვის მისაბაძი მაგალითია, მაგრამ მისი საუკეთესო მეგობრები მაინც ისინი არიან, ვისთან ერთადაც უონინგტონისა და უაიტენშოს კვარტალში გაიზარდა. მათ ერთ-ერთ საუკეთესო გასართობს მაღაზია J’s Rhythm-ის წინ არსებული მინდორი წარმოადგენდა.

მარკუს რეშფორდის ვრცელი ინტერვიუ - "მადლობა ზლატანს"


"ადრე ამ მაღაზიის მოპირდაპირე მხარეს ვცხოვრობდი, ახლა ყველაფერი შეიცვალა, იქ აღარ იცხორვოს ის მუშა ხალხი, ვინც ჩემს დროს იყვნენ".

მარკუსს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვს თავის ძმებთან, დეინთან და დუეინთან - ეს უკანასკნელი მისი აგენტიც არის. შესაძლოა, მარკუსის ასეთი გაწონასწორებულობა და თავმდაბლობა ნაწილობრივ მისი ძმების დამსახურებაცაა.

"ჩემი საკონტაქტო წრე საკმაოდ ჩაკეტილია, ახალ ადამიანებს არ ვუშვებ მათში. შესაძლოა, ეს ცუდიც არის, მაგრამ ასე ვერავინ მოახერხებს ჩემი პირადი ცხოვრების საჯაროდ გატანას. იმავე ბიჭებთან ვმეგობრობ, ვისაც 7, 9 და 10 წლის ასაკში ვემეგობრებოდი.

ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, შენზეა დამოკიდებული. თუ იმ ყველაფრის მიტოვება გსურს, რაც გაქვს და მოდურ საღამოებზე დასწრება გინდება, ვერავინ შეგაჩერებს. ხალხს მხოლოდ რჩევის მოცემა შეუძლია, იმას გააკეთებენ, რისი გაკეთებაც შეუძლიათ, მაგრამ ბოლოს მაინც შენზეა ყველაფერი დამოკიდებული. მხოლოდ შენ იცი, რა არის სწორი და რა არასწორი.

ახლა ხშირად დაინახავთ, როგორ გადიან მთელ ამ მომენტებს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც ახალახანს გამოჩნდნენ პირველ გუნდში. ბევრი მაცდური ფაქტორი არსებობს, განსაკუთრებით ისეთი კალიბრის კლუბში, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია", მაგრამ ბევრი მაგალითია მოყვანა შემიძლია, რომლებიც გვიჩვენებს ადამიანებზე, ვინც ამას არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს."


შესაძლოა, ეს წვრილმანად მოგეჩვენოთ, მაგრამ მარკუსზე ბევრ რამეს ამბობს - დღესდღეობით, როცა კლასიკურ შავ ბუცებს მოძველებულად მიიჩნევენ, იგი სწორედ მათ ირჩევს. თვალისმომჭრელი ვარდისფერი - სამისო ფერი არ არის.

"როცა აქ ვიზრდებოდი, "იუნაიტედში" წესი გვქონდა - მხოლოდ შავი ბუცები. შესაძლოა, ეს წესი უკვე აღარ მოქმედებს, მაგრამ 9 წლისა რომ მოვედი აქ, ასე იყო. თავიდან სხვა არაფერს ყიდულობ, რადგან არ შეიძლება, მაგრამ მერე ფერი მოგწონს. ვგონებ, ყოველთვის შავი ბუცები მეცმება, თუმცა დღესდღეობით ასე ადვილი არ არის - მოდის რომელიმე სპონსორი და გეუბნება: "აი, ახალი ბუცები, ჩაიცვი", და ამას ვერაფერს მოუხერხებ. მაგრამ არჩევა რომ შეიძლებოდეს, მხოლოდ შავს ავირჩევ."

მარკუს რეშფორდის ვრცელი ინტერვიუ - "მადლობა ზლატანს"


იმის გამო, რომ მოურინიო მას სხვადასხვა პოზიციაზე იყენებდა, არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ მიმდინარე სეზონში იშვიათად უწევდა თამაში, მაგრამ მხოლოდ იბრაჰიმოვიჩსა და პოგბას აქვთ უფრო მეტი მატჩი ჩატარებული, ვიდრე რეშფორდს. მარკუსი მიიჩნევს, რომ ამ სეზონში მიღებული გამოცდილება ყველაზე რთული დავალების შესრულებაშიც დაეხმარება, ზლატან იბრაჰიმოვიჩის შეცვლაც რომ გახდეს საჭირო, რომელიც ამ თვეების განმავლობაში ძალიან დაეხმარა.

"ზლატანი დაუჯერებელ გავლენას ახდენს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებზე და ყველას გვსურს მისგან კვლავ სწავლა, რადგან უკეთესს გვხდის. ახლა, როცა მარცხნივ ან მარჯვნივ ვიწევ, ყველაფერს სხვანაირად ვხედავ, ვიდრე წინა სეზონში. ჩემში შინაგანად მოხდა თავისთავადი ცვლილება. თავს კომფორტულად ვგრძნობ, როცა ფართოდ თამაშის დავალებას ვიღებ, მაგრამ როცა რაღაც ივლება, დროა საჭირო შესაგუებლად. ჩემი განვითარება სრული სვლით მიმდინარეობს. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში უფრო ადვილად შევძლებ სიტუაციებთან გამკლავებას, რომლებშიც აღმოვჩნდები."

რეშფორდს მოსწონს ვინგერები, რომლებიც ბოლოს სრულფასოვან ფორვარდებად იქცნენ, მაგალითად, გარეტ ბეილი, ნეიმარი ან კრიშტიანუ რონალდუ.

"მსოფლიოს წამყვან ფორვარდებს რომ გადავხედოთ, მხოლოდ 2-3 გამახსენდება, რომლებიც სუფთად გამოკვეთილი "ცხრიანები" არიან. ლეინი, ლევანდოსვკი, ნეიმარი და ალბათ, სულ ეს არის. აგუერო? მისი გამოყენება სიღრმეში, "ათიანად" შეიძლება. ახლა უნარები, რომლებიც ფორვარდისთვის არის აუცილებელი, ისეთივე აღარ არის, როგორიც ადრე იყო. როცა პირველი გუნდს ვუყურებ და ვხედავ ფეხბურთელებს, რომლებმაც 15-20 ტიტული მოიგეს, ძალიან მინდება მათი დაწევა ან გადასწრება და ამის თანამედროვე პირობებში გაკეთება.

რა ვისწავლე იბრაჰიმოვიჩისგან? ამას უახლოეს მომავალში იხილავთ. ის ცოდნა, რაც მისგან მივიღე, ფასდაუდებელია!"


თუმცა, რეშფორდის სათამაშო მენტალიტეტი უკვე გამოვლინდა ისეთ მატჩებში, როგორიც "ჩელსისა" და "ანდერლეხტთან" დაპირისპირება იყო.

"ანდერლეხტთან" მატჩი ჩემთვის რაღაც ახალი იყო - მანამდე არასდროს მითამაში 120 წუთი. ეს არის საზღვარი, რომელსაც ჩემი სხეული არასდროს შეხვედრია და დაუჯერებელი შეგრძნებაა, რადგან ახლა ვიცი - კიდევ თუ დამჭირდება მის გაკეთება, შევძლებ. მოედანზე დავრჩები და ბრძოლას გავაგრძელებ."
ინტერვიუები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Lady in red
13 მაი 2017 15:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 523
ეს ბავშვი ნამდვილი გიჟია. ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. მისი სიყვარული კლუბის მიმართ მოედანზე ჩანს ხოლმე. კარგია მას ზლატანთან ერთად თამაში რომ მოუწია და როგორც თავად ამბობს, ის გვაჩვენებს ამას, თუ რა ისწავლა მისგან და ამის ხილვას ველი. ჩვენი ოქროს ბიჭუნა.
0
№2
ავტორი: LASHQARA
13 მაი 2017 15:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1990
აუ ეს თავის დროზე ფერგის ხელში მოხვედრილიყო ეხლა საუკეთესო ახალგაზრდა ფორვარდების ხუთეულში აუცილებლად იქნებოდა love ახალგაზრდების აღმოჩენა და აღზრდა ფერგიზე კარგად არავის გამოსდიოდა და ეხლაც ეგრეა, რაც დრო გადის უფრო ვაფასებ სერ ალექს ფერგიუსონს, უდიდეს ხელოვანს სპორტში, მართლაც ხელოვნება იყო ის რასაც აკეთებდა მანჩესტერთან ერთად love am
0
№3
ავტორი: ikeoni
13 მაი 2017 15:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
ორი აზრიი არაა საოცარი ნიჭის და ტალანტის პატრონია ეს ბავშვი და ძალიან დიდი მომავალი აქვს love
0
№4
ავტორი: dunkan
13 მაი 2017 16:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 185
ERTADERTI POZITIVI FERGIS SHEMDEG 4WELIWADSHI ES KACIA CEMTVIS.SAERTODAC KLUBIS AGZRDILEBI YVELAS MIRCHEVNIA DA ALBAT ASEC UNDA IYOS
0
№5
ავტორი: giorgi_mg
13 მაი 2017 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი სტატიაა, მადლობ
ფაქტია რო ამის იმედი გვაქვს და ჯერჯერობით ამართლებს, ნუ წინ თუ ვერ წავიდა აწი ამას არაფერი დააკლდება და ვიმედოვნებ უფრო მაღალ საფეხურზე ავა.
შარშანდელ რეშფორდთან შედარებით აშკარაა მომატებული აქვს ამ ბიჭსს რასაც ლინგარდზე ვერ ვიტყვით
0
№6
ავტორი: bziki
13 მაი 2017 17:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
კიდევ დაიხვეწება არ ეზარება შრომა როგორ ეტყობა რაც ბოლოს შედეგს აუცილებლად მოიტანს,
ლინგარდს უბრალოდ არ აქ ტოპ იგროკის მონცემები თორე შრომა არც მაგას ეზარება
0
№7
ავტორი: nugo-nugo
13 მაი 2017 18:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავი ეზრდება რაშფორიდ სახით დიდი მომავალი აქვს ყოვე მომდევნო სეზონში მისგან უფრო მეტს ველით,ჯერ ძალიან ახალგზარდაა და სეუძლია ბევრის მიღწევა.მთავარია პროგრესი განაგრძოს,მგონი რუნის დიდი ხანი არ უწერია ინგლისის ნაკრების და მანჩესტერის საუკეთესო ბომბარდირობა.იმედი არაშფორდი გააუმჯობესებს ამ რეკორდებს.

დედაზე რო ეწერა მაგრად გამეცინა.ნივთებს ვამტვრევთო ;დდდ კრამიტი ცვიოდაო ;დდდ
0
№8
ავტორი: dachi_mu
13 მაი 2017 20:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
amas gamozrdis mou <3 <3 madloba avtors ro es siamovneba mogvanicha
0
№9
ავტორი: giorgisamnidze99
13 მაი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ჩვენი ბებერი ზლატანი მაგარი კაცია უყვარს მანიუუუ მის თვით ბოძებულ ნიჭს უზიარებს სხვასაც
0
№10
ავტორი: SANDROGRIGA
13 მაი 2017 22:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ვიმედოვნებ რო პროგრესს განაგრძობს და მომავალში ერთ-ერთი საუკეთესო გახდება winked
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top