"მანჩესერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დაადასტურა, რომ პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩში მისი გუნდი გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს.
"ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასს" "იუნაიტედი" 38-ე ტურში უმასპინძლებს და ეს შეხვედრა 21 მაისს, "აიაქსთან" ევროპა ლიგის ფინალამდე სამი დღით ადრე შედგება.
მოურინიოს იმედი აქვს, რომ "ოცნებების თეატრზე" ვიზიტამდე "არწივები" უმაღლეს დივიზიონში დარჩენის უფლებას უკვე მოიპოვებენ და უმოტივაცოდ გავლენ მოედანზე, რადგან "წითლების" რიგებში ბევრი ცვლილების შეტანას აპირებს.
"აიაქსისთვის" სეზონი კვირას სრულდება, მოსამზადებლად 12 დღე ექნებათ. ჩვენ კი პრემიერ ლიგაში სამი მატჩი გვაქვს ჩასატარები. იმედი მაქვს, "პალასს" არ დაშირდება გამარჯვება ბოლო ტურში.
ამის იმედი იმიტომ მაქვს, რომ ბევრი ცვლილების განხორციელებას ვაპირებ. და სულერთია, რა მოხდება ამ მატჩში, ჩვენ ხომ ტიტულის მოგებისა და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი გვაქვს", - განაცხადა მოურინიომ.
ახალი ამბები, ინტერვიუები
8 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.