"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ფიქრობს, რომ "აიაქსთან" ევროპა ლიგის ფინალში შესაძლო მარცხი მისი გუნდის სეზონს წარუმატებელს ვერ გახდის.
"იუნაიტედი" პრემიერ ლიგის საუკეთესო ოთხ გუნდს შორის შესვლას ვერაფრით ახერხებს და დიდი ალბათობით, სეზონის ჯამშიც ასე იქნება. შესაბამისად - და ამას მოურინიოც აღიარებს, - "წითლების" მთელი ძალისხმევა ევროპა ლიგის ფინალისკენ არის მიმართული, რომლის მოგების შემთხვევაში გუნდი მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებასაც მოიპოვებს.
თუმცა, მოურინიო სეზონის შესაფებისას ამ მატჩის შედეგს არ დაეყრდნობა და უკვე ფიქრობს, რომ მისი მანჩესტერული კარიერის პირველი სეზონი უკვე წარმატებულია.
"თქვენ, ჟურნალისტებს სრული უფლება გაქვთ, რომ წარუმატებლად ჩათვალოთ, მაგრამ მე ლოგიკას ვერ ვხედავ. არ მინდა, რომ ფეხბურთელებმა და დირექტორთა საბჭომაც ასე იფიქროს. მათ იციან, რომ კოლოსალური სამუშაო გავწიეთ. ალბათ, არასდროს მიშრომია ასე ბეჯითად, როგორც ამ სეზონში.
არ დაგავიწყდეთ, რომ ლიგის თასი მოვიგეთ, ტრავმების ეპიდემიას წავაწყდით და ოთხეულში მოხვედრის კანდიდატები ვიყავით. 25-მატჩია წაუგებელი სერია გვქონდა და ევროპა ლიგის ფინალშიც გავედით", - განაცხადა მოურინიომ.
ინტერვიუები
10 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.