ჟოზე მოურინიო თავისთავად მოხარულია იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" დრამატულ ბრძოლაში "სელტა ვიგო" დაამარცხა და ევროპა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც მაისში ითამაშებს.
"წითლები" საპასუხო მატჩში მარუან ფელაინის გოლით დაწინაურდნენ და ორი მატჩის ჯამში 2-0 გახდა ანგარიში, თუმცა მატჩის მიწურულს "სელტამ" ერთი გოლის გატანა მოახერხა ფაკუნდო რონკალიას ძალისხმევის შედეგად, რომელიც მოგვიანებით ერიკ ბაიისთან ერთად მოედნიდან გააძევეს.
მატჩის შემდეგ მოურინიომ სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.
რთული მეორე მატჩი - როგორც მოსალოდნელი იყო
"პირველივე მატჩიდან გამომდინარე შემეძლო მიხვედრა, რადგან ძალიან ჰგავდა "ანდერლეხტს". როცა უკეთესად თამაშობ პირველ მატჩში, პირველივე მატჩში უნდა მოკლა ინტრიგა. ჩვენ ამას ვერ ვახერხებთ, ვერასდროს ვკლავთ ინტრიგას, ვერასდროს გაგვაქვს იმდენი გოლი, რამდენიც შანსი გვაქვს. ამის შემდეგ კი სახლში ჩვენზე არსებული ზეწოლით ჯერ კიდევ ინტრიგა შენარჩუნებული მატჩი გვქონდა, ისინი კი ზეწოლისა და პასუხისმგებლობისგან თავისუფლები იყვნენ და რთული შეხვედრა გამოდგა."
პატივისცემა "სელტა ვიგოს"
"ისინი გმირებივით ჩამოვიდნენ პატარა ქალაქიდან, პატარა კლუბით, რომელმაც საოცრად კარგად ითამაშა და დასაკარგი არაფერი ჰქონდა. ამიტომაც მენტალური უპირატესობა მათ მხარეს იყო - ძალიან კარგად ითამაშეს, ძალიან რთული მეორე ტაიმი გვქონდა. ასე რომ, ბოლო წუთამდე არაფერი გარკვეულიყო და ჩვენც ვდარდობდით. ფენომენალური მატჩი არ უთამაშიათ, მაგრამ იბრძოდნენ, ყველაფერი გაიღეს, რაც გააჩნდათ და მათ გამო მართლაც მოხარული ვარ, რადგან 14 მატჩი და ჩვენ ფინალში ვართ, რაც კარგია."
"აიაქსი" V "იუნაიტედი" სტოქჰოლმში
"პირველ ყოვლისა, ორი მონსტრი - "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "აიაქსის" ისტორია საოცარია. მაგრამ ჩვენთვის ეს გამარჯვება ტიტულთან ერთად მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაც იქნება. ფინალები ყოველთვის სახალისოა და ევროპა ლიგა არის დიდი, მშვენიერი ტურნირი."
სამწვრთნელო შედეგი "აიაქსის" წინააღმდეგ - 6 მატჩი, 6 მოგება
"ეს არაფერის ნიშნავს. ფინალი ფინალი და "აიაქსს" ექვსივე მატჩში მადრიდის "რეალით" ვეთამაშე. რთული იქნება. ახალგაზრდა, ძლიერი გუნდი ჰყავთ და თავიანთ ჩემპიონატს ამ კვირაში ამთავრებენ."
სანამ "იუნაიტედი" იშრომებს და ითამაშებს, "აიაქსი" დაისვენებს
"მათ 12 დღე ექნებათ ფინალისთვის მოსამზადებლად, ჩვენ კი 15-16 კაციანი ჯგუფით პრემიერ ლიგაში სამი მატჩის ჩატარება მოგვიწევს გიჟური სეზონის შემდეგ. ამდენი მატჩი იმიტომ ვითამაშეთ, რომ ორ ფინალში გავედით და ინგლისის თასის 1/8 ფინალშიც ვიყავით. მადლობა მინდა ვუთხრა მაიკლ ოლივერს ანდერ ერერასთვის მიცემული წითელი ბარათის გამო, რადგან ინგლისის თასზე უფრო შორს წასვლის შემთხვევაში ვეღარ გადავრჩებოდით. დაე, მოვამზადოთ გუნდი იმდენად კარგად, რამდენადაც შესაძლებელია."
ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა ასე უკეთესია
"რა თქმა უნდა, უკეთესია, ეს ხომ ტიტულია. ევროპის მეორე ტიტულია და თანაც მნიშვნელოვანი. მისი საშუალებით ევროპის სუპერ თასზე ითამაშებ აგვისტოში, ამიტომ სტოქჰოლმში დიდი, დიდი მატჩი გველის."
ევროპა ლიგა + ლიგის თასი = წარმატებული პირველი სეზონი?
"ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ ევროპა ლიგას მოვიგებთ. რთული, ძალიან რთული იყო ჩემთვის ეს სეზონი და თუ მოვახერხეთ ამის გაკეთება, საოცარი იქნება."
და ფინალის შემდეგ...?
"ჩვენი სეზონის ბოლო მატჩია, მაგრამ ვწუხვარ იმ ბიჭების გამო, ვინც საერთაშორისო მატჩებში უნდა მიიღოს მონაწილეობა. თითქმის 70 მატჩის ჩატარების შემდეგ უმჯობესი იქნებოდა, თუ სპაში წავიდოდნენ და არა ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ."
ინტერვიუები
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.