თბილისი:
მანჩესტერი:
27-01-2013, 17:58
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2089,
კომენტარები: 16
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" (ნაწილი მეორე)
"მეცხრამეტედ იუნაიტედი" - ნაწილი მეორე
კარგად მახსოვს, წიგნის პირველ ფურცლებზე გამოსახული იყო ზოლებიან ტანისამოსში შემოსილი წვერ-ულვაშიანი ბიჭები, რომლებიც უფრო მეტად მუშებს გავდნენ, ვიდრე ფეხბურთელებს. ეს ასეც იყო. მამამ კალთაში ჩამისვა, წიგნი მყუდროდ დაიჭირა, ერთხელ გემრიელად ამოიოხრა და დაიწყო.

- რომ არა ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის მუშები, დიადი “მანჩესტერ იუნაიტედი”, ალბათ არც იარსებებდა. საფეხბურთო კლუბი “ნიუტონ ჰიტი” ჩამოყალიბებული იყო რკინიგზის მუშებით მანჩესტერის ბინძური რაიონი, ნიუტონ ჰიტიდან. კლუბის შექმნის ზუსტი თარიღი არ არსებობს, თუმცა მიიჩნევა, რომ მეოცე-ოცდამეერთე საუკუნის საუკეთესო კლუბმა 1878 წელს დაიწყო არსებობა. მოსახლეობა, რომელიც ახლა ადგილობრივ კლუბს “ალისფერ ეშმაკებს” უწოდებს, მაშინ უბრალოდ “The Heathens”, ანუ “წარმართებს” ეძახდა. გუნდმა წარმატებისკენ სწრაფვა მალევე დაიწყო და 1889 წელს საფეხბურთო ალიანსს, ხოლო 1892 წელს საფეხბურთო ლიგას შეურთდა.

როცა მამამ “იუნაიტედის” წარსულის გახსენება დაიწყო, პირველად შევამჩნიე, რომ მას გამორჩეული ხმის ტემბრი და მოყოლის მანერა ჰქონდა. ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

ინტერესი სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.

- 1902 წელს, როცა “ნიუტონ ჰიტი” უკვე ცნობილი გუნდი იყო მთელ ინგლისში, მოულოდნელად გაკოტრდა. ყველას ეგონა, რომ გუნდი დაიშლებოდა და სამუდამოდ გაქრებოდა. ბევრს, ამ ფაქტის გამო გული წყდებოდა, რადგან “წარმართები” ნამდვილად გამორჩეულ ფეხბურთს თამაშობდნენ და დასანანი იყო ასეთი გუნდის დაკარგვა, თუმცა მიუხედავად ამისა დახმარების სურვილი არავის გამოუთქვამს. შენი აზრით, რამდენი სჭირდებოდა შვილო გუნდს, რომ დაშლისგან თავი დაეხსნა?

მის სმენაში გართულს, ამ კითხვის დასმა არ მესიამოვნა, მაგრამ რომ არ მეპასუხა, ალბათ გაბრაზდებოდა ამიტომ...

- მილიონზე მეტი მამა?!
- ჰა,ჰა,ჰა. – გულიანად გადაიხარხარა. – მხოლოდ და მხოლოდ ათასი ფუნტ-სტერლინგი ეყოფოდა “ნიუტონ ჰიტს” გადასარჩენად. მაგრამ საბედნიეროდ გამოჩნდა კაცი, რომელიც პატივს სცემდა ლამაზ ფეხბურთს და გადაწყვიტა შეესყიდა გადაშენების პირას მყოფი კლუბი. ეს იყო ადგილობრივი მეწარმე ჯონ დევისი. მან გადაიხადა კლუბის ვალები და იხსნა გაქრობისგან... ძალიან საინტერესოა ეს ამბავი, შვილო, ყური მიგდე.

როცა მამამ ამ სიტყვების წარმოთქმა დაასრულა, წამით გონება დამიბინდდა და იმაზე დავიწყე ფიქრი, თუ რა უაზრო და ერთფეროვანი იქნებოდა საფეხბურთო სამყარო, “მანჩესტერ იუნიატედის” გარეშე. მხოლოდ ათას ფუნტ-სტერლინგს შეეძლო ეხსნა ასეთი დიადი კლუბი და ეს რომ არ მომხდარიყო, ნამდვილად ბევრს დაკარგავდა დედამიწის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი. მათ შორის მეც.

- ჯონ დევისმა “ნიუტონ ჰიტს” სახელი შეუცვალა და “მანჩესტერ იუნიატედი” დაარქვა.

მამამ შემდეგ გვერდზე გადაშალა, სადაც ჯონ დევისის სურათი იყო გამოსახული. ჯონი შავ სმოკინგში იყო ჩაცმული, ეტყობოდა რომ მდიდარი იყო. მის გვერდით ზოლებიან მაისურში ჩაცმული ცამეტამდე “მუშა” ფეხბურთელი იდგა.

– “მანჩესტერ იუნიატედმა” ახალი სახელით და შემართებით 1908 წელს პირველად მოიპოვა ლიგის ჩემპიონობა. წარმოიდგინე შვილო, მწვანე-ყვითელ მაისურებში ჩაცმული ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც სულ რამდენიმე წლის წინ ლიანდაგების დაგებაში კარგავდნენ ენერგიას, ახლა მთელი ინგლისის ყურადღების ცენტრში იმყოფებოდნენ და გენიალურ გამარჯვებას აღნიშნავდნენ. სწორედ ამ ბიჭებმა დაიწყეს “მანჩესტერ იუნატედის” განუმეორებელი ისტორიის წერა. ამ გამარჯვების შემდეგ დაიწყო კლუბის აღორძინების ხანა. “იუნაიტედის” სახელი ბრიტანეთის საზღვრებსაც გასცდა და თავისი განსხვავებული სულისკვეთებითა და გამორჩეული საფეხბურთო სტილით მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა.

ეს ისტორია ყურში ჩიტის გალობასავით ჩამდიოდა და მინდოდა არასდროს დამთავრებულიყო. ეს ზაზამაც შემატყო და თამამად განაგრძო თხრობა. რამდენიმე გვერდი ისე სწრაფად გავიარეთ, რომ ვერც კი შევამჩნიეთ როგორ მოიყარეს მამას ჩამოსვლით გახარებულმა მეგობრებმა ჩვენს სახლში თავი. მამამ პირობა მომცა, რომ თხრობას მეორე დღეს განაგრძობდა და ყველაფერს დაწვრილებით მომიყვებოდა.

ნაწილი პირველი

ავტორი : დიმა სანაია
სიახლეები
16 კომენტარი
№1
ავტორი: love united
26 იანვარი 2013 21:40
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე!..ველოდები მომდევნო თავს...ისე დევისმა რომელიღაცა ფეხბურთელის ძაღლი არ იპოვა?..და მერე იმაში გადაიხადა ფული, რომლითაც კლუბი გადარჩა...რავი მე ასე ვიცი...
0
№2
ავტორი: Beckham 7
26 იანვარი 2013 21:55
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ მაგარია, მილიონზე მეტი კაი იყო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: DimaSanaia
26 იანვარი 2013 22:05
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
love united,
ყველაფერს მომდევნო თავებში გაიგებთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№4
ავტორი: love united
26 იანვარი 2013 22:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
DimaSanaia
ველოდები შემდეგ თავს... derphappycry
0
№5
ავტორი: Mgelo
26 იანვარი 2013 22:08
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
საღოლ ავტორ
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
26 იანვარი 2013 22:18
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
DimaSanaia,
საღოლ დიმა და მადლობა ხვალ წავიკითხავ მაგრად მაინტერესებს..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: ლადო
27 იანვარი 2013 10:04
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ დიმა მაგარია))შემდეგ თავს ველი სულ მოუთმენლად
0
№8
ავტორი: UTD-Rule
27 იანვარი 2013 10:18
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: Luka Gelashvili
27 იანვარი 2013 12:08
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ წავიკითხე მაგარია. შემდეგს ველოდებიი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№10
ავტორი: APeX
27 იანვარი 2013 12:27
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
საღოლ დიმა საღოლ ველოდებით შემდეგ ნაწილსს :))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top