თბილისი:
მანჩესტერი:
11-05-2017, 13:21
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1581,
კომენტარები: 5
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
მოურინიომ ფეხბურთელთა მდგომარეობაზე ისაუბრა.
გუნდის მდგომარეობა მატჩის წინ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის გუნდს ახალი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ჰყავს.

"წითლებმა" გუშინ დილას 24 ფეხბურთელის მონაწილეობით გამართეს "სელტასთან" ევროპა ლიგის მატჩისთვის მოსამზადებელი სავარჯიშო სესია და მასში მონაწილეობა მიიღეს აქსელ ტუანზებემ, დემი მიტჩელმა, მეთი უილოკმა და მეთიუ ოლოსუნდმაც.

ოფიციალურ ტელევიზიასთან საუბრისას მოურინიომ აღნიშნა, რომ დიდი ხანია ტრავმირებული ფეხბურთელები დაბრუნებას ვერც ამ მატჩშ მოახერხებენ, მაგრამ გუნდი მზად და მხნედ არის.

"ბოლო ტრავმის შემდეგ ვიცით, რომ ვერავინ გამოჯანმრთელდება დროულად, რათა თუნდაც სეზონის ბოლო მატჩი ჩაატაროს, ასე რომ, ეს ფეხბურთელები ამ სეზონში ვეღარ ითამაშებენ. მაგრამ ხალხი მზად არის, მხნედ არიან და თამაშის დიდი სურვილი აქვთ.

ამაყი ვარ, რადგან მნიშვნელოვანმა ტრავმებმა როტაციის შესაძლებლობა მოგვცა, ფეხბურთელები დავასვენეთ, ამიტომ ის მოთამაშეები, რომლებმაც ტრავმირებულები შეცვალეს, ჩვენი საჩუქრები არიან ამ პრობლემის გაჩენის დღიდანვე. ასე რომ, დიახ, ვამაყობ; მაგრამ კიდევ ერთი მატჩი გვჭირდება ევროტურნირის ფინალში გასასვლელად - ყველაფერი უნდა გავიღოთ, რაც გვაქვს.

მარტივი სიტუაციაა. 17 მატჩი ჩატარება 7 კვირაში 16 ფეხბურთელით შეუძლებელია. ეს არ არის რისკი, ეს მარტივი გადაწყვეტილებაა, რომელიც საერთო გრძნობაზეა დაფუძნებული. აპრილსა და მაისში 16 ფეხბურთელით 17 მატჩის ჩატარება სრულიად შეუძლებელია.

ფეხბურთელების დაკარგვის მომენტიდან - ჩვენ კი ოთხი მათგანი ერთ კვირაში დავკარგეთ, როცა სმოლინგი და ჯონსი ეროვნული ნაკრებიდან დაბრუნდნენ ტრავმით, ზლატანმა და როხომ კი "ანდერლეხტთან" მატჩში მიიღეს ტრავმა - ჩვენ ასევე დავკარგეთ ისინი, ვინც კარგი ალტერნატივა შეიძლებოდა ყოფილიყო - ეშლი იანგი, ლუკ შოუ და ტიმ ფოსუ-მენსა. ამიტომაც გვქონდა შეუსრულებელი სამუშაო პერიოდში, როცა 7 კვირაში 17 მატჩი უნდა ჩაგვეტარებინა. ეს არ იყო რისკი, ეს მხოლოდ ჩვენი სიტუაციის შედეგი გახლდათ.

ამ სიტუაციაში ახლაც ვართ და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ, ამიტომ ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ხუთშაბათს ამის გაკეთებას და ფინალში გასვლას. თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, სანანებელი არაფერია. ყველაფერს გავიღებთ, რაც შეგვიძლია, ფეხბურთელებიც და მეც ასე ვიზამთ, ყველა, ვინც არ მუშაობს, ასე მოიქცევა. ჩვენ ყველაფერს გავცემთ, ამიტომ, როცა ყველაფერს გასცემ, პრობლემაც არ არის".
ახალი ამბები, ინტერვიუები
5 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
11 მაი 2017 13:36
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ისე მოუსთან ერთი კითხვა მექნებოდა,რო ამბობს რო მე მინდა 17-18 ფეხბურთელთან ვიმუშაო და არა 20-22 ფეხბურთელთანო, წლევანდელი მაგალითის გათვალისწინებით და ზოგადად ფილ ჯონსის გათვალისწინებით რომელიც +1 კაცზე მეტად უფრო -1 კაცია არ ჯობია 22 კაცთან მუშაობა ვიდრე 17-18 თან? რაიცი რახდება და როალეეწოს კიდე რამოდენიმე წამყვანი ფეხბურთელი მერე რასგააკეთებს ნეტა? წელს ჭკვიანურად მოიქცა და დაფეთებული ვან გაალივით უაზროდ არ დაყიდა ხახლი ეგრევე 1 პენლის აცილების გამო.და აქ ზოგიერტი გენიოსი რო უკმაყოფილო იყო ეშლი იანგები და დარმიანები რატო გააჩერა წელსვე გაეშვაო ნეტა მართლა რო გაეშვა ეხლა რადღეში ვიქნებოდით ?
0
№2
ავტორი: GeorgeBest
11 მაი 2017 15:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედია 0-0ზე არ ვითამაშებთ, თორე დარწმუნებული ვარ მინიმუმ დამატებითი დრო არ აგვცდება
1
№3
ავტორი: SANDROGRIGA
11 მაი 2017 18:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
დღეს თავისუფლად უნდა მოიგონ
0
№4
ავტორი: stepno
11 მაი 2017 21:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ციტატა: SANDROGRIGA
დღეს თავისუფლად უნდა მოიგონ

ეგრეც იქნებაა
0
№5
ავტორი: ikeoni
11 მაი 2017 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Mgonia ro Dzaan advilad movigebt
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top