ჟოზე მოურინიო მომდევნო სეზონის დაწყებამდე კრეატიული შესაძლებლობების გაზრდას აპირებს და Don Balon-ის მტკიცებით, მარკო როისს ამგვარ კანდიდატად მოიაზრებს.
ამავე გამოცემის მტკიცებით, პორტუგალიელი მასში უეინ რუნის შემცვლელს ხედავს და კლუბის ხელმძღვანელობას მიმდინარე ზაფხულშივე მოსთხოვა როისის შეძენა.
"იუნაიტედს" "ბორუსიასთან" სატრანსფერო ურთიერთობის ისტორია უკვე აკავშირებს - ახლო წარსულში ბუნდესლიგის გრანდიდან "ოლდ ტრაფორდზე" შინჯი კაგავა და ჰენრიხ მხითარიანი გადაბარგდნენ.
მარკოს როისი კი, შესაძლოა, მომდევნო ტრანსფერი გამოდგეს.