ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა, მინო რაიოლამ განაცხადა, რომ ექიმები, რომლებიც ფორვარდთან მუშაობენ, გაკვირვებულები დარჩნენ მისი ფიზიკური ფორმით.
"ზლატანმა დაიწყო რეაბილიტაციის კურსი კლინიკაში,- განაცხადა რაიოლამ Expressen.sе-სთან.ინტერვიუში - მას იმდენად ძლიერი მუხლის სტრუქტურა აქვს, რომ ექიმებმა განაცხადეს, მათ პრაქტიკაში ესეთი არ უნახავთ და შეუძლებელია ფეხბურთელს 20 წლიან კარიერით ჰქონდეს მუხლის სახსარი ესეთ შესანიშნავ მდგომარეობაში".
"დოკტორ ფუმ განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მას სურს ნახოს ზლატანი და ჩაატაროს გამოკვლევები. ის - საუკეთესო სპეციალისტია თავის დარგში და ზლატანის კარიერის დასრულების შემდეგ, ჩვენ შეიძლება გავემგზავროთ პიტსბურგში".
შეგახსენებთ, რომ პროგნოზების მიხევდით, ზლატანი უნდა გამოჯამრთელდეს ამ კალენდარული წლის ბოლოს და ჯერ გაურკვეველია, თუ სად გააგრძელებს ის კარიერას.