თბილისი:
მანჩესტერი:
8-05-2017, 09:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1928,
კომენტარები: 8
მოურინიოს ვერდიქტი "არსენალთან" მარცხზე
მთავარი მწვრთნელის კომენტარი მატჩის შემდგომ.
მოურინიოს ვერდიქტი
ჟოზე მოურინიოს პირადი მეორე საუკეთესო წაუგებელი სერია კვირას "არსენალთან" მატჩში დასრულდა, როცა მისმა "მანჩესტერ იუნაიტედმა" ოქტომბრის შემდეგ პრემიერ ლიგაში პირველი მარცხი განიცადა.

მატჩის შემდეგ მწვრთნელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.

თამაშით მოხიბლვა

"იმედგაცრუებული ვარ შედეგით, მაგრამ არა თამაშით, სულაც არა. ძალიან, ძალიან მომეწონა ინდივიდუალური შესრულებები და კოლექტიურიც. წავაგეთ იმიტომ, რომ ვერ გავიტანეთ და მათ მომენტებამდე ჩვენ გვქონდა დიდებული შანსები. მათ კი გაუმართლათ გოლის გატანაში. მხოლოდ ეს არის. ამის გარდა ვერაფერს მოვთხოვ ფეხბურთელებს, რომელთაც ბოლო შვიდ კვირაში ერთი წუთითაც კი არ უთამაშიათ ფეხბურთი. წაგება არ დაგვიმსახურებია. საოცარი რიკოშეტი იყო პირველი გოლის დროს. შორეული დარტყმა გამოვიდა, ახლოდანაც კი არა. მერე კი ბურთმა ძალიან უცნაური ტრაექტორია მიიღო, თუმცა ეს ფეხბურთია. "არსენალი" არ იყო უკეთესი გუნდი, ვიდრე ჩვენ. მათ გაიტანეს, მათ მოიგეს. მე ვულოცავ."

დაბრუნებული ფეხბურთელებით მოხიბლვა

"მე ვფიქრობ, ჯონსმა, სმოლინგმა და მატამ საოცრად ითამაშეს. საოცარი თავდადება და მიდგომა გამოავლინეს შვიდკვირიანი უქმობის შემდეგ. აქსელ ტუანზებეც ასევე იყო. ჩემი აზრით, საოცარი სამუშაოს შეასრულა და ალექსის სანჩესი მის სახელს კარგად დაიმახსოვრებს, რადგან კარგად ეთამაშა. დიდებული სულისკვეთება გამოავლინეს დარმიანმა, მხითარიანმა და ერერამ, რომელთაც ხუთშაბათის მატჩშიც მიიღეს მონაწილეობა. უეინი საოცარი იყო, კერიკი გამოცდილებას გვაძლევდა, მარსიალი თავდადებას და ხარისხიან თამაშს. სხვა ფეხბურთელებიც ყველაფერს ცდილობდნენ. ჩემთვის ძალიან რთული მატჩზე გავლენის მოხდენა, რადგან ბოლოს, როცა ფეხბურთელების შეცვლა მინდოდა, ისინი უნდა შემეყვანა, ვინც ხუთშაბათს ითამაშა. რთული იყო ამის გაკეთება, მაგრამ გუნდი კარგი, ორგანიზებული იყო და მოსაგებად ითამაშა, კარგად იცავდა თავს."

მატჩში მონაწილეთა გამო შიში

"ვშიშობდი, რომ კონკრეტული ფეხბურთელები 90 წუთი ვერ ითამაშებდნენ. მეშინოდა, რომ ჩემი ცვლილებები - ერერასა და მხითარიანის ნაცვლად, რომელთაც ვიგოში სრული მატჩი ჩაატარეს, მატა, ჯონსი ან სმოლინგი უნდა შემეცვალა. მაგრამ ისინი ფანტასტიკურები იყვნენ. ეს მატჩი მათი პლუსია, 90 წუთი თამაში ფანტასტიკურია, რადგან პრემიერ ლიგაში 3 მატჩი გვაქვს ჩასატარებელი და ნახევარფინალიც უნდა ვითამაშოთ, ამის გარდა კი იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთი თამაში გვექნება. ყველა გვჭირდება და ეს 90 წუთი მათთვის ფანტასტიკურია და გუნდისთვისაც კარგია. ამჟამად ისეთი მცირე შემადგენლობა გვყავს, რომ კარგია ამ ბიჭებისგან ასეთი პასუხის გაცემა."

ინტერვიუები
8 კომენტარი
№1
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2017 10:04
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
დიპლომატიურად უდგება ფეხბურთელებს.პირველი უაზროდ გაგვივიდა და რუნის რო პასი გაეკეთებინა და გაგვეტანა პირველი მოგებული ტაიმის მერე ჩავკეტავდით თამაშს და მინიმუმ არ წავაგებდით.სმოლინგი რო პოზიციის არჩევის მეფეა ეს კიდეც დაამტკიცა
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
8 მაი 2017 10:43
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
მოკლედ ევროპის ლიგა უნდა მოვიგოთ
0
№3
ავტორი: shotkin
8 მაი 2017 10:44
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
პირველი გოლი იმენა იღბალი და კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი იყო და მეორე გოლი კიდე მაგ გოლის გაგრზელება კონტექსტში, აი ეგ რაღაც სირული 2 წუთი რო არ ჩავთვალოთ სუფთა 0:0 ის თამაში იყო და მე ლიჩნად მომეწონა ამს სასტავმა როგორც ითამაშა. უბრალოდ ჯერ კიდე0:0 ზე რუინის სეეძლო იქ ერთი პასი მიეცა ერერასთვის და ცარიელ კარში არ გაუჭირდებოდა 3 მეტრიდან გატან და ჩვენწ ავიყვანდით შოტს მარა მანდ კიდე ერთხელ გამოჩნდა რო რუნი რის გამოც არის მოედანზე(გამოცდილებას ვგულისხმობ) მაგასაც ვეღარ იყენებს ტიპი.
0
№4
ავტორი: Dato kutaisi
8 მაი 2017 10:57
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: shotkin
პირველი გოლი იმენა იღბალი და კონტექსტიდან ამოვარდნილი გოლი იყო და მეორე გოლი კიდე მაგ გოლის გაგრზელება კონტექსტში, აი ეგ რაღაც სირული 2 წუთი რო არ ჩავთვალოთ სუფთა 0:0 ის თამაში იყო და მე ლიჩნად მომეწონა ამს სასტავმა როგორც ითამაშა. უბრალოდ ჯერ კიდე0:0 ზე რუინის სეეძლო იქ ერთი პასი მიეცა ერერასთვის და ცარიელ კარში არ გაუჭირდებოდა 3 მეტრიდან გატან და ჩვენწ ავიყვანდით შოტს მარა მანდ კიდე ერთხელ გამოჩნდა რო რუნი რის გამოც არის მოედანზე(გამოცდილებას ვგულისხმობ) მაგასაც ვეღარ იყენებს ტიპი.

100%
0
№5
ავტორი: GeorgeBest
8 მაი 2017 13:41
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
"მე ვფიქრობ, ჯონსმა, სმოლინგმა და მატამ საოცრად ითამაშეს

გვეკაიფება ხო? derpwhy
0
№6
ავტორი: shotkin
8 მაი 2017 14:46
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ციტატა: GeorgeBest
"მე ვფიქრობ, ჯონსმა, სმოლინგმა და მატამ საოცრად ითამაშეს

გვეკაიფება ხო? derpwhy

ეხლა იმის დრო არაა ფეხბურთელებს რო დააჯვას წინ მნიშვნელოვანი პერიოდია და ყველანაირად გაამხნევებს ფეხბურთელებს და არ იყტვის ცუდს და არ გააკრიტიკებს სულ რო ჰეთრიკი შეასრულონ საკუთარ კარში, ევროპლაიგაა მოსაგები და პოზიტიური განწყობის სენარჩუნებას ეცდება და რამე თუარმოწონს მაგას ზაფხულში მოაგვარებს და მიხედავს.
0
№7
ავტორი: ikeoni
8 მაი 2017 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Araushavs joze Mtavaria evropa liga movigot
0
№8
ავტორი: giorgi_mg
8 მაი 2017 19:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
რუნი არ არის ფორმაში გავიგეთ, მარა არც ეგეთი უკლასოა როგორც ზოგზოგიერთებს გამოგყავთ, ეგრეა როცა არ ათამაშებ მთელი სეზონი (ან ტრამვა აქვს) შედეგიც ეგეთი მოაქვს მაგ საქციელს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top