თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2017, 13:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1867,
კომენტარები: 10
ვენგერი: "იუნაიტედის" დამარცხების გამო ტანჯვისთვისაც მზად ვარ"
"არსენალის" მწვრთნელი გამარჯვების მოსაპოვებლად პრობლემების შექმნასაც არ გაურბის.
ვენგერი:
"არსენალის" მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა იმედი გამოთქვა, რომ მისი გუნდი "მანჩესტერ იუნაიტედს" დაამარცხებს და ამისთვის ტანჯვის გადატანასაც კი არ უშინდება.

კვირას "ემირეიტსზე" პრემიერ ლიგის მეხუთე და მეექვსე გუნდები დაუპირისპირდებიან. "არსენალსაც" და "იუნაიტედსაც" სჭირდება გამარჯვება, რათა ოთხეულში შესვლის შანსები შეუნარჩუნონ.

გასული სეზონის მსგავსი შეხვედრა "მეთოფეების" გამარჯვებით 3:0 დასრულდა და თავიანთი გოლები ლონდონელებმა პირველ 20 წუთში გაიტანეს, მაგრამ ამჯერად ვენგერი არ ელის მსგავსი სცენარის გამეორებას და მზად არის, ტანჯვაც კი გადაიტანოს, ოღონდ კი მისმა გუნდმა გაიმარჯვოს.

"იდეალში მატჩის ასე დაწყება გსურს, მაგრამ სულერთია, როდის გაიტან გოლს. მნიშვნელოვანი მხოლოდ გამარჯვებაა. ტანჯვის გადატანაც რომ მოგვიხდეს, ამისთვის მზად ვართ, ჩვენ უბრალოდ გამარჯვება გვსურს.

"ტოტენჰემთან" წარუმატებელი მატჩის შემდეგ რეაბილიტირება გვსურს და ხანდახან არ არსებობს უკეთესი გზა, ვიდრე დიდ მატჩში მოგებაა.

ვიცით, რომ "იუნაიტედს" ხანგრძლივი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ჩვენგან შორს არ წასულან. ეს ნიშნავს, რომ ბევრ ფრეს თამაშობენ. ყველა მატჩი რთულია და ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე კონცენტრირება გვსურს.

მოდით, ნუ გავჩერდებით იმაზე, თუ რას აკეთებენ ისინი ან როგორ აკეთებენ. მოდით, ჩვენს თავზე ვიფიქროთ. ვიცით, რომ ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია, თუკი ჩვენი ძლიერი თამაშის ჩვენებას შევძლებთ",
- განაცხადა ვენგერმა.

წყარო: standard.co.uk
ინტერვიუები
10 კომენტარი
№1
ავტორი: shotkin
7 მაი 2017 13:17
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
ეს სერიოზულად მეცოდება ,დასტოინ კარიერას იმსახურებდა მინიმუმ. არ გაუმართლა კლუბში და ხელმძღვანელობაში.
0
№2
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2017 13:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არსენალი ძაან მოტივირებული იქნება განსხვავებით ჩვენგან და დიდია იმის ალბათობა რო ეს წაუგებელი სერია შეწყდეს დღეს
1
№3
ავტორი: Gamkrelidze
7 მაი 2017 14:05
  • სიახლეები: 86
  • კომენტარები: 504
ფრე კარგი შედეგი იქნება ჩვენთვის what
0
№4
ავტორი: nugo-nugo
7 მაი 2017 14:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 238
ტრაკში გაგიკეთებთ თქვენს თოფს ბატობო ვენგერ!
0
№5
ავტორი: mufc1878
7 მაი 2017 14:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
ციტატა: SANDROGRIGA
არსენალი ძაან მოტივირებული იქნება განსხვავებით ჩვენგან და დიდია იმის ალბათობა რო ეს წაუგებელი სერია შეწყდეს დღეს



არსენალს რა მოტივაციია ერთი ის რომ ჩვენ გვეთამაშება დალშე ჩვენ ბევრად მეტი შანსი გვაქ ლიგაზე გასვლის
0
№6
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2017 14:57
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ციტატა: mufc1878
ციტატა: SANDROGRIGA
არსენალი ძაან მოტივირებული იქნება განსხვავებით ჩვენგან და დიდია იმის ალბათობა რო ეს წაუგებელი სერია შეწყდეს დღეს



არსენალს რა მოტივაციია ერთი ის რომ ჩვენ გვეთამაშება დალშე ჩვენ ბევრად მეტი შანსი გვაქ ლიგაზე გასვლის


ჩვენ კი გვაქ შანსი მარა მოურინიო არ მოიკლავს დიდათ თავს სულ ევროპა ლიგისკენაა გადართული, მე მორიგ სვარკას ველი, თუ გაგვიმართლა და მოვიგეთ ხო კაი wink
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
7 მაი 2017 15:05
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
დღეს დიდის ალბათობით წავაგებთ და სერიაც შეწყდება მარა ლიგა მოვიგოთ და ეპლის დედაც
0
№8
ავტორი: giorgisamnidze99
7 მაი 2017 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რაის წავაგებთ ვენგერი დღეს დაიბომბება პრინცის საკითხში სულ უგებდა მოუ ვენგერს და გააგრძელებს ეგრე დღესაც მინიმუმ ნიჩია
0
№9
ავტორი: ikeoni
7 მაი 2017 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Xoda saxes mogitynavs joze dges mag laparakistvis
0
№10
ავტორი: stepno
8 მაი 2017 13:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
წადიი შენ მაგ ჩაჯმული გუნდიდაან ჯობიაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top