2016/17 წლების სეზონის "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო ფეხბურთელი 18 მაისს MUTV-ს პირდაპირ ეთერში გამოვლინდება, მანამდე კი სეზონის საუკეთესო გოლის გამოვლენა შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე გადასვლით: manutd.com
ოფიციალურმა საიტმა 10 გოლი შეარჩია და სწორედ მათ შორის მოგიწევთ არჩევანის გაკეთება: 1. ჯესი ლინგარდი v "ლესტერ სიტი", "უემბლი", 07/08/16
ზედგამოჭრილია, რომ ფარდის აწევისთანავე გატანილი გოლი - აგვისტოში ქომუნითი შილდის მატჩში "ლესტერის წინააღმდეგ - ჩვენი სიის პირველი წევრია. სამი თვით ადრე ინგლისის თასის მოგების შემდეგ ლინგარდმა "მელიების" მოედნის ნახევარზე რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა და კასპერ შმეიხელის დამარცხებით "უემბლიზე" მორიგი დასამახსოვრებელი გოლი გაიტანა.
2. ხუან მატა v "ლესტერ სიტი", "ოლდ ტრაფორდი", 24/09/16
სეზონის საუკეთესო გოლზე წარდგენილი სია არ იქნებოდა სრულყოფილი მატას გოლის გარეშე. ესპანელის მიერ "ლესტერის" წინააღმდეგ საშინაო გამარჯვებაში გატანილი ბურთი გუნდური გოლის კლასიკური მაგალითია. გოლის ავტორმა კომბინაცია გაითამაშა პოლ პოგბასთან და ლინგარდთან, რის შემდეგაც დარტყმა კუთხეში გატანილი გოლით დააგვირგვინა.
3. პოლ პოგბა v "სუონსი სიტი", "ლიბერთი სტედიუმი", 06/11/16
პოგბა დიდებულ გოლებს ნამდვილად არ ეუცხოება და ერთ-ერთი ასეთი ბურთი სამხრეთ უელსში ნოემბერში სტუმრობის შედეგადაც გაიტანა. მხოლოდ 15 წუთი იყო გასული მატჩის დაწყებიდან, როცა ბურთი "სუონსის" საჯარიმოს" სიახლოვეს დაეცა და პოგბამ ტექნიკურად შესანიშნავად შეასრულა შორეული დარტყმა, რამაც ლუკაშ ფაბიანსკის შანსი არ დაუტოვა.
4. ჰენრიხ მხითარიანი v "ზარია ლუგანსკი", "ჩერმონომრეც სტედიუმი", 08/12/16
ჩვენი ქრონოლოგიური სიის მომდევნო წევრი ევროპა ლიგაზე "ზარიას" კარში მხითარიანის მიერ მშვიდად გატანილი გოლია. უკრაინის სუსხიან საღამოს მიკის გოლმა სტუმარ გულშემატკივრებს გათბობის მიზეზი მისცა და "იუნაიტედი" დაწინაურდა. ეს კი მხოლოდ მინიშნება იყო იმისა, რასაც სომეხისგან მომავალში უნდა დავლოდებოდით...
5. ჰენრიხ მხითარიანი v "სანდერლენდი", "ოლდ ტრაფორდი", 26/12/16
ისე არაფერი უხდება ფეხბურთს, როგორც ბოქსინგ დეი, მხითარიანმა კი "იუნაიტედის" გულშემატკივრებს შესანიშნავი გოლის სახით გაუკეთა საშობაო საჩუქარი. ზლატან იბრაჰიმოვიჩის ჩაწოდებული ჰენრიხის ზურგს უკან მივიდა, მაგრამ ამას მხითარიანისთვის ხელი არ შეუშლია, სკორპიონ-დარტყმა შეესრულებინა და ჯორდან პიკფორდის კარი აეღო. ქება-დიდება მორიელების მეფეს. 6. უეინ რუნი v "სტოკ სიტი", "ბეთ365 სტედიუმი", 21/01/17
21 იანვარი, შაბათი. "სტოკი" 1-0 "იუნაიტედი". 94 წუთი. ბოლო მომენტი, უეინ რუნი, შეცვლაზე შემოსული კუთხურის ალამის სიახლოვეს საჯარიმო დარტყმას ასრულებს და "წითლებისთვის" მნიშვნელოვან ქულას მოიპოვებს, ამავდროულად, "იუნაიტედის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი ხდება. ეს არის გოლი, რომელსაც წლების განმავლობაში ვიხილავთ.
7. ჰენრიხ მხითარიანი v "უიგან ატლეტიკი", "ოლდ ტრაფორდი", 29/01/17
შემდეგია და "წითლების" შესრულებით კლასიკური კონტრშეტევა, რომელიც დაიწყო და დაასრულა მხითარიანმა. "იუნაიტედი" ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩში 2-0 ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ ეს როდი უკარგავს ხარისხს მესამე გოლს. ნახევარმცველმა რუნის ჩაურბინა და "უიგანის" ნახევარზე შეიჭრა, პასი გაცვალა ენტონი მარსიალთან და მასპინძელი გულშემატკივრები გაახარა. სათქმელად ადვილია.
8. ჰენრიხ მხითარიანი v "ლესტერი", "ქინგ პაუერ სტედიუმი", 06/02/17
რვა დღე გავიდა და მიკი მაგიის მორიგი მაგალითი ვიხილეთ. "ლესტერის" კარში გატანილი ჩვენი სიის წევრი მესამე გოლი მთლიანად ერთი კაცის შედევრია, რომლის სიმწვავე ზედმეტად კარგი აღმოჩნდა "მელიების" დაცვისთვის. უეს მორგანის გვერდის ავლით 28 წლის ფეხბურთელმა თავისი მორიგი გოლი გაიტანა და შემდეგ ეს სათანადოდად აღნიშნა.
9. ზლატან იბრაჰიმოვიჩი v "საუთჰემპტონი", "უემბლი სტედიუმი", 26/02/17
შვედი ხშირად აღიქმებოდა დიდი მოვლენების ხელშემწყობ ადამიანად და გამონაკლისი არც ლიგის თასის ფინალში "საუთჰემტონთან" მატჩი იყო. სანამ თავურით "იუნაიტედს" გამარჯვებას მოუტანდა, ზლატანმა "წმინდანების" კარის აღება 30 იარდიდან გატანილი საჯარიმო დარტყმულითაც მოახერხა და მაშინ თავისი გოლების რაოდენობა 25-ს გაუტოლა.
10. ჯესი ლინგარდი v "მიდლსბრო", "რივერსაიდ სტედიუმი", 19/03/17
მაგრამ არა რამით ნაკლები ლინგარდის გასროლა "მიდლსბროს" წინააღმდეგ, ჩვენს სიას ხურავს. მხითარიანის მიერ "ლესტერის" კარში გატანილი გოლის მსგავსად ლინგარდმაც მეტოქის ნახევარზე საკმაო მანძილი დაფარა და სომეხისგან განსხვავებით მან საჯარიმოს გარედან დარტყმა ისურვა. ახალგაზრდა ფეხბურთელმა აუღებელი დაურტყა ვიქტორ ვალდესს და შემდეგ გამორჩეულად აღნიშნა თავისი გოლი.
სხვა
9 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.