თბილისი:
მანჩესტერი:
7-05-2017, 10:29
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1967,
კომენტარები: 7
ხმა მიეცით: "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი
გამოავლინეთ წლის საუკეთესო ფეხბურთელი.
ხმა მიეცით:
"მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივრებს თავად შეუძლიათ აირჩიონ და გამოავლინონ წლის საუკეთესო ფეხბურთელი და 2016/17 წლების სეზონის სერ მეტ ბასბის სახელობის ჯილდოს მფლობელი. ამისათვის მათ შემდეგ ლინკზე გადასვლა და საჭირო პროცედურების გავლა მოუწევთ: manutd.com

ვებ-მისამართზე გადასვლისას თქვენს ეკრანზე გამოჩნდება შემდეგი გამოსახულება:

ხმა მიეცით: "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი


წლის საუკეთესო ფეხბურთელის ასარჩევად საჭიროა Sir Matt Busby Player Of The Year ფუნქცია აირჩიოთ, რის შემდეგაც შემდეგი ფანჯარა გამოისახება:

ხმა მიეცით: "იუნაიტედის" წლის საუკეთესო ფეხბურთელი


Select Player ველში თქვენი არჩევანის დასაფიქსირებლად საჭიროა დარეგისტრირებული იყოთ საიტზე, რისი გაკეთებაც Sign Up ფუნქციით შეგიძლიათ. ხოლო თუ უკვე გაქვთ პირადი ანგარიში, შეგიძლიათ, ავტორიზაცია გაიაროთ Log in ფუნქციით და შემდეგ სასურველი ფეხბურთელის სახელი და გვარი მიუთითოთ.

არჩევანის გაკეთება ნებისმიერ ფეხბურთელს შორის შეიძლება და არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. იმისათვის რომ, უფრო გაგიადვილდეთ თქვენი საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენა, ვიდეოში ასახული ეპიზოდები დაგეხმარებათ.



წინა სამ სეზონში ამ ჯილდოს მფლობელი დავიდ დე ხეა გახდა, მაგრამ მიმდინარე სეზონში მას საგრძნობი კონკურენციის გაძლება მოუწევს.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ბუნებრივად არის ფავორიტთა შორის, მის ანგარიშზე გატანილი 28 გოლი და გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსია, მაგრამ არის ასევე რამდენიმე პრეტენდენტი ერიკ ბაიის, ანდერ ერერას, პოლ პოგბას, ჰენრიხ მხითარიანის, მარკუს რეშფორდისა და ანტონიო ვალენსიას სახით, რომელთაც გამარჯვების კარგი შანსი აქვთ.

კანდიდატთა სრული სია პირველ გუნდში თუნდაც ერთი მატჩის ჩამტარებელი ფეხბურთელის გვარს მოიცავს და საერთო ჯამში მათი რაოდენობა 23-ს აღწევს.

სერ მეტ ბასბის სახელობის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს წინა მფლობელები:

დავიდ დე ხეა (2016, 2015, 2014), რობინ ვან პერსი (2013), ანტონიო ვალენსია (2012), ხავიერ ერნანდესი (2011), უეინ რუნი (2010, 2005), ნემანია ვიდიჩი (2009), კრიშტიანუ რონალდუ (2008, 2007, 2004), გაბრიელ ჰაინცე (2005), რუდ ვან ნისტელროი (2003, 2002), ტედი შერინგემი (2001), როი კინი (2000, 1999), რაიან გიგზი (1998), დევიდ ბექჰემი (1997), ერიკ კანტონა (1996), ანდრე კანჩელსკისი (1995), ერიკ კანტონა (1994), პოლ ინსი (1993), ბრაიან მაკკლეირი (1992), მარკ ჰიუზი (1991), გარი პალისტერი (1990), ბრაიან რობსონი (1989), ბრაიან მაკკლეირი (1988).
სხვა
7 კომენტარი
№1
ავტორი: mufc1878
7 მაი 2017 10:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 291
იბრააააააააააააააააააა იასნიააააააა
0
№2
ავტორი: snatch77
7 მაი 2017 11:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 160
ვან გაალი რომ დარჩენილიყო წელსაც დე ხეა მოიგებდა wink wink
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
7 მაი 2017 11:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
იბრა ალბათ
0
№4
ავტორი: ikeoni
7 მაი 2017 12:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11629
Valensia mgonia me Vnaxot ravi
0
№5
ავტორი: tedore
7 მაი 2017 12:54
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 443
იბრას მივეცი ხმა იმსახურებს ეს კაცი ამ ჯილდოს
0
№6
ავტორი: ROONEY-RUNI
7 მაი 2017 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 299
იბრა რათქმაუნდა მაგრამ არც ვალე არ იყო წელს ცუდი მაგრამ მაინც იბრა მიმაჩნია საუკეთესოთ
0
№7
ავტორი: Gio Ghonghadze
8 მაი 2017 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 78
იბრა ან მხითარიანი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top