მოურინიომ შემადგენლობაში ახალგაზრდებს უხმო.
ჟოზე მოურინიომ "არსენალთან" მატჩისთვის ლონდონში გამგზავრებული გუნდის შემადგენლობაში ისეთ ახალგაზრდებს უხმო, როგორებიც მეთიუ ოლოსუნდი და დემეტრი მიტჩელი არიან.
ამერიკელი ოლოსუნდი 19 წლისაა და იგი "იუნაიტედში" შარშან "ნიუ იორკ რედ ბულსიდან" გადავიდა, მანჩესტერელი მიტჩელი კი 20 წლის გახლავთ და სარეზერვო გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაზეც იყო წარდგენილი.
ამ ახალგაზრდებთან ერთად შემადგენლობაში არიან მეთი უილოკი და სკოტ მაკტომინეი, რომლებიც წინა თვეში "სუონსისა" და "ვესტ ბრომთან" მატჩების განაცხადში იყვნენ.
ოთხეულის გამოჩენა ნიშნავს, რომ მოურინიო ექსპერიმენტული შემადგენლობით ითამაშებს "ემირეიტს სტედიუმზე", რაც თავადაც დაადასტურა.
მიუხედავად იმისა, რომ "სტოკპორტის" სადგურზე" ყველა იმყოფებოდა, ერთადერთი ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან, რომელიც არ გაემგზავრა ლონდონში, ანტონიო ვალენსიაა, რომლის ფიზიკურ მდგომარეობასაც "იუნაიტედის" შტაბი უფრთხილდება.
მოურინიომ ასევე დაადასტურა, რომ აპრილში ჩატარებულ ცხრა მატჩში უმეტესად მონაწილე ერიკ ბაიი, მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი და ანტონიო ვალენსია არ ითამაშებდნენ, რადგანაც გადატვირთულები არიან.
ვერ ითამაშებს მარუან ფელაინიც, რომელსაც დისკვალიფიკაცია აქვს, ასე რომ, მოურინიო "სელტასთან" მატჩთან შედარებით ნახევარზე მეტ ფეხბურთელს შეცვლის.
მოურინიოს არასდროს წაუგია ვენგერის წინააღმდეგ ჩატარებული მატჩი და ფრანგს "ჩაფლავების სპეციალისტი" უწოდა 2014 წელს.
ვენგერსა და მოურინიოს შორის შარშან ფიზიკური შეხლა-შემოხლაც მოხდა, როცა "არსენალმა" პრემიერ ლიგაში "ჩელსისთან" მორიგი მარცხი განიცადა.
"ოლდ ტრაფორდზე" ჩატარებული მატჩის შემდეგ კი, რომელიც ფრედ 1-1 დასრულდა, მოურინიო და ვენგერი ერთმანეთს დიპლომატიურად დაშორდნენ.
გუნდის სასტარტო შემადგენლობაში იქნება დავიდ დე ხეა, რომელმაც "სელტასთან" მატჩი გამოტოვა და მისი ადგილი სერხიო რომერომ დაიკავა.
გუნდის შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; დარმიანი, ოლოსუნდი, სმოლინგი, ბაიი, ტუანზებე, ჯონსი, ბლინდი, მიტჩელი; კერიკი, მაკტომინეი, უილოკი, პოგბა, ერერა, ლინგარდი, მხითარიანი, მატა, რუნი, რეშფორდი.
წყარო:
M.E.N.