მოურინიომ ტრავმირებულთა შესახებ ისაუბრა.
ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "არსენალთან" მატჩში რამდენიმე ფეხბურთელს დაასვენებს, რადგანაც მის გუნდს წინ ევროპა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო მატჩი აქვს.
"წითლები" "ოლდ ტრაფორდზე" "სელტა ვიგოს" 1-ბურთიანი უპირატესობით უმასპინძლებენ და მწვრთნელს "მეთოფეებთან" მატჩისთვის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების შეტანა სურს.
"სუონსი სიტისთან" ფრედ თამაშის შემდეგ "იუნაიტედმა" სერიოზული დარტყმა მიიღო პრემიერ ლიგის ოთხეულში მოხვედრაზე, მოურინიო ამ ვითარების აანალიზებს.
მარუან ფელაინი ნამდვილად გამოტოვებს მატჩს, ვინაიდან მას დისკვალიფიკაცია აქვს, ასევე საეჭვო უნდა იყოს ეშლი იანგის თამაში, რომელმაც "ეშტადიო ბალაიდოსზე" ტრავმა მიიღო. მცირე დაზიანება აქვს მარკუს რეშფორდსაც, მაგრამ მწვრთნელმა აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერია, ხოლო ლუკ შოუ, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და მარკოს როხო სეზონის ბოლომდე იუქმებენ.
ტიმოთი ფოსუ-მენსაც ვერ ითამაშებს სავარაუდოდ, მაგრამ პოზიტიური ამბები გავრცელდა კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის თაობაზე, რომელთაგან პირველმა თავისი მატჩი უკვე ჩაატარა ესპანეთში, ხოლო მეორე გუნდთან ერთად იმყოფებოდა ვიგოში, მაგრამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია. ოპერაციის გაკეთების შემდეგ ორჯერ მოხვდა შემადგენლობაში ხუან მატა, თუმცა არც მას უთამაშია, ხოლო მაიკლ კერიკი და უეინ რუნი ევროპა ლიგის მატჩის სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპა ლიგაზე სერხიო რომერომ მორიგი მშრალი მატჩი ჩაატარა, როგორც მოსალოდნელია, დავიდ დე ხეა დაიცავს თავისი გუნდის კარს "არსენალთან" მატჩში.
"არ მიყვარს თქმა, რომ ერთი ტურნირი ერთი მეკარისაა და მეორე - მეორესი. სერხიო რომერომ პრემიერ ლიგაში ჩაატარა ერთი მატჩი, დავიდმა ორი შეხვედრა ითამაშა ევროპა ლიგაზე "ფეიენოორდისა" და "ფენერბაჰჩეს" წინააღმდეგ.
სერხიომ ლიგის თასზეც ითამაშა ერთხელ, დავიდმა კი ფინალში და სხვა მატჩში მიიღო მონაწილეობა. არ მიყვარს ეს სრული გამოცალკევება. მაგრამ კვირას დავიდს ვათამაშებთ. ასე რომ, ჩვენ ორი ფანტასტიკური მეკარე გვყავს და ასევეა მესამე მეკარეც [ჟოელ პერეირა], რომელიც მომდევნო თაობის საუკეთესო პორტუგალიელი მეკარე იქნება. დიდებული კიპერები გვყავს და ვინც არ უნდა დადგეს კარში, მას ვენდობი."წყარო:
manutd.com