ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "სელტასთან" მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის, მარკუს რეშფორდის წარმატების საიდუმლო სავარჯიშო ბაზაზე დამატებით შრომაა.
თინეიჯერმა თავისი მე-19 გოლი გაიტანა პირველი გუნდის რიგებში, როცა "სელტას" კარი შესანიშნავი საჯარიმო დარტყმით აიღო.
მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი მოგვიანებით მოურინიომ მოედნიდან გაიყვანა, მარკუსს სრული უფლება აქვს, თავისი თამაშით ნასიამოვნები იყოს. მატჩის შემდეგ მოურინიომ ინგლისელი ფორვარდი შეაქო.
"ის 19 წლის ბავშვია. მაგრამ ის არის 19 წლის ბავშვი, რომელსაც ფეხბურთი უყვარს. ბავშვი, რომელიც სავარჯიშო სესიის შემდეგ ნახევარი საათი რჩება და საჯარიმო დარტყმებზე ვარჯიშობს, შესაძლებლობას ელის. ეს არის მისი მენტალიტეტი. იგი შრომობოს, შრომობს, შრომობს. უკვე მომწიფდა და მოდით, ასაკი დავივიწყოთ, რადგან მნიშვნელობა სულაც არ აქვს ასაკს, მთავარი ხარისხია.
მატჩი პატარა პრობლემით დაიწყო და სირბილისას გრძნობდა, შემდეგ კი დასვენებული მარსიალი შევიყვანეთ, რადგანაც მიგვაჩნდა, რომ კიდევ შეგვეძლო გატანა შექმნილი უამრავი სივრციდან გამომდინარე", - განაცხადა რეშფორდმა.