26 წლის გრიზმანი, რომელმაც მიმდინარე სეზონში 25 გოლი გაიტანა, "წითლების" ერთ-ერთ უმთავრეს საზაფხულო სატრანსფერო სამიზნედ ითვლება. მაგრამ ჰარგრივზი ფიქრობს, რომ 23 წლის დიბალას უფრო მეტი პოტენციალი აქვს და მოურინიოს საჭიროებას უფრო შეესაბამება.
"უნდა გადახედო, რა გაქვს და რა გჭირდება. ვფიქრობ, მათ დიბალას მსგავსი ფეხბურთელი ესაჭიროებათ.
ყველა გრიზმანზე საუბრობს და მიმაჩნია, რომ გრიზმანი შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა. მაგრამ ამავდროულად ვფიქრობ, რომ უფრო ახალგაზრდა დიბალა სუპერვარსკვლავი გახდება, თუ უკვე არ არის.
შესანიშნავი იქნებოდა "იუნაიტედში" მისი ხილვა. ვფიქრობ, დიბალასაც შეუძლია იმ ვარსკვლავური სიძლიერის შეძენა გუნდისთვის, რომელიც იბრაჰიმოვიჩმა შესძინა", - განაცხადა ჰარგრივზმა.