"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო არ გამორიცხავს პრემიერ ლიგის ბოლო ტურში სარეზერვო გუნდის გაყვანას.
"წითელი ეშმაკები" ორ ფრონტზე იბრძვიან სხვადასხვა მიზნით - პრემიერ ლიგაში გუნდს ოთხეულში მოხვედრის იმედი აქვს, ხოლო ევროპა ლიგის მოგებას ესწრაფვის - რაც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლების მოპოვებას გულისხმობს.
მოურინიოს შეგირდები ხუთშაბათს ნახევარფინალურ მატჩს გამართავენ და ევროპის რანგით მეორე ტურნირზე "სელტა ვიგოს" დაუპირისპირდებიან, საპასუხო შეხვედრა კი 11 მაისს გაიმართება. "სელტას" თუ დავამარცხებთ, ფინალში გავალთ და ამჟამად ეს ნამდვილად ჰიპოთეტიკურია. ევროპა ლიგის ფინალი ოთხშაბათსაა, ხოლო "კრისტალ პალასთან" მატჩი კვირას. მანამდე "საუთჰემპტონს" უნდა ვეთამაშოთ რამდენიმე დღით ადრე, ასე რომ, ფინალში კატასტროფულ პირობებში აღმოვჩნდებით.
შესაძლოა, "სუონსისთან" ფრე ხელშემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდეს, რადგან ნიკი ბატის გუნდის გამოყენება შემიძლია "კრისტალ პალასთან" მატჩში და იმედია, არც "პალასს" დასჭირდება მატჩის მოგება უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად, რადგან ამ შემთხვევაში ძალიან, ძალიან ცუდი იქნება ჩვენი 23-წლამდელთა გუნდისთვის", - განაცხადა პორტუგალიელმა.