ტრავმიანობით ისედაც დაზარებული "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო იმედოვნებს, რომ "სუონსი სიტისთან" დაშავებული ერიკ ბაიი და ლუკ შოუ დიდხანს არ იუქმებენ.
"წითლები" 10 დღის შუალედში ჩატარებულ მეოთხე მატჩში კრის სმოლინგის, ფილ ჯონსის, მარკოს როხოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის, პოლ პოგბას, ტიმოთი ფოსუ-მენსასა და მარუან ფელაინის გარეშე თამაშობდნენ.
მარცხენა მცველი შოუ, რომელმაც მხოლოდ მესამე მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში მიმდინარე წელს, ცხრა წუთში დაშავდა და მოურინიო იძულებული გახდა, შეეცვალა.
"ჯერ არაფერი ვიცი. ლუკს დიდი ტრავმა უნდა ჰქონდეს, როცა 10 წუთში შესაცვლელი ხდები, დიდი ტრავმა უნდა იყოს. ერიკი, შესაძლოა ტრავმირებულია, მაგრამ, ამავდროულად, ეს იმასთან იქნება დაკავშირებული, რომ აპრილში 800 წუთი ითამაშა. შესაძლოა, ამის ბრალია სწორედ", - განაცხადა მოურინიომ.