გარი ნევილის არჩევანი.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ კაპიტან გარი ნევილს მიაჩნია, რომ მარჯვენა მცველი ანტონიო ვალენსია სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დასახელდეს.
31 წლის ფეხბურთელი თავის საუკეთესო სეზონს ატარებს "ოლდ ტრაფორდზე" და მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 ფეხბურთელმა ჩაატარა უფრო მეტი მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში, ვიდრე ეკვადორელმა.
მიუხედავად იმისა, რომ სახელი ვინგერის პოზიციაზე გაითქვა, ვალენსია მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მცველად გვევლინება.
ანტონიომ შვიდ გოლში მიიღო მონაწილეობა და კლუბის რიგებში ჩატარებული თავისი მე-200 მატჩი მან "მიდლსბროსთან" გატანილი გოლით აღნიშნა.
მცველი სამჯერ გახდა მიმდინარე სეზონის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და სერ მეტ ბასბის სახელობის წლის ფეხბურთელის წოდებაზეც ერთ-ერთი ფავორიტია.
ნევილს მიაჩნია, რომ ანტონიომ 2012 წლის მიღწევა უნდა გაიმეორეს და აღნიშნულ ჯილდოს კვლავ დაეუფლოს.
"მე რომ ვაძლევდე ხმას, მას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ავირჩევდი", განაცხადა ნევილმა, როცა "სქაი სპორტსზე" მანჩესტერულ დერბის უწევდა კომენტატორობას.
წყარო:
M.E.N.