თბილისი:
მანჩესტერი:
30-04-2017, 08:37
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1724,
კომენტარები: 10
"იუნაიტედი" მარკინიოსის შეძენაში დარწმუნებულია
"წითლებს" ბრაზილიელი მცველის შეძენა სურთ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ "პარი სენ-ჟერმენიდან" 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ მარკინიოსის შეძენას შეძლებს.

"იუნაიტედის" მწვრთნელმა ბრაზიელიელი თავის უმთავრეს დაცვით სამიზნედ დაისახა და 22 წლის ფეხბურთელის თაობაზე შეთავაზების გასაკეთებლად მზად არის.

პსჟ მარკინიოსთან განშორებას არ აპირებს, მაგრამ "იუნაიტედი" დარწმუნებულია, რომ მცველს "ოლდ ტრაფორდზე" გადაიბირებს.

მოურინიოს ეჭვი ეპარება კრის სმოლინგისა და ფილ ჯონსის შესაძლებლობებში და ისინი მიმდინარე კვირაში კიდევ ერთხელ გააკრიტიკა.

როგორც მოსალოდნელია, ვერცერთი მათგანი ვერ ითამაშებს მიმდინარე სეზონში, მათ კი ჯვარედინი მყესების ტრავმის მქონე მარკოს როხო შეემატა, რამაც "იუნაიტედს" ცენტრალური მცველის შეძენის აუცილებლობისკენ უბიძგა.

ერიკ ბაიი "იუნაიტედის" ერთადერთი ცენტრალური მცველია, რომელიც ფორმაშია, მას კი დახმარებას დეილი ბლინდი უწევს.

მოურინიო მცველებისგან თავდაუზოგავ თამაშს ითხოვს და მარკინიოსი ამ კრიტერიუმს ნამდვილად აკმაყოფილებს.

ბრაზილიელ მცველს, რომელიც 2013 წელს "რომადან" პსჟ-ში გადავიდა, 2 წელი აქვს დარჩენილი მოქმედი კონტრაქტით და მასზეა დამოკიდებული, მოსთხოვს თუ არა ფრანგულ კლუბს მის გასხვისებას და ინგლისში ახალი გამოწვევის მოძებნას.

წყარო: mirror.co.uk
ახალი ამბები
10 კომენტარი
№1
ავტორი: tornike shavishvili
30 აპრილი 2017 10:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 24
არაა ცუდი ვარიანტი :)
0
№2
ავტორი: stepno
30 აპრილი 2017 11:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ძალიან მაგარიი ბიჭიაა მაგრად გამიხარდება
0
№3
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2017 11:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Magari mcvelia Es imedia viyidit
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2017 12:02
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
არ ვიცი რამდენად მართალია მარა მარკინიოსის დონის მცველები ახლაცაა გუნდში
0
№5
ავტორი: Manstark_United
30 აპრილი 2017 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
კარგი მცველია...ფიზიკურად ძლეირიც და პოზიციის შერჩევაც კარგად იცის.ბაილის მეწყვილისთვის იდეალური ვარიანტია. winked
0
№6
ავტორი: mogeba
30 აპრილი 2017 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 325
kargo mcvelia didi momavali aq viyidot
0
№7
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2017 13:02
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
50 მილიონს არ გადაიხდიან ამაში
0
№8
ავტორი: Tetri Martiali
30 აპრილი 2017 13:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
Samive xazi gasadzlierebeli gvkavs
0
№9
ავტორი: Lalana
30 აპრილი 2017 14:40
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ბრაზილიელი მცველები საშინლად არ მომწონს,მითუმეტეს პესეჟედან არ უნდა იყიდოს მცველი.ამას ისევ ხიმენესი მირჩევნია ატლეტიკოდან.
0
№10
ავტორი: PaLoMo
30 აპრილი 2017 17:17
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4127
50 ბევრიაა. მახიმუმ 40 მეტი არა ისიც ეურო და არა ფუნტი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top