ბრაზილიელი ჟოზეს ერთ-ერთ უმთავრეს სამიზნეს წარმოადგენს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ზაფხულში "ოლდ ტრაფორდზე" განსახორციელებელი გეგმების ნაწილად ვილიანის გადაბირებას მოიაზრებს, ამიტომ კლუბის ხელმძღვანელობას ტრანსფერზე მუშაობა დაავალა.
მოურინიოს მინიმუმ 4 ფეხბურთელის შეძენა სურს 2017/18 წლების სეზონის დაწყებამდე და მის მთავარ სამიზნეს ნახევარდაცვისა და დაცვის ხაზების გადახალისება წარმოადგენს, თუმცა ასევე აპირებს ორი ფორვარდის შეძენას, რომელთაც ტრავმირებული ზლატან იბრაჰიმოვიჩი და კლუბის დატოვების კანდიდატი უეინ რუნი უნდა შეცვალონ.
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 10 გოლის გატანა მოახერხა, ვილიანი მაინც ვერ ახერხებს ანტონიო კონტეს გუნდში რეგულარულად თამაშს და მის ანგარიშზე პრემიერ ლიგაში ჩატარებული მხოლოდ 13 მატჩია სასტარტო შემადგენლობაში.
ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი სამშაბათს "საუთჰემპტონთან" მატჩში მხოლოდ ბოლო 60 წამით გამოჩნდა მოედანზე, როცა ედენ აზარი შეცვალა.
მოურინიოს მიაჩნია, რომ 28 წლის ფეხბურთელის გამოცდილება, სიმწვავე და საგოლე ალღო "იუნაიტედის" ნახევარდაცვას მომდევნო სეზონში დიდ ძალას შემატებს და აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს მისი შეძენა მოსთხოვა.
ვილიანის გადაბირება "ჩელსიდან" ადვილი არ იქნება, ვინაიდან ლონდონელები თავიანთი კონკურენტის გაძლიერებას არ ისურვებენ.
"ჩელსიმ" იანვარში უკვე უარყო ჩინური სუპერ ლიგის გუნდისგან მიღებული წინადადება და გასულ ივლისში გაფორმებული 4-წლიანი კონტრაქტის შემდეგ მყარ ვითარებაში იმყოფება.
თუმცა, "იუნაიტედს" იმან შეიძლება შეუწყოს ხელი, რომ კონტე დონეცკის "შახტარის" ყოფილ ფეხბურთელს რეგულარულ სათამაშო დროს ვერ სთავაზობს, რასაც თავის მხრივ მოურინიო უზრუნველყოფს.
წყარო:
espn