გუნდის სამატჩო განაცხადი.
შესაძლოა, ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი მატჩი ხუან მატამ ხვალვე ჩაატაროს.
ჟოზე მოურინიომ გუნდის განაცხადში ასევე შეიყვანა რეზერვების გუნდის 20 წლის ფეხბურთელი, სკოტ მაკტომინეი, რომელსაც დისკვალიფიცირებული მარუან ფელაინისა და ტრავმირებული ტიმოთი ფოსუ-მენსას ადგილას უხმო.
მატას დაბრუნება ანტონიო ვალენსიამაც დაადასტურა "ინსტაგრამზე" დადებული პოსტით, ესპანელი კი დღეს თავის თანაგუნდელებთან ერთად სასტუმრო "ლოურიში" მივიდა.
29 წლის ფეხბურთელმა ოთხი კვირის წინ გაიკეთა ოპერაცია და მოურინიოს თქმით, ხუანი მაისის ბოლოს უნდა დაბრუნებულიყო. მაგრამ, როგორც ჩანს, მატა "სუონსისთან" მატჩში ითამაშებს.
მოურინიომ ასევე არ გამორიცხა იმის ალბათობა, რომ ნახევარდაცვაში ადგილი უეინ რუნის ჩააბაროს, რომელიც ასევე ახლახანს დაბრუნდა შემადგენლობაში, მაგრამ მანჩესტერულ დერბიში მონაწილეობა არ მიუღია.
დადასტურებული შემადგენლობა: დე ხეა, რომერო, პერეირა; ვალენსია, დარმაინი, ტუანზებე, ბაიი, შოუ, კერიკი, ერერა, მაკტომინეი, ლინგარდი, იანგი, მატა, მხითარიანი.
შემადგენლობა არასრულია და მასში შესულია მხოლოდ ის ფეხბურთელები, რომლებიც უშუალოდ ერთად მივიდნენ სასტუმროში. შესაძლოა, რამდენიმე მათგანი მოგვიანებით შეუერთდეს თანაგუნდელებს.
წყარო:
M.E.N.