თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2017, 22:34
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1828,
კომენტარები: 9
შერინგემმა მოურინიოს მიდგომა გააკრიტიკა
"იუნაიტედის" ყოფილ ფორვარდს პორტუგალიელის მეთოდი არ მოსწონს.
შერინგემმა მოურინიოს მიდგომა გააკრიტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ფორვარდმა, ტედი შერინგემმა ეჭვქვეშ დააყენა ჟოზე მოურინიოს მიდგომა ახალგაზრდა ფეხბურთელებისადმი.

"წითლების" მწვრთნელმა მიმდინარე სეზონში საჯაროდ გააკრიტიკა ლუკ შოუ და ენტონი მარსიალი, რომელთაც უკეთესად თამაშისკენ მოუწოდა.

შერინგემს კი მიაჩნია, რომ ასეთი მიდგომით მოურინიო არ ეკუთვნის იმ დიდ მწვრთნელთა რიცხვს, რომლებთანაც მას უმუშავია.

"ბევრ დიდ მწვრთნელთან მიმუშავია და პრესაში არცერთ მათგანს არასდროს გავუკიცხივარ. სერ ალექს ფერგიუსონი ამას არასდროს გააკეთებდა, ტერი ვენეიბლსი ამას ნამდვილად არასდროს ჩაიდენდა და ისინი დიდი მწვრთნელები იყვნენ.

ისინი შენს სიცუდეზე მხოლოდ გასახდელ ოთახში ან თავიანთ კაბინეტში გესაუბრებოდნენ, ან კვირის ხელფასს დაგაკლებდნენ, მაგრამ უკმაყოფილებას ყოველთვის კლუბში ტოვებდნენ.

ჩემს მწვრთნელებს დიდ პატივს ვცემდი.

ბოლოს და ბოლოს, ისინი ახალგაზრდა ბიჭები არიან. იზრდებიან და სწავლობენ, არა მარტო ფეხბურთს, არამედ ცხოვრებასაც.

ბევრ ფულს გამოიმუშავებენ, ჩემს დროსაც კი ასე იყო. დღესდღეობით ასტრონომიულ თანხებზეა საუბარი და ზოგჯერ თავის ყულფში გაყოფაც გიწევს.

მწვრთნელზეა დამოკიდებული იმის გაცნობიერება, რამდენად იღბლიანი ხარ, რომ ფეხბურთს პროფესიონალურ დონეზე თამაშობ და ამისგან სიამოვნება უნდა მიიღო, არათუ მოისროლო.

ეს კი ყველასთვის ყურში ჩაძახებით არ უნდა მოხდეს, თუ რა გააკეთე მცდარად - ამას მართლაც არ ვეთანხმები, მაგრამ ალბათ, ის გეტყვით, რომ მის სიგიჟეს სხვა მეთოდები აქვს,"
- განაცხადა შერინგემმა.

წყარო: goal.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gache1991
29 აპრილი 2017 23:32
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
xo mara es is shentxvevaa roca gasakritekeblebi arian smolingit dawyebuli am vanbatonit damtavrebuli.mtavaria rogor gaigeben da g amoadgebat tu ara.mxitariansac akritikebda da mouxda.
0
№2
ავტორი: pogba.
30 აპრილი 2017 00:19
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 213
კაი რაააააა ყელშია ეს ფერებაააა ბურთს რო დაკარგავ რო უნდა ჩამოყვე და ირბინო მაგას რა გაგება უნდა თუ მარსიალი რონალდო და მესის დონეა ფინტი როარ გამოუვა დაა დოინჯით დგება აბდუშაჰილივით საჯარიმოში, ამ 21 22 წლის ბიჭებს რომლებსაც ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ თავში აქვთ ავარდნილი. როგორ დავიჯერო რო რაშფორდს სხვანაირად უდგება და მარსიალს სხვანაირად :))))) უბრალოდ ერთი მოტივირებულია და მეორეეს ცენზურაზე კიდია
0
№3
ავტორი: SANDROGRIGA
30 აპრილი 2017 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11137
ნაწილობრივ სწორიცაა მარა მოიხდათ ეს კრიტიკა ასე თუ ისე
0
№4
ავტორი: giorgisamnidze99
30 აპრილი 2017 03:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
რასააა რო ლაპარაკობ კაცო აბა ხელფასები და დიდი ფულები მარტივედ არ იშოვება ყოველთვის უნდა გაწირო და შეაკლა ყოველ მაჩს თავი მასე სადააა ჰეეეეეეეეე
0
№5
ავტორი: shotkin
30 აპრილი 2017 04:52
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4067
სეზონის ამბსტადიაში გუნდის კრიტიკა იქნება ეხლა? იმის მაგივრად რი რამეთი დაეხმარო ან.კარგი სასიამოვნო განცხადება გააკეთო, ამას სეზონის დამთავრების მერეც იტყოდა და დიდი პატივისცემის მიუხედავად მოდი იდი ნ.. რა ტედი,ნაღდად არ გვცალია ეხლა მსგავსი რამეების განსახილველად და ყველას ყურადღება მატჩებზეა მიმართული მათ შორის შოუსიც.იმენა გაღუნეს ერთი ადგილი ამ კრიტიკით.

სეზონის ამბსტადიაში გუნდის კრიტიკა იქნება ეხლა? იმის მაგივრად რი რამეთი დაეხმარო ან.კარგი სასიამოვნო განცხადება გააკეთო, ამას სეზონის დამთავრების მერეც იტყოდა და დიდი პატივისცემის მიუხედავად მოდი იდი ნ.. რა ტედი,ნაღდად არ გვცალია ეხლა მსგავსი რამეების განსახილველად და ყველას ყურადღება მატჩებზეა მიმართული მათ შორის შოუსიც.იმენა გაღუნეს ერთი ადგილი ამ კრიტიკით.
0
№6
ავტორი: stepno
30 აპრილი 2017 11:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4336
ყველაფერს იდეალურად აკეთებს მოუუ
0
№7
ავტორი: ikeoni
30 აპრილი 2017 11:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11617
Arafers zedmets ar idzaxis Ra etyoba satqmelia da ambobs
0
№8
ავტორი: Dato kutaisi
30 აპრილი 2017 12:58
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ყველაფერი შეიძლება დააბრალო მოუს მაგრამ ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეშელებაო ნაღდად არა რა.ჩემი აზრით ერიდება არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს თორე ძირითადის 7ფეხბურთელი მაინც მოსაყვანია.ამდენს რო მოიყვან გაშვებითაც უნდა გაუშვა.მარა ატყდება მერე ამბები რუნის როგორ შეეხო ეგერ ბასტის და შოუ მომავალი იყო ინგლისური ფეხბურთის და ასე შემდეგ.ხოდა ერთს ვიტყვი რა.სხვა გუნდებმა სასტავი შეკრიბონ სულ ლეგიონერებით იფრინონ და ჩვენ გავხსნათ ინკუბატორი მომავალი პოტენციური ვარსკვლავებისთვის რომლებიც ამ სტატუსით რჩებიან მარადმწვანედ და ვაგინებთ მერე ყველა ჩასვრაზე.ცენზურას განძრევა ეზარებათ ამ ჩემისებს უკან არ მოყვებიან ბურთს და ხელფასი აქვთ ერთი საქართველოს პატარა ქალაქის ბიუჯეტი და აღარც გააკრიტიკოს?შიგნით რო უძახა მიანიშნა არ ათამაშა მაინც ვერ გაიგეს ვერაფერი და მერე ამოასხა მოუსაც.თან რო არ თამაშობენ მოუს რო აბრალებენ იტყოდა აბა რას იზამდა
0
№9
ავტორი: GeorgeBest
30 აპრილი 2017 12:59
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
აქვს მიზეზი ალბათ და მაგიტომაც აქვს ესეთი დამოკიდებულება. მწვრთნელს ნდობა სჭირდება და არა ყოველლი ნაბიჯის კრიტიკა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top