თბილისი:
მანჩესტერი:
29-04-2017, 16:17
ავტორი: GeorgeBest,
ნანახია: 2000,
კომენტარები: 20
ფელაინი 3 მატჩს გამოტოვებს
მარუან ფელაინი "სიტისთან" მატჩში მომხდარი ინციდენტის გამო დაისაჯა.
ფელაინი 3 მატჩს გამოტოვებს
"მანჩესტერ სიტისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირება 27 აპრილს, "ეტიჰადზე" შედგა, სადაც გუნდებმა შეხვედრა ნულოვანი ფრით დაასრულეს. მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მარუან ფელაინიმ ერთ წუთში ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია.

ბელგიელმა აგუეროს სახეში თავი სახეში ჩაარტყა, რის გამოც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მარტინ ატკინსონმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ფელაინი მოედანს არ ტოვებდა და ეს ბევრი ყოყმანის შემდეგ გააკეთა.

როგორც thesun.co.uk-ი იუწყება, ამ ფაქტის გამო მარუან ფელაინის პრემიერ ლიგის მომდევნო სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს, რომლებშიც "მანჩესტერ იუნაიტედის" მეტოქეები "სუონსი", "არსენალი" და "ტოტენჰემი" იქნებიან. გარდა ამისა, ინგლისის საფეხბურთო ასოაციამ ფეხბურთელი წერილობით გააფრთხილა.


ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
29 აპრილი 2017 16:21
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ერთი ყვითლის მერე პირდაპირ წითელი მიიღო, მეორე ყვითელი არ მიუღია

გამართლება არააქ მარუანის საქციელს, რაც არ უნდა ვიძახოთ რო გააფორმა აგუერომ, გასაგდები იყო 100%-ით ფელაინი
1
№2
ავტორი: shotkin
29 აპრილი 2017 16:33
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
სულ ვამბობდი და კიდე ვერთხელ ვამბობ რო ფეალინი არის დეტექტორი,ბომბი წითელი ბარათების, მერამდენედ დააღალატა გუნდი დაითვალეტ პროსტა. ევერტონთან ხო პენალი გაიჩალიჩა და 2 ქულა აგვწაპნა,მანამდე ხო გავარდა, დისკვალიფიკაციები ამას არაკლია და ეხლა კიდე გაიგდო თავი და ამ ტრანვიანობის დროს 3 მატჩს ტოვებს)) აუცულებელი რა გუნდი უკლასო ფეხბურთელებთან ერთად უტვინო იგროკებისგანაც გაიწმინდოს, და ეს უნდა დაიწყოს ფელაინით და დამთავრდეს სმოლონგით 2 ვე შტერია და სმოლინგი იმენა + ბოთეა
2
№3
ავტორი: gache1991
29 აპრილი 2017 16:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
gasagdebi iyo,tavis chartymis gareshec shetevis chasula iyo.tumca chartymit ar chaurtyams miado da gaaforma aguerom.es iseti situaciaa xuttamashiani ro miecat ardamwydeboda:D yvelaze blagvi pexburtelia kacobriobis istoriashi:D
0
№4
ავტორი: shotkin
29 აპრილი 2017 16:39
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ჩესნად ვთქვათ რა საერთოდ ფეალინი რატოა ფეხბურთელი პროფესიით? არც მაგის შნო აქვს რო ეს სპორტი ითამაშოს და არც მაგის ტვინი. რაც შეეხება მომენტს მსაჯიც კარგი პიტალოა უნდა ითქვას და არიყო რთული მანდ "გაფორმების" დანახვა და ბევრჯერ მინახავს რო აქეთ ამოუღიათ მსაჯებს წითელი მარა მანიუს სასარგებლოდ ხელი ხოარავის წაუცდება შანსი არაა
1
№5
ავტორი: GeorgeBest
29 აპრილი 2017 16:48
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
არადა ცუდად არ უთამაშია, პროსტა ფელაინიმ გაიღვიძა ბოლოს, ესეთი საქციელები არ მიკვირს ამისგან, იმენა ბავშვივით ააგდო აგუერომ
0
№6
ავტორი: shotkin
29 აპრილი 2017 16:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: GeorgeBest
არადა ცუდად არ უთამაშია, პროსტა ფელაინიმ გაიღვიძა ბოლოს, ესეთი საქციელები არ მიკვირს ამისგან, იმენა ბავშვივით ააგდო აგუერომ

ზოგადად მოურინიომ ყველა მოხოდა და გამოთალა და მიიღო მაქსიმუმი ყველასგან რაც სეიძლებოდა და ასევე ფელაინიც აათამაშა ასე თუ ისე და როგორც მინიმუმ მოედანზე ყოფნით არაფერს დიდად არ აშავებდა მარა მაინც ფელაინია და არმესმის რატო არმოყავს უფრო მაღალი დონის ჩამშლელი? სხვაც სეასრულებს დაკისრებულ საქმეს როგორც ეგ,მონახოს ისეთივე მაღალი თუუნდა არ დაილია,ფეხში ბევრად მეტი ტექნიკაც ექნება და ხედვაც და ალღოც და მოხერხებულობაც , ბოლო ბოლო ამაზე მეტად მოქნილი მე ვარ და ერთი სიმაღლეში და ე.წ სთემინაში მჯობია და ლშე თუ ვუდებდე ტოლს:დდ
0
№7
ავტორი: qamari
29 აპრილი 2017 17:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
მარტო იმიტომ ჩავთლი მსაჯობას კარგად რომ არ წაგვაგებინეს .ფელაინი რომ არ გაეგდო ,ის აფსაიდიდან გატანილი გოლი შეიძლება ჩაეთვალათ.შეიძლება რაღაცას ვიგონებ ,მაგრამ აშკარად იყო საშიშროება .
0
№8
ავტორი: Manstark_United
29 აპრილი 2017 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 528
არ არის ფელაინი მანჩესტერის დონის.მოინდომებს და რაღაც გამოსდის მაგრამ ისიც საშუალო დონეზე. უნდა წავიდეს ფელაინი და მოვიდეს ვიღაც ძლიერი საყრდენი.ბაკაიოკო მინდა მე მაგალითად. ზოგადად ამ ზაფხულს იმდენი უნდა წავიდეს და იმდენი უნდა მოვიდეს.დიდი სამუშაო ელოდება მოურინიოს. მომავალ წელს სერიოზული შედეგი უნდა დადოს,თორემ დიდხანს აღარ გააჩერებენ.
0
№9
ავტორი: shotkin
29 აპრილი 2017 17:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
ციტატა: Manstark_United
არ არის ფელაინი მანჩესტერის დონის.მოინდომებს და რაღაც გამოსდის მაგრამ ისიც საშუალო დონეზე. უნდა წავიდეს ფელაინი და მოვიდეს ვიღაც ძლიერი საყრდენი.ბაკაიოკო მინდა მე მაგალითად. ზოგადად ამ ზაფხულს იმდენი უნდა წავიდეს და იმდენი უნდა მოვიდეს.დიდი სამუშაო ელოდება მოურინიოს. მომავალ წელს სერიოზული შედეგი უნდა დადოს,თორემ დიდხანს აღარ გააჩერებენ.

გეთანხმები რო ბევრი უნდა წავიდეს მარა როდაფიქრდე გუნდიდან ერთი 8 კაცი გასაშვებია და 8 კაცის მოყვანა არ გინდა? :D ჯობია ჯერ საჭირო პოზიციებზე გაძლიერდნენ და ცოტახანი ავიტანთ ფელაინებს როხოებს და დარმიანებს და ბლინდებს, და ნელ ნელა მოიცილებს მერე მაგათაც თავიდან.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
29 აპრილი 2017 17:56
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბაიისნაირი ტიპია საჭირო ჩამშლელად, რომელიც ხისტად თამაშს არ მოერიდება, გარისკავს როცა საჭიროა მარა ფელაინივით უტვინო მოქმედებები არ ექნება. დაიდება უეჭველი ვინმე, გასაშვები არავინაა, სეზონი ძაა გრძელია და ყველას გამოიყენებ, უბრალოდ ძირითადის კაცი აქედან ცოტაა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top