თბილისი:
მანჩესტერი:
28-04-2017, 20:58
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1754,
კომენტარები: 9
მოურინიო: "დიდი შემადგენლობა კარგია, მაგრამ შენარჩუნება რთულია"
მოურინიო არ თვლის, რომ შნეიდერლინისა და შვაინშტაიგერის გაყიდვა შეცდომა იყო.
მოურინიო:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მორგან შნეიდერლინისა და ბასტიან შვაინშტაიგერის გაყიდვას შეცდომად არ მოიაზრებს, ვინაიდან ფეხბურთელებისთვის თვითონ არ უთხოვია წასვლა.

"წითლები" მანჩესტერულ დერბიში კიდევ ერთი ტრავმირებული და დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის შემდეგ დაცვასა და ნახევარდაცვის საყრდენ ზონაში საგრძნობ დანაკლისს განიცდიან. გუნდის შემადგენლობაში მყოფ ნახევარმცველებს შორის მხოლოდ ანდერ ერერა და მაიკლ კერიკი არიან ხელმისაწვდომნი.

პოლ პოგბასთან ერთად ტრავმირებულთა სიას ტიმოთი ფოსუ-მენსაც შეემატა, მარუან ფელაინი კი წითელი ბარათის გამო სამ მატჩს გამოტოვებს, რამაც მოურინიოს შესაძლოა, ნახევარდაცვაში უეინ რუნის გამწესება აიძულოს.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე "ეტიჰად სტედიუმზე" გამართული მატჩის შემდეგ მოურინიოს ჰკითხეს, მიიჩნევდა თუ არა შეცდომად შნეიდერლინისა და შვაინშტაიგერის გაყიდვას, რაზეც უპასუხა:

"ძალიან რთულია ბევრი ფეხბურთელის ყოლა ისე, რომ ვერ ათამაშო. ჩვენ არ გვითქვამს მორგანისთვის, რომ მისი გაყიდვა გვინდოდა. მორგანმა თავად მთხოვა, გთხოვ, გამყიდე, წასვლა მინდაო. ყველა მატჩში მონაწილეობა მსურსო.

ზოგჯერ ხშირად დგახარ ამ დილემის წინაშე, როცა გსურს დიდი შემადგენლობის შენარჩუნება, მაგრამ ფეხბურთელს დარჩენა არ უნდა. ახალგაზრდა ფეხბურთელებიც კი, რომლებიც არ თამაშობენ, წასვლის ნებას გთხოვენ, რაც ძალიან რთულია.

ჩვენ ექსტრემალურ სიტუაციაში აღმოვჩნდით, სადაც უნიკალური შემთხვევა მოხდა, რომ ერთ მატჩში ორმა ფეხბურთელმა ჯვარედინი მყესები დაიზიანა. ჩემს კარიერაში, 17 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთხელ მყავდა ასეთი მძიმე ტრავმირებული. ახლა, "ანდერლეხტის" წინააღმდეგ მატჩში, ერთდროულად ორი ფეხბურთელი დაშავდა, ასე რომ, ძალიან უიღბოლები ვართ, მხოლოდ ამის თქმა შეგვიძლია.

სხვა პატარა ტრავმები - პოგბა და ვალენსია გასულ კვირას - გადაღლილობისა და მატჩების სიმრავლის ბრალია, რაც ნორმალურია".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
9 კომენტარი
№1
ავტორი: gaga1987
28 აპრილი 2017 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
dexeaze icereba dzalian bevri da armomcons.
0
№2
ავტორი: shotkin
28 აპრილი 2017 21:42
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
დეხეაზე სულ დაიწერება რომც გამოვიდეს და თქვას რო ვრჩები სულ აქო მაინც დაწერენ ყოველწელს, რეალს თუ რამე პოზოციაზე გაძლიერება ესაჭიროება და იქ მანჩესტერს ტოპ კალსი ყავს ავტომატურად უკვე მიაწერენ ამ ფეხბურთელს რეალს მე ლოგიკურად არმგონია როწავიდეს დეხეა და დალშე არვიცი ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
1
№3
ავტორი: ikeoni
28 აპრილი 2017 21:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
არადა ესეთ გუნდებთან მორგანი გამოგვადგებოდა
0
№4
ავტორი: SANDROGRIGA
28 აპრილი 2017 22:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
მორგანზე მართლა დამწყდა გული არადა რა იმედებით ვიყავით რო გადმოვიდა
0
№5
ავტორი: GRIEZMANN 7
28 აპრილი 2017 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მორგანი და ბასტიი რა კაცი გაუშვით
0
№6
ავტორი: gache1991
28 აპრილი 2017 23:44
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
gasashvebebi iyvnen da aqedanac bevria gasashvebi.agar chamovtvli.smolingi roxo jonsis samives ertad damtvrevaa yvelaze cudi tore naxevardacvashi blindic dadgeboda keriki erera runi da metnaklebad ari archevani .wuwunis dro ar ari.kviras unda movigot da otxeulshi viqnebit.sul sxvas ro ici teoriulad roca xar da sulsxva tanabrad roa tamashebi chatarebuli da iq ro xar.baili lorentestan erera sigurdsontan da eg ari
0
№7
ავტორი: giorgisamnidze99
29 აპრილი 2017 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
მომავალ თამაშებეს დარჩენილს მჯერა მოუ გადააბამს მოგებებს და ეგ არის 4 ხეული არ გაუშვებს მოუ ხელიდან ლივერპულთან 1 ქულიან უპურატესობას 100 % მჯერა
0
№8
ავტორი: JuanMata
29 აპრილი 2017 15:07
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
მართალია, რთულია, რომ ერთნაირად კარგი ფეხბურთელები გყავდეს ძირითადშიც და სკამზეც,

ისეთი ფეხბურთელები, როგორიც ბლინდი, იანგი და ლინგარდია არ უნდა გაუშვა გუნდიდან, ყოველ შემთხვევაში სანამ თვითონ არ მოუნდებათ წასვლა, გასაჭირის დროს ბლინდს ნებისმიერ ადგილას გამოიყენებ, იგივე იანგს მთელ ფლანგზე ათამაშებ და ლინგარდიც წინ დიდ სამუშაოს ასრულებს.
0
№9
ავტორი: Shota Blues
29 აპრილი 2017 21:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 203
ციტატა: shotkin
დეხეაზე სულ დაიწერება რომც გამოვიდეს და თქვას რო ვრჩები სულ აქო მაინც დაწერენ ყოველწელს, რეალს თუ რამე პოზოციაზე გაძლიერება ესაჭიროება და იქ მანჩესტერს ტოპ კალსი ყავს ავტომატურად უკვე მიაწერენ ამ ფეხბურთელს რეალს მე ლოგიკურად არმგონია როწავიდეს დეხეა და დალშე არვიცი ფეხბურთია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მეც მეეჭვება დეხეას წასვლა. როხოზე რატო არფერი იწერება კარგი ბიჭია უკეთესად ათამაშდა. ადვილი მოსარჩენი არ არი ჯვარედინი მყესის ტრამვა...
ზლატაზე გული მწყდება რა თქმა უნდა მაგრამ როხო, ეს ხო ბევრად უმცროსია და განვითარებას ველოდებით რაც ეტყობოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top