თბილისი:
მანჩესტერი:
27-04-2017, 14:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2299,
კომენტარები: 15
მოურინიო: "ფეხბურთელები დერბისთვის ზედმეტად შრომობენ"
"იუნაიტედის" ფეხბურთელები მნიშვნელოვანი მატჩისთვის ენერგიას არ იშურებენ.
მოურინიო:
ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები დატვირთულ სავარჯიშო პროცესში მონდომებით იღებენ მონაწილეობას, რათა სეზონის მნიშვნელოვანი პერიოდისთვის მოემზადონ.

"იუნაიტედი" "მანჩესტერ სიტისთან" დერბის ხუთშაბათს მხოლოდ ერთქულიანი ჩამორჩენით ხვდება და ოთხეულში მოხვედრის შანსებს ინარჩუნებს. მოურინიოს გუნდი ასევე ევროპა ლიგის ნახევარფინალში "სელტა ვიგოს" დაუპირისპირდება ორმატჩიან დუელში, რომელიც მომდევნო კვირაში აიღებს სტარტს.

სანამ გადატვირთულ გრაფიკს წინ უძღვის მოლოდინი, მწვრთნელმა ახსნა, თუ როგორ ემზადებიან მისი ფეხბურთელები სეზონის მაღალ ნოტაზე დასასრულებლად.

"ვფიქრობ, ხელმისაწვდომი ფეხბურთელები თავს დიდებლად გრძნობენ. იციან, რომ მნიშვნელოვანი არიან და შეუძლიათ იყვნენ. მაგალითისთვის გავიხსენოთ უეინი და მარსიალი; ისინი მონაწილეობდნენ მატჩში, რომლის მოგებაც ნამდვილად გვჭირდებოდა და მოსალოდნელზე მეტი გააკეთეს.

უეინის შემთხვევაში არ მეგონა, რომ 90 წუთი თამაშს შეძლებდა, მაგრამ შეძლო. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ რაღაც მნიშვნელოვანისთვის ჯერ კიდევ ვიბრძვით, კარგი მოტივაციაა ხალხის ერთ მუშტად შესაკრავად და დამატებითი თავდადების გამოსავლენად.

სავარჯიშო სესია 3 საათზე იწყება, მაგრამ დილას 10:30 საათზე რომ მოვედი, ზოგიერთი ფეხბურთელი უკვე მოსული დამხვდა, მცირე დეტალებზე, ფორმის აღდგენაზე ზრუნავდნენ, საცურაო აუზში მიდიოდნენ და სხეულს უფრთხილდებოდნენ - ეს მოტივაციაა".


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
15 კომენტარი
№1
ავტორი: SANDROGRIGA
27 აპრილი 2017 15:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
ყველანაირად უნდა ეცადონ რო მოიგონ, ჰაერივით საჭიროა 3 ქულა
0
№2
ავტორი: GRIEZMANN 7
27 აპრილი 2017 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 196
მიდით ბიჭებოო მინიმუმ 1 ქულა გ ინდა
0
№3
ავტორი: LASHQARA
27 აპრილი 2017 15:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1969
რუნიმ შეაგდოს ერთი გოლი, მას ჩვევია ესეთ პრინციპულ თამაშებში განსაკუთრებული მოგების სურვილი და ბრძოლისუნარიანობა love am
0
№4
ავტორი: ikeoni
27 აპრილი 2017 16:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11431
Ereras tqmis ar iyos sezonis tamashia..es Tu moviget mere erti ori fris ufleba gveqneba Ro rame )) ori deda motynuli gasvla gvaq kide satamsho
0
№5
ავტორი: gache1991
27 აპრილი 2017 16:33
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
დიდი იმედი მაქ ამხელა წაუგებელისერია ამ ცისფრებთან არ დამთავრდება.ჩელსის მოუგეთ ტოტენჰემთან მოგებული გვაქ ლუზერთან Xები გვაქ ამათთან გვაქ წაგებული და გამორიცხულია მეორე თამაში წავაგოთ სეზონში..ეს თამაში უნდა გადავაგოროთ და სუონსისთან მოგებთ ლუზერი ჩამოცოცდება:))
0
№6
ავტორი: dachi_mu
27 აპრილი 2017 16:52
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
dges mous gamchriaxoba tu gvishvelis
0
№7
ავტორი: gaga1987
27 აპრილი 2017 17:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1320
მთავარია არწავაგოთ.
0
№8
ავტორი: shotkin
27 აპრილი 2017 17:47
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 4065
აი ის ზოგიერთი ფეხბურთელი ვინც დახვდა იმათზე უნდა ააგოს გუნდი მოუმ , ეგაა გამარჯვებულის მენტალიტეტი და არა ზარმაცი სმოლინგი ჯონსი და შოუს მენტალიტეტი თავის თავს რო უფრთხილდებიან.
0
№9
ავტორი: temo-scholes
27 აპრილი 2017 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
ციტატა: shotkin
აი ის ზოგიერთი ფეხბურთელი ვინც დახვდა იმათზე უნდა ააგოს გუნდი მოუმ , ეგაა გამარჯვებულის მენტალიტეტი და არა ზარმაცი სმოლინგი ჯონსი და შოუს მენტალიტეტი თავის თავს რო უფრთხილდებიან.

+1
0
№10
ავტორი: Chaxrux
27 აპრილი 2017 19:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 212
მაგრად მინდა მოვიგოთ მარა მგონია რო მაგრად მოგვიგებენ, ჩელსისთტანაც ეგრე მეგონა და გადაკუზეს ბიჩებმა, იმედია ეხლაც ეგრე იქნება, შოუმ თუ ითამაშა მგონია რო გაიტანს, ან ბაილი გაიტაანს
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top